პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ალპინისტების რეკორდი - ყველაზე სწრაფი ასვლა უშბაზე
ქართველი ალპინისტების რეკორდი - ყველაზე სწრაფი ასვლა უშბაზე

18 სექ­ტემ­ბერს ქარ­თველ ალ­პი­ნის­ტთა ჯგუფ­მა უშ­ბა­ზე ას­ვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ზურა კვეს­ტა­ძემ და ლაშა კვეკ­ვეს­კირ­მა უშ­ბის სამ­ხრეთ მწვერ­ვალ­ზე ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ას­ვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ახალ­გაზ­რდა ალ­პი­ნის­ტე­ბი გაბ­რი­ელ ხერ­გი­ა­ნის მარ­შრუ­ტით ავიდ­ნენ უშ­ბა­ზე. მწვერ­ვა­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი 5B სირ­თუ­ლის მარ­შრუ­ტი ქარ­თველ­მა ალ­პი­ნის­ტებ­მა 9 სა­ა­თა­სა და 56 წუთ­ში და­ფა­რეს და ამით რე­კორ­დი და­ამ­ყა­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 14-დან 19 სექ­ტემ­ბრამ­დე უშ­ბა­ზე სულ ალ­პი­ნის­ტთა სამი ჯგუ­ფი ავი­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­სარ­ჩე­ვი იმი­თაც იყო, რომ უშ­ბა­ზე პირ­ვე­ლად ავი­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ალ­პი­ნის­ტი ფი­რუზ და­და­შო­ვი, რო­მე­ლიც ჯგუფ­ში ირაკ­ლი გუ­ჯა­ბი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ალ­პი­ნის­ტთა მე­სა­მე ჯგუ­ფი გი­ორ­გი კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის­გან, გი­ორ­გი მა­კა­ლა­თი­ას­გან, ბა­ქარ გე­ლაშ­ვი­ლის­გან და ლე­ვან ცი­ბა­ძის­გან შედ­გე­ბო­და.

უშ­ბას სი­მაღ­ლე 4710 მეტ­რია. უშ­ბა­ზე ას­ვლა 1868 წელს პირ­ვე­ლად სცა­დეს ინ­გლი­სელ­მა ალ­პი­ნის­ტებ­მა დუ­გ­ლას ფრეშფილ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მაგ­რამ მათი ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. 1888 წელს ინ­გლი­სე­ლებ­მა - ჯ. კო­კინ­მა და უ. ალ­მერ­მა მე­ო­თხე ცდა­ზე მი­აღ­წი­ეს ჩრდი­ლო­ე­თის პიკს გუ­ლის მყინ­ვა­რის გავ­ლით. ეს იყო პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­ვლა უშ­ბა­ზე.

1934 წელს უშ­ბა­ზე ავი­და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი და-ძმა ალექ­სან­დრა და ალი­ო­შა ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბის, გიო ნი­გუ­რი­ა­ნი­სა და ია­გორ კა­ზა­ლი­კაშ­ვი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით.

ამას­თან, ალექ­სან­დრა ჯა­ფა­რი­ძე იყო პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც უშ­ბის პიკ­ზე ფეხი შედ­გა. 1937 წელს სამ­ხრეთ უშ­ბა­ზე სამ­ხრე­თის ურ­თუ­ლე­სი კედ­ლით პირ­ვე­ლად ავიდ­ნენ გაბ­რი­ელ, ბექ­ნუ და ბე­სა­რი­ონ ხერ­გი­ა­ნე­ბი, ჭი­ჭი­კო ჩარ­თო­ლა­ნი და მაქ­სი­მე გვარ­ლი­ა­ნი. ამით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა კლდო­ვან ას­ვლებს უშ­ბა­ზე.

ქართველი ალპინისტების რეკორდი - ყველაზე სწრაფი ასვლა უშბაზე

ქართველი ალპინისტების რეკორდი - ყველაზე სწრაფი ასვლა უშბაზე

18 სექტემბერს ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა უშბაზე ასვლა განახორციელა. ზურა კვესტაძემ და ლაშა კვეკვესკირმა უშბის სამხრეთ მწვერვალზე ისტორიაში ყველაზე სწრაფი ასვლა განახორციელეს. ახალგაზრდა ალპინისტები გაბრიელ ხერგიანის მარშრუტით ავიდნენ უშბაზე. მწვერვალამდე მისასვლელი 5B სირთულის მარშრუტი ქართველმა ალპინისტებმა 9 საათასა და 56 წუთში დაფარეს და ამით რეკორდი დაამყარეს. აღსანიშნავია, რომ 14-დან 19 სექტემბრამდე უშბაზე სულ ალპინისტთა სამი ჯგუფი ავიდა.

აღნიშნული პერიოდი გამოსარჩევი იმითაც იყო, რომ უშბაზე პირველად ავიდა აზერბაიჯანელი ალპინისტი ფირუზ დადაშოვი, რომელიც ჯგუფში ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად იმყოფებოდა. ალპინისტთა მესამე ჯგუფი გიორგი კახაბრიშვილისგან, გიორგი მაკალათიასგან, ბაქარ გელაშვილისგან და ლევან ციბაძისგან შედგებოდა.

უშბას სიმაღლე 4710 მეტრია. უშბაზე ასვლა 1868 წელს პირველად სცადეს ინგლისელმა ალპინისტებმა დუგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1888 წელს ინგლისელებმა - ჯ. კოკინმა და უ. ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთის პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს იყო პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე.

1934 წელს უშბაზე ავიდა პირველი ქართული ჯგუფი და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით.

ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის პიკზე ფეხი შედგა. 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა კლდოვან ასვლებს უშბაზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია