Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"
"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"

მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ძი­რი­თა­დად მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა უწევს. და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ არა დარ­ღვე­ვე­ბით შედ­გე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა და რა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლი­დან, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­ სა­უბ­რობს:

- ამ ეტაპ­ზე უამ­რავ მასშ­ტ­აბურ­ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მათ შო­რის,­ ავ­ტო­ბა­ნის­, წყლი­სა­ და კანა­ლი­ზა­ცი­ის მო­წესრ­იგ­ები­სთვის. ზუგ­დი­დის წყალ­მო­მა­რა­გე­ბაზე ტენდ­ერი, პრაქ­ტი­კუ­ლად­, დას­რულ­და,­ ფოთ­ში კი ანა­ლო­გი­უ­რი ტენ­დე­რი­ ამ დღე­ებ­ში გაი­ხსნე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­ში 28 სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მებ­ოდა, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა და სა­ბო­ლო­ოდ 22 პრო­ექტი დამ­ტკიც­და. ეს 22 პრო­ექ­ტიც დღეს პრო­ბლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, რად­გან­ მისი და­გეგ­მვი­სას დო­ნო­რის მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა - უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­პუ­ლი­ სტან­დარ­ტის პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ის საბ­ჭო­თა სნი­პე­ბით (სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი) შეს­რულ­და. ასე­თი­ პრო­ექ­ტი კი, ბუ­ნებ­რი­ვია, არც ერ­თმა დო­ნორ­მა არ დააფ­ინან­სა. ამის გამო პრო­ექ­ტე­ბის გა­და­კეთ­ება და­ი­წყეს, თუმ­ცა­ ისევ სნი­პე­ბით. მთე­ლი წელი ამ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას მო­ვანდ­ომეთ. იმე­დია, წლის ბო­ლომ­დე პრო­ექ­ტი­რე­ბა დას­რულ­დე­ბა.

- რა პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა 28 პრო­ექ­ტი ხარ­ვე­ზე­ბით?

- 28 პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბა 3 წლის წინ და­ი­გეგ­მა, თუმ­ცა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტე­ბი არას­წო­რად კეთ­დე­ბო­და. ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ვა­სწო­რეთ და სა­ერ­თაშ­ორი­სო დო­ნო­რებ­მაც და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბი­ გა­მოგ­ვიყ­ვეს. რო­დე­საც არას­რულ­ყო­ფი­ლი პრო­ექ­ტე­ბის გზა­დაგ­ზა შეს­წო­რე­ბა გი­წევს, კომ­პა­ნი­ას ობი­ექ­ტის დრო­ულად ჩა­ბა­რე­ბა­სა და ხა­რის­ხი­ა­ნად­ შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს ვერ მოს­თხოვ. უამ­რავ კომ­პა­ნი­ას­თან გვაქვს პრე­ტენ­ზია, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვამ­ბობთ, რად­გან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჩვენ ვართ. სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვა­წყდე­ბით­ პრობ­ლე­მებს. მა­გა­ლი­თად, პროე­ქტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ საპ­რო­ექტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა­ფერ­ზე არ ეკის­რე­ბათ. ახალ კონ­ტრაქ­ტებ­ში ეს მიდ­გომა შე­იც­ვლე­ბა - ჩემი მო­თხოვ­ნაა, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პრო­ექ­ტან­ტი იყოს. რაც მთა­ვა­რია,

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­გო­ნა, რომ სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტებს უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ უცხო­ურ აბ­რებს ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან შე­ფა­რე­ბუ­ლი და პრო­ექ­ტებ­საც ისი­ნი გვაძ­ლე­ვენ.

ქარ­თვე­ლე­ბის შრო­მა­სა და უნარს არ ვაკ­ნი­ნებ, უბ­რა­ლოდ, პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო უცხო­ური კომ­პა­ნი­ე­ბი ქარ­თველ­ებს აბ­რებს მარ­ტი­ვად აძ­ლე­ვენ. ახალ კონ­ტრაქ­ტებ­ში რე­პუ­ტა­ცი­უ­რი რის­კიც ჩა­ი­წე­რე­ბა და უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ე.წ. ქარ­თულ ფილ­ია­ლებს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც აღარ მის­ცე­მენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მსხვი­ლი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში "გა­შავ­დე­ბი­ან".

- არ ფიქ­რობთ, რომ და­მატ­ები­თი პი­რო­ბე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბა პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას კი­დევ უფრო შე­ა­ფერ­ხებს, თა­ნაც შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზაც ხომ უტარ­დე­ბა?

- უწეს­რი­გო­ბი­დან წეს­რიგ­ზე­ გა­დას­ვლა ყო­ველ­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი­ სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია. ახლა სა­ერთ­აშო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ზე ვსა­უბ­რობ და არა ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ახი­რე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპე­რ­ტი­ზას, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არა­ფერს ნ­იშ­ნავს. კი­დევ­ ერთი პა­რა­დოქ­სი:­ გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებშ­იც სა­მი­ნის­ტრო და გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აპ­რი­ო­რი პი­რო­ბის დამ­რღვე­ვე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ყვე­ლა­ კონ­ტრაქ­ტში, რო­მელ­შიც პი­რა­დად ჩა­ვი­ხე­დე, სა­ხელ­მწი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ კომ­პა­ნი­ას მთლი­ან სა­მუ­შაო ფარ­თობ­ზე მის­ცემს 100-პრო­ცენ­ტი­ან წვდო­მას. ანუ მთელ იმ რა­დი­უს­ზე, სა­დაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქვს კომ­პან­იას ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, სა­მუ­შაო მოედ­ანს გა­უ­თა­ვი­სუფ­ლებს. არც ერთ პრო­ექ­ტში ეს პი­რო­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

გა­მო­დის, რომ ხე­­ლშეკ­რუ­ლე­ბის მო­ქმე­დე­ბის დაწ­ყე­ბის­თა­ნა­ვე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვა­რთ, რად­გან კო­ნტრაქ­ტის პი­რო­ბას არ ვას­რუ­ლებთ.­ ვეჭ­ვობ, ეს შეგ­ნე­ბუ­ლად კეთ­დე­ბო­და, რად­გან ჩვე­ნი მხრი­დან კონ­ტრაქ­ტის ხელ­მომ­წერ­მა ყვე­ლა პირ­მა იცო­და, რომ სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­და­ნი მთლი­ან ფარ­თობ­ზე რე­ა­ლუ­რად ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

- მი­ა­ნიშ­ნებთ, რომ სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კომ­პა­ნი­ებ­თან იყვ­ნენ გა­რი­გე­ბუ­ლი?

- ფაქ­ტია, სა­მი­ნის­ტრო და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი­ მსგავს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ხელს აწე­რდნენ, რაც მუ­შა­ო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს გვიქ­მნი­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას არ წარ­მო­ვად­გენ, ვცდი­ლობ,­ არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რო.­

- ფაქ­ტობ­რი­ვად, სის­ხლის სამა­რთ­ლის და­ნა­შა­ულ­ზე სა­უბრ­ობთ. მი­ა­წო­დეთ მა­სა­ლე­ბი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს?

- თუ აქ და­ნა­შა­უ­ლი იკ­ვე­თე­ბა, ამ მა­სა­ლას წა­ი­კი­თხა­ვენ და ზო­მებ­საც მი­ი­ღე­ბენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"

"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"

მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, თუმცა ამბობს, რომ ძირითადად მემკვიდრეობით მიღებული სიტუაციის გამოსწორება უწევს. დაინტერესდება თუ არა დარღვევებით შედგენილი ხელშეკრულებებით პროკურატურა და რა ცვლილებები გატარდება მომავალი წლიდან, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი­ საუბრობს:

- ამ ეტაპზე უამრავ მასშ­ტ­აბურ­ პროექტს ვახორციელებთ, მათ შო­რის,­ ავტობანის­, წყლისა­ და კანა­ლიზაციის მოწესრ­იგ­ები­სთვის. ზუგდიდის წყალმომარა­გე­ბაზე ტენდ­ერი, პრაქტიკულად­, დასრულდა,­ ფოთში კი ანალო­გიური ტენდერი­ ამ დღეებში გაი­ხსნება. თავდაპირველად წყალმომარაგებაში 28 სხვადასხვა პრო­ექტის განხორციელება იგეგმებ­ოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 22 პრო­ექტი დამტკიცდა. ეს 22 პროექტიც დღეს პრო­ბლემების წინაშე დგას, რადგან­ მისი დაგეგმვისას დონორის მოთხოვნები არ შესრულებულა - უნდა გაკეთებულიყო ევროპული­ სტანდარტის პროექტი, თუმცა ის საბჭოთა სნიპებით (სამ­შე­ნებლო ნორმები) შესრულდა. ასე­თი­ პროექტი კი, ბუნებრივია, არც ერთმა დონორმა არ დააფ­ინანსა. ამის გამო პროექტების გადაკეთ­ება დაიწყეს, თუმცა­ ისევ სნიპებით. მთელი წელი ამ ხარვეზების გამოსწორებას მოვანდ­ომეთ. იმედია, წლის ბოლომდე პროექტირება დასრულდება.

- რა პერიოდში შეიქმნა 28 პროექტი ხარვეზებით?

- 28 პროექტის შესრულება 3 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა. ხარვეზები გამოვა­სწორეთ და საერთაშ­ორისო დონორებმაც დამატებითი ფი­ნანსები­ გამოგვიყვეს. როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დრო­ულად ჩაბარებასა და ხარისხიანად­ შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ. უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ. სხვა მიმართულებითაც ვაწყდებით­ პრობლემებს. მაგალითად, პროე­ქტის ჩაბარების შემდეგ საპრო­ექტო ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ ეკისრებათ. ახალ კონტრაქტებში ეს მიდ­გომა შეიცვლება - ჩემი მოთხოვნაა, პროექტის დასრულებამდე მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელი პროექტანტი იყოს. რაც მთავარია,

წლების განმავლობაში გვეგონა, რომ სერიოზულ პრო­ექტებს უცხოური კომპანიები ახორციელებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უცხოურ აბრებს ქართველები არიან შეფარებული და პროექტებსაც ისინი გვაძლევენ.

ქართველების შრომასა და უნარს არ ვაკნინებ, უბრალოდ, პასუხისმ­გებლობის არარსებობის გამო უცხო­ური კომპანიები ქართველ­ებს აბრებს მარტივად აძლევენ. ახალ კონტრაქტებში რეპუტაციური რისკიც ჩაიწერება და უცხოური კომპანიები ე.წ. ქართულ ფილ­იალებს უპასუხისმგებლობის შესაძლებლობასაც აღარ მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი უცხოური კომპანიები მთელ მსოფლიოში "გაშავდებიან".

- არ ფიქრობთ, რომ დამატ­ებითი პირობების ხელშეკრულებაში ჩადება პროექტების შესრულებას კიდევ უფრო შეაფერხებს, თანაც შესრულებულ სამუშაოებს დამატებითი ექსპერტიზაც ხომ უტარდება?

- უწესრიგობიდან წესრიგზე­ გადასვლა ყოველთვის შემაფერხებელია, მაგრამ ეს ერთადერთი­ სწორი გამოსავალია. ახლა საერთ­აშორისო პრაქტიკაზე ვსაუბრობ და არა ნოდარ ჯავახიშვილის ახი­რებაზე. რაც შეეხება ექსპე­რ­ტიზას, უმრავლეს შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი არაფერს ნ­იშ­ნავს. კიდევ­ ერთი პარადოქსი:­ გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშ­იც სამინისტრო და გზების დეპარტამენტი აპრიორი პირობის დამრღვევებად არიან წარმოჩენილი. ყველა­ კონტრაქტში, რომელშიც პირადად ჩავიხედე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიას მთლიან სამუშაო ფართობზე მისცემს 100-პროცენტიან წვდომას. ანუ მთელ იმ რადიუსზე, სადაც სამუშაოები აქვს კომპან­იას ჩასატარებელი, სამუშაო მოედ­ანს გაუთავისუფლებს. არც ერთ პროექტში ეს პირობა შესრულებული არ არის.

გამოდის, რომ ხე­­ლშეკრულების მო­ქმედების დაწ­ყებისთანავე დამნაშავეები ვა­რთ, რადგან კო­ნტრაქტის პირობას არ ვასრულებთ.­ ვეჭვობ, ეს შეგნებულად კეთდებოდა, რადგან ჩვენი მხრიდან კონტრაქტის ხელმომწერმა ყველა პირმა იცოდა, რომ სამშენებლო მოედანი მთლიან ფართობზე რეალურად ვერ გათავისუფლდებოდა.

- მიანიშნებთ, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები კომპანიებთან იყვ­ნენ გარიგებული?

- ფაქტია, სამინისტრო და სტრუქტურული ქვედა­ნა­ყოფები­ მსგავს ხელშეკრულებებს ხელს აწე­რდნენ, რაც მუშაობაში სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა. ამ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოვადგენ, ვცდილობ,­ არასწორი მიდგომები გამოვასწორო.­

- ფაქტობრივად, სისხლის სამა­რთ­ლის დანაშაულზე საუბრ­ობთ. მიაწოდეთ მასალები შესაბამის უწყებებს?

- თუ აქ დანაშაული იკვეთება, ამ მასალას წაიკითხავენ და ზომებსაც მიიღებენ.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."