"სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელისუფლებას მიმართავს:
"მაგარი სუსტები ხართ. ვისაც მოგეკითხებათ იმათ მოგმართავთ პარტიაა (ოცნებას ვგულისხმობ კოალიციას) თუ ხელისუფლებას. გიგი უგულავას თემა პირწმინდად წააგეთ და პლაცდარმი შეუქმენით ევროპას (თუნდაც სახალხო პარტიას) რომ გიგი პოლიტპატიმრის სტატუსში გადაიყვანონ. ყურძნის ჩაბარების თემა ავიღოთ, რა არ იცოდით, ვინც ფასი დაადგინა აჟიოტაჟი რომ მოყვებოდა ამას, არევ-დარევაში კარგად გამოცდილი "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ჩაგვრის დროშას უცებ აიტაცებდა? სად ჩანს ან სტრატეგია ან ტაქტიკა მომავლისა. მოკლედ ბატონებო,(მმართველ ძალას მოგმართავთ) არც თქვენ არ იცით და არც სხვისი გეყურებათ და სადამდე მივა ეს თვითდაჯერებულობა, მეც და ძალიან ბევრი ადამიანიც ვხედავთ. თუ გგონიათ, რომ ბიძინას დაბრუნება ფურორს მოახდეენს და კარდინალურად შეცვლის სიტუაციას ცდებით დღეს უკვე სხვა მოცემულობაა. ძვირფასი დროა დაკარგული. კარგად ორგანიზებული ნაცები ცდილობენ ჯერ ევროპა ამერიკა დაარწმუნონ, რომ როგორი უვიცები ხართ და შემდგომ თქვენ მიერ არჩეულ კოჰაბიტანტებთან (რომლებიც საბოტაჟის ძირითადი წყაროა და რატომ ვერ ან არ იცილებთ, ეგ კიდევ სხვა თემააა) ერთად გადამწყვეტი დარტმა მოგაყენონ. ეხლა მე და ბევრი ჩემთაგანი როგორც ნაცების მიერ აღიარებული სამშობლოს მტრები (რუსეთუმე, ქურდული მენტალობის მატარებელი და ა.შ) ვკითხულობთ, როგორ მოვიქცეთ ნაცებმა რომ მოიყვანონ ქმედებაში ეს მზაკვრული აზრები? უმეტესობა თქვენთაგანი დაახვევს ოჯახთან ერთად (ეს აპრობირებული მეთოდია). რომელი სახსრებით? ეგეც თქვენ ნამუსზე იყოს და ჩვენ მოგვიწევს ამ სიბოროტესთან ბრძოლა ყველანაირად, იმიტომ რომ ნაცების მობრუნებას და წამებით სიკვდილს შესკდომა სჯობია. ამ ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ რაღას დაველოდოთ, ლოგიკურად მაქეთ მიდის ყველაფერი ხოდა ცოტა ჩაიჩოჩეთ (ნაგულისხმებია ათასობით გულანთებული პროფესიონალის დასაქმება) "მინამ სანამ" ჩვენ ეს ჭკუიდან გადასული (ამ ყველაფრის შემხედვარე) საზოგადოება ჩაგაჩოჩებთ და ის მეთოდი (რა არის ნაცების წისქვილზე ასხავ წყალს?) დაგიძველდათ იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს მარტო თქვენა გრძნობთ მაძღრად თავს. (დიდი ხნის ნაფიქრი დავწერე და ამოვისუნთქე და ხმას რატომ არ ვიღებდი? კიდევ იმედი მქონდა. ეხლააა? გამითავდა)", - წერს კორკოტაშვილი.