10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთგან გამოსახულია ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას" - ჯოჯოხეთის სცენები ნიკორწმინდის ტაძარში
"ერთგან გამოსახულია ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას" - ჯოჯოხეთის სცენები ნიკორწმინდის ტაძარში

"ა. წ. 1 აგ­ვის­ტოს, რამ­დე­ნი­მე წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ტაძ­რის 1000 წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნა, და­წეს­და დღე­სას­წა­უ­ლი "ნი­კორ­წმინ­დო­ბა", ამო­ვიდ­ნენ სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და ა.შ. მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა ისევ არა­ვის მი­უქ­ცე­ვია. 24 წე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გვქვია და სირ­ცხვი­ლია, რომ ქვეყ­ნის ერთი მთა­ვა­რი ტა­ძარ­თა­გა­ნი ჭვარტლის­გან ვერ გაგ­ვიწ­მენ­დია", - გვე­სა­უბ­რე­ბა ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი ბექა კო­ბა­ხი­ძე:

- ჩემი მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის, ნი­კორ­წმინ­დის ტა­ძა­რი 1010-1014 წლებ­ში აა­შე­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა მე­ფემ ბაგ­რატ III-მ მე­თექ­ვსმე­ტე სა­უ­კუ­ნემ­დე აქ მო­ნას­ტე­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, ხოლო მე -16 სა­უ­კუ­ნე­ში იმე­რე­თის მე­ფემ, კი­დევ ერ­თმა ბაგ­რატ III-მ, რეს­ტავ­რა­ცია გა­უ­კე­თა და სა­კა­თედ­რო ტაძ­რად გა­და­ა­კე­თა. XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა ფე­ო­და­ლებ­მა, წუ­ლუ­კი­ძე­ებ­მა და ჯა­ვა­ხა­ძე­ებ­მა ტა­ძა­რი ფრეს­კე­ბით მო­ა­ხატ­ვი­ნეს.

სწო­რედ ეს მხატ­ვრო­ბა და მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა იქ­ცევს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას. მათ შო­რის, გა­მო­სარ­ჩე­ვია ჯო­ჯო­ხე­თის სცე­ნე­ბი, სა­დაც იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ან­თა წარ­მოდ­გე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი. ცოდ­ვი­ლი ხალ­ხი გვე­ლე­შა­პის ყე­ლის გავ­ლით ქვეს­კნე­ლი­სა­კენ ეშ­ვე­ბა, სა­დაც ნა­ირ­გვა­რი სა­ტან­ჯვე­ლი ელო­დე­ბა. ერთ სცე­ნა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია რო­გორ ჰყავს ეშ­მაკს გა­კო­ჭი­ლი ცოდ­ვი­ლი მა­მა­კა­ცი და მას უკ­ნი­დან აუ­პა­ტი­უ­რებს. ამ კაცს და­მა­ტე­ბით სა­ტან­ჯვე­ლად ის ქცე­ვია, რომ მწყურ­ვა­ლია, ყელ­ზე კო­კით წყა­ლი აქვს ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ლე­ვა კი არ შე­უძ­ლია. კი­დევ ერთ სცე­ნა­ში გა­მო­სა­ხულ­ნი არი­ან სა­რე­ცელ­ზე მწო­ლი­ა­რე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც თავ­ზე ეშ­მა­კი ად­გას.

მო­ხა­ტუ­ლო­ბის დიდი ნა­წი­ლი უკა­ვია თა­ვად წუ­ლუ­კი­ძე­თა ფე­ო­და­ლურ ოჯახს, ისი­ნი ქტი­ტო­რე­ბად (ტაძ­რის მშე­ნებ­ლე­ბად) არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. ოჯა­ხის უფ­როსს ხელ­ში უჭი­რავს ეკ­ლე­სი­ის მა­კე­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­მა­კაც­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებ­ზე დგას და სა­ყუ­რე­ე­ბი უკე­თი­ათ, რაც სპარ­სულ-ოს­მა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნის შე­დე­გი უნდა იყოს.

ტაძ­რის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მო­ხა­ტულ წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ფრეს­კას მთელ სიგ­რძე­ზე ზე­მო­დან გას­დევს კი­რით გა­და­ლე­სი­ლი ზოლი. კი­რის ფე­ნის ქვეშ უნდა იყოს საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ქტი­ტო­რუ­ლი (აღმშე­ნებ­ლო­ბი­თი) წარ­წე­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იქ­ნე­ბა ამ გვა­რის მიერ ტა­ძარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და საგ­ვა­რე­უ­ლოს წევრთა სა­ხე­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცას მათი ღვაწ­ლის და­ფარ­ვა, წაშ­ლა უნ­დო­და და ეს წარ­წე­რე­ბი გა­და­უ­ლე­სავს. მათი გა­მო­ჩე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვირ­ფას მა­სა­ლას მოგ­ვცემს ტაძ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რა­ჭის სა­ე­რის­თა­ვოს ის­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლად. ეს წარ­წე­რა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და მო­ცუ­ლო­ბი­თიც იმ­ხე­ლა­ვე ჩანს, რო­გორც მარ­ტვი­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქტი­ტო­რი თა­ვა­დე­ბის, ჩი­ქო­ვა­ნე­ბის წარ­წე­რა. გა­და­უ­ლე­სა­ვი დარ­ჩე­ნი­ლა მხო­ლოდ­ბო­ლო ორი ასო, სა­დაც იკი­თხე­ბა "ან", რაც "ამინ"-ს უნდა ნიშ­ნავ­დეს. წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ღმერ­თს შენ­დო­ბას თხოვ­დნენ და შე­სან­დო­ბარ­საც "ამინ"-ით ას­რუ­ლებ­დნენ. ზო­ლის შუ­ა­ში, იქ სა­დაც კირი გაც­რე­ცი­ლა, ნა­წი­ლობ­რივ ჩა­მოც­ვე­ნი­ლა, ნათ­ლად იკი­თხე­ბა მხედ­რუ­ლი ასო­ე­ბის კონ­ტუ­რე­ბი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერთგან გამოსახულია ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას" - ჯოჯოხეთის სცენები ნიკორწმინდის ტაძარში

"ერთგან გამოსახულია ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას" - ჯოჯოხეთის სცენები ნიკორწმინდის ტაძარში

"ა. წ. 1 აგვისტოს, რამდენიმე წლის დაგვიანებით, ტაძრის 1000 წლისთავი აღინიშნა, დაწესდა დღესასწაული "ნიკორწმინდობა", ამოვიდნენ სამთავრობო დელეგაციები და ა.შ. მაგრამ ამ პრობლემისთვის ყურადღება ისევ არავის მიუქცევია. 24 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია და სირცხვილია, რომ ქვეყნის ერთი მთავარი ტაძართაგანი ჭვარტლისგან ვერ გაგვიწმენდია", - გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე:

- ჩემი მშობლიური სოფლის, ნიკორწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ მეთექვსმეტე საუკუნემდე აქ მონასტერი ფუნქციონირებდა, ხოლო მე -16 საუკუნეში იმერეთის მეფემ, კიდევ ერთმა ბაგრატ III-მ, რესტავრაცია გაუკეთა და საკათედრო ტაძრად გადააკეთა. XVI-XVII საუკუნეებში, ადგილობრივმა ფეოდალებმა, წულუკიძეებმა და ჯავახაძეებმა ტაძარი ფრესკებით მოახატვინეს.

სწორედ ეს მხატვრობა და მისი უნიკალურობა იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათ შორის, გამოსარჩევია ჯოჯოხეთის სცენები, სადაც იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ შუა საუკუნეების ქრისტიანთა წარმოდგენებია ასახული. ცოდვილი ხალხი გველეშაპის ყელის გავლით ქვესკნელისაკენ ეშვება, სადაც ნაირგვარი სატანჯველი ელოდება. ერთ სცენაში ნაჩვენებია როგორ ჰყავს ეშმაკს გაკოჭილი ცოდვილი მამაკაცი და მას უკნიდან აუპატიურებს. ამ კაცს დამატებით სატანჯველად ის ქცევია, რომ მწყურვალია, ყელზე კოკით წყალი აქვს ჩამოკიდებული, დალევა კი არ შეუძლია. კიდევ ერთ სცენაში გამოსახულნი არიან სარეცელზე მწოლიარე ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას.

მოხატულობის დიდი ნაწილი უკავია თავად წულუკიძეთა ფეოდალურ ოჯახს, ისინი ქტიტორებად (ტაძრის მშენებლებად) არიან წარმოდგენილნი. ოჯახის უფროსს ხელში უჭირავს ეკლესიის მაკეტი. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ქუსლიან ფეხსაცმელებზე დგას და საყურეები უკეთიათ, რაც სპარსულ-ოსმალური კულტურული გავლენის შედეგი უნდა იყოს.

ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მოხატულ წულუკიძეების ფრესკას მთელ სიგრძეზე ზემოდან გასდევს კირით გადალესილი ზოლი. კირის ფენის ქვეშ უნდა იყოს საკმაოდ ვრცელი ქტიტორული (აღმშენებლობითი) წარწერა, სადაც აღნიშნული იქნება ამ გვარის მიერ ტაძარზე ჩატარებული სამუშაოები და საგვარეულოს წევრთა სახელები. როგორც ჩანს, ვიღაცას მათი ღვაწლის დაფარვა, წაშლა უნდოდა და ეს წარწერები გადაულესავს. მათი გამოჩენა, სავარაუდოდ, ძვირფას მასალას მოგვცემს ტაძრის განვითარებისა და რაჭის საერისთავოს ისტორიის შესასწავლად. ეს წარწერა, დაახლოებით ისეთივე სტილშია შესრულებული და მოცულობითიც იმხელავე ჩანს, როგორც მარტვილის საკათედრო ტაძარში ქტიტორი თავადების, ჩიქოვანების წარწერა. გადაულესავი დარჩენილა მხოლოდბოლო ორი ასო, სადაც იკითხება "ან", რაც "ამინ"-ს უნდა ნიშნავდეს. წულუკიძეები, დიდი ალბათობით, ღმერთს შენდობას თხოვდნენ და შესანდობარსაც "ამინ"-ით ასრულებდნენ. ზოლის შუაში, იქ სადაც კირი გაცრეცილა, ნაწილობრივ ჩამოცვენილა, ნათლად იკითხება მხედრული ასოების კონტურები.

გაგრძელება

"აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“ - ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, ვისაც "გული სწორ ადგილას უძგერს"

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობას ტოვებს - რას აცხადებენ კულტურის სამინისტროში?