ალექსის ციპრასის პარტია "სირიზა" საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, რასაც ამ დროისთვის არსებული ეგზიტ-პოლები მოწმობს. არჩევნებში ეგზიტ-პოლი სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი დილის 11:00 საათისთვის სრულდება, მეორე - 15:00 და მესამე - 18:00 საათზე.
პირველადი მონაცემების თანახმად, "სირიზა" ამ დროისთვის ხმათა 32 %-ს აგროვებს, "ახალი დემოკრატია" - 29,6 %. ულტრამემარჯვენე პარტია "ოქროს აისი" 6,8 %, საბერძნეთის კომუნისტური პარტია 6,5 %. ბოლო ადგილზე 3,1 %-ით "სირიზას" გამოყოფილი დეპუტატების შექმნილი პარტია "სახალხო ერთობაა".