მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს"
"ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს"

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" მად­ლო­ბას უხ­დის.

"წმინ­და ადა­მი­ა­ნუ­რად მინ­და მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის. ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში პა­ნაშ­ვი­დი­ვი­თაა – ყვე­ლა მომ­სვლე­ლი რომ გახ­სოვს, ანუ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თუ უმ­ნიშ­ვნე­ლო გან­ცხა­დე­ბა, იქ­ნე­ბა ეს რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის თუ პო­ლი­ტი­კო­სის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი, ყვე­ლა სი­ტყვა, ჟეს­ტი გა­მახ­სოვ­რდე­ბა და სხვა ფასი და ემო­ცი­უ­რი წონა აქვს, ამი­ტომ გულ­წრფე­ლად მინ­და მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლას, ვინც თუნ­დაც ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მით შე­წუხ­და", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში".

დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ­მა მერ­მა "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვა­საც უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ "ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი გან­ცდა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პრობ­ლე­მაა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ჩა­მო­შორ­დეს".

"რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მე ვფიქ­რობ, რომ ნელ-ნელა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­რუ­სულ ძა­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ, მათ­თან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, ხვდე­ბი­ან, რომ დღეს ივა­ნიშ­ვი­ლი არის ერ­თა­დერ­თი, ამ წუ­თას და­უძ­ლე­ვე­ლი, მაგ­რამ დაძ­ლე­ვა­დი პრობ­ლე­მა, თუ ჩვენ, ყვე­ლა ჯან­საღ, ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გვექ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცია ანუ გან­ცდა იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არის პრობ­ლე­მა და ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ჩა­მო­შორ­დეს, ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა რათა სხვა­დასვხა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ. რაც შე­ე­ხე­ბა "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს", ჩვენ და ისი­ნი- "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ვე­რას­დროს ვერ შევ­თან­ხმდე­ბით წარ­სულ­ზე – ისი­ნი ყო­ველ­თვის და­ი­წყე­ბენ 9 წელ­ზე ლა­პა­რაკს, მე კი ყოვლთვის წა­მო­ვა­ძა­ხებ იმ 2 წელს, რო­მე­ლიც მათ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რეს. ამი­ტომ აზრი იმას, რომ ჩვენ ახლა დავ­ჯდეთ და ვი­ლა­პა­რა­კოთ წარ­სულ­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს. ხალ­ხს სჭირ­დე­ბა მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვის გან­ცდა. წარ­სულ­ზე ილა­პა­რა­კონ ის­ტო­რი­კო­სებ­მა", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის ყო­ფილ მერ­თან ინ­ტერ­ვიუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ხე­ლახ­ლა და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე არის ჩა­წე­რი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს"

"ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს"

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო "თავისუფალ დემოკრატებს" მადლობას უხდის.

"წმინდა ადამიანურად მინდა მათ მადლობა გადავუხადო განცხადებებისთვის. ადამიანი ციხეში პანაშვიდივითაა – ყველა მომსვლელი რომ გახსოვს, ანუ ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო განცხადება, იქნება ეს რიგითი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული, ყველა სიტყვა, ჟესტი გამახსოვრდება და სხვა ფასი და ემოციური წონა აქვს, ამიტომ გულწრფელად მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ისევე როგორც ყველას, ვინც თუნდაც ჩემი პერსონალური პრობლემით შეწუხდა", - განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში".

დედაქალაქის ყოფილმა მერმა "თავისუფალ დემოკრატებთან" "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ "ბევრ შესაძლებლობას იძლევა ოპოზიციურ პარტიებში არსებული განცდა, რომ ივანიშვილი პრობლემაა და ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს".

"რაც შეეხება თანამშრომლობას, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ოპოზიციური პარტიები და ამ შემთხვევაში პრორუსულ ძალებს არ ვგულისხმობ, მათთან ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებლად მიმაჩნია, ხვდებიან, რომ დღეს ივანიშვილი არის ერთადერთი, ამ წუთას დაუძლეველი, მაგრამ დაძლევადი პრობლემა, თუ ჩვენ, ყველა ჯანსაღ, ევროპულ პოლიტიკურ ძალას გვექნება კოორდინაცია ანუ განცდა იმისა, რომ ივანიშვილი არის პრობლემა და ის ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, ბევრ შესაძლებლობას იძლევა რათა სხვადასვხა პოლიტიკურ პარტიასთან ვითანამშრომლოთ. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ და ისინი- "თავისუფალი დემოკრატები" ვერასდროს ვერ შევთანხმდებით წარსულზე – ისინი ყოველთვის დაიწყებენ 9 წელზე ლაპარაკს, მე კი ყოვლთვის წამოვაძახებ იმ 2 წელს, რომელიც მათ ივანიშვილის მთავრობაში გაატარეს. ამიტომ აზრი იმას, რომ ჩვენ ახლა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ წარსულზე, აბსოლუტურად არ აქვს. ხალხს სჭირდება მომავლის პერსპექტივის განცდა. წარსულზე ილაპარაკონ ისტორიკოსებმა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილ მერთან ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ, ხელახლა დაპატიმრებამდე არის ჩაწერილი.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."