საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" ტონგა ინგლისის ქალაქ გლოჩესტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" ანგარიშით 17:10 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან ქულები მერაბ კვირიკაშვილმა (ორი გარდასახვა, ერთი ჯარიმა), მამუკა გორგოძემ (ლელო) და გიორგი თხილაიშვილმა (ლელო) მოიპოვეს. ამ გამარჯვებით საქართველომ 4 ქულა მოაგროვა. ამავე ჯგუფში ხვალ არგენტინა ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო საქართველო შემდეგ შეხვედრას 25 სექტემბერს არგენტინასთან გამართავს.