პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაამყარებს ლარს - "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტის რეკომენდაციები
რა გაამყარებს ლარს - "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტის რეკომენდაციები

ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდა ყო­ველ­თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ახ­ლაც უნდა იყოს ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის პრი­ო­რი­ტე­ტი – ამის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ვა­შინგტონ­ში მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს-საბ­ჭოს" პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი მა­მუ­კა წე­რე­თე­ლი აცხა­დებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგო­მი ამო­ცა­ნე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია და­იძ­ლი­ოს ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის გა­რე­შე.

"ეკო­ნო­მი­კა, ბუ­ნებ­რი­ვია, არის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი, ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ქვა­კუ­თხე­დი. ის გან­სა­ზღვრავს დიპ­ლო­მა­ტი­ის, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და რაც მთა­ვა­რია, გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა იყოს ეს სფე­რო - ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, რაც არის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვთვლი, რომ ეს სა­კი­თხი ყო­ველ­თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ახ­ლაც უნდა იყოს ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის პრი­ო­რი­ტე­ტი. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშნ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და ამი­ტომ მისი კო­მენ­ტი­რე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ეს თემა სა­ერ­თოდ იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი", - აცხა­დებს მა­მუ­კა წე­რე­თე­ლი.

ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რი ხაზს უს­ვამს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა, გაძ­ლი­ე­რე­ბა და გა­ჯან­სა­ღე­ბა, პირ­ველ რიგ­ში არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი შიდა პრო­ცე­სებ­ზე - იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა თა­ვად ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ის, რამ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი და გახ­სნი­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო.

"პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­ებს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რო­გორ და­ა­ლა­გე­ბენ ისი­ნი თა­ვი­ანთ ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მოს და წყო­ბას, აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღონ დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, ჩა­ერ­თონ გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში და სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ასე რომ, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ ქვეყ­ნის შიგ­ნით რო­გორ და­ვა­ლა­გებთ ჩვენ ეკო­ნო­მი­კას და რამ­დე­ნად გახ­სნი­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით სა­გა­რეო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, ზო­გა­დად იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რი.

მა­მუ­კა წე­რე­თე­ლი უშუ­ა­ლოდ ქარ­თულ-ამე­რი­კულ ბიზ­ნეს-ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ დიდ პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავს ამე­რი­კულ სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში.

"მე ვხე­დავ დიდ პო­ტენ­ცი­ალს ამე­რი­კულ სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში. არით­მე­ტი­კუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, 1000 კომ­პა­ნია რომ შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ თითო მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ით, ეს უკვე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ას უდ­რის. ძნე­ლია, რა თქმა უნდა, ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. თუმ­ცა, შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მეტი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია, მათ შო­რის სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის, შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე ვთვლი, რომ ამე­რი­კა­ში ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლია აუთ­ვი­სე­ბე­ლი. ჩვენ, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ისე და­ნარ­ჩე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად სულ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ვმუ­შა­ობთ. უმე­ტე­სად ეს არის ვა­შინგტო­ნი, ნიუ იორ­კი და შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერთი-ორი ქა­ლა­ქი იყოს. რე­ა­ლუ­რად კი ამე­რი­კა, რა თქმა უნდა, არ არის თითო ორო­ლა ქა­ლა­ქი, უზარ­მა­ზა­რი ქვე­ყა­ნაა, წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის", - აცხა­დებს ის.

"ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­საბ­ჭოს" პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს წლი­უ­რად სულ მცი­რე, 2-3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­გა­რეო ინ­ვეს­ტი­ცია სჭირ­დე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ წინ წა­ვი­დეს, ლა­რის კურ­სი გაძ­ლი­ერ­დეს და გამ­ყარ­დეს, რომ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა გაამყარებს ლარს - "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტის რეკომენდაციები

რა გაამყარებს ლარს - "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტის რეკომენდაციები

ინვესტიციების ზრდა ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს ქართული დიპლომატიის პრიორიტეტი – ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაცია "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტი, პროფესორი მამუკა წერეთელი აცხადებს.

მისივე განმარტებით, ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანები და გამოწვევები შეუძლებელია დაიძლიოს ძლიერი ეკონომიკის გარეშე.

"ეკონომიკა, ბუნებრივია, არის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი. ის განსაზღვრავს დიპლომატიის, საგარეო ურთიერთობების უზრუნველყოფას და რაც მთავარია, განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ეს სფერო - ეკონომიკის გაჯანსაღება-გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი ეკონომიკის გაძლიერების.

აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს საკითხი ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს ქართული დიპლომატიის პრიორიტეტი. კონკრეტული ადამიანების თანამდებობაზე დანიშნვა პოლიტიკური საკითხია, რომელიც პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ამიტომ მისი კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს თემა საერთოდ იყოს პრიორიტეტული", - აცხადებს მამუკა წერეთელი.

ქართველი პროფესორი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, გაძლიერება და გაჯანსაღება, პირველ რიგში არის დამოკიდებული შიდა პროცესებზე - იმაზე, თუ რა ხდება თავად ქვეყანაში, როგორ ვითარდება ის, რამდენად თავისუფალი და გახსნილია ეკონომიკური გარემო.

"პატარა სახელმწიფოებს, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დაალაგებენ ისინი თავიანთ ეკონომიკურ გარემოს და წყობას, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დიდი ინვესტიციები, ჩაერთონ გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში და სერიოზული წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი, ისე გლობალური ეკონომიკის განვითარებაში. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ქვეყნის შიგნით როგორ დავალაგებთ ჩვენ ეკონომიკას და რამდენად გახსნილები ვიქნებით საგარეო ინვესტიციებისთვის, ზოგადად იმ ეკონომიკური პროცესებისთვის, რომელიც მსოფლიოში ხდება", - აღნიშნავს ქართველი პროფესორი.

მამუკა წერეთელი უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ბიზნეს-ურთიერთობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დიდ პოტენციალს ხედავს ამერიკულ საშუალო და მცირე ბიზნესებთან თანამშრომლობაში.

"მე ვხედავ დიდ პოტენციალს ამერიკულ საშუალო და მცირე ბიზნესებთან თანამშრომლობაში. არითმეტიკულად რომ შევხედოთ, 1000 კომპანია რომ შემოვიყვანოთ თითო მილიონიანი ინვესტიციით, ეს უკვე მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოურ ინვესტიციას უდრის. ძნელია, რა თქმა უნდა, ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა, შესაძლებლად მიმაჩნია, რომ აქტიური მუშაობის შედეგად, მეტი ამერიკული კომპანია, მათ შორის საშუალო და მცირე ზომის, შემოვიდეს საქართველოში.

მე ვთვლი, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალია აუთვისებელი. ჩვენ, როგორც დიპლომატები, ისე დანარჩენი ორგანიზაციები, ძირითადად სულ რამდენიმე ქალაქში ვმუშაობთ. უმეტესად ეს არის ვაშინგტონი, ნიუ იორკი და შეიძლება კიდევ ერთი-ორი ქალაქი იყოს. რეალურად კი ამერიკა, რა თქმა უნდა, არ არის თითო ოროლა ქალაქი, უზარმაზარი ქვეყანაა, წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობების", - აცხადებს ის.

"ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" პრეზიდენტის აზრით, საქართველოს წლიურად სულ მცირე, 2-3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ინვესტიცია სჭირდება, იმისათვის, რომ წინ წავიდეს, ლარის კურსი გაძლიერდეს და გამყარდეს, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია