მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმრები ამას ვერ გაიგებენ - ქართველი ქალების დაუნახავი ტრაგედია
ქმრები ამას ვერ გაიგებენ - ქართველი ქალების დაუნახავი ტრაგედია

თა­ვი­დან­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს სტა­ტია აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქმა­რი და უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი აქ სა­კუ­თარ თავს ამო­იც­ნობს.

"პირ­ვე­ლად უნი­ტა­ზი რომ გავ­ხე­ხე და ფეხ­საც­მლის ძი­რე­ბი დავ­წმინ­დე, შემ­თხვე­ვით სარ­კე­ში ჩემს თვა­ლებს ჩავ­ხე­დე... იქ იყო გა­მომშრა­ლი შიში.. ტი­რი­ლი მინ­დო­და, მაგ­რამ სად იყო ცრემ­ლი.. ცრემ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა გამ­ხდა­რი­ყო ... ახლა კი ისე მი­ვეჩ­ვიე, თით­ქოს სა­კუ­თარ სახ­ლში, სა­კუ­თარ, ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­წოლს ვა­ლა­გებ",- ასე მხატ­ვრუ­ლად, ემო­ცი­ის გა­რე­შე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი... ეს სი­ტყვე­ბი და­წე­რი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ წე­რილს ად­რე­სა­ტი არ ჰყავ­და. ვის­თვის უნდა გა­ეგ­ზავ­ნა.

რა აზრი აქვს გა­უგ­ზავ­ნოს შვი­ლებს, მე­უღ­ლეს და ნა­თე­სა­ვებს... მათ ხომ პრობ­ლე­მა და პი­რა­დი ემო­ცი­ე­ბი ასეთ დროს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ. მათ­თვის მთა­ვა­რია "ბებო, ან ბაბუ არ მოკ­ვდეს", ან კრი­ზი­სი არ იყოს იმ ქვე­ყა­ნა­ში...

არც მე წა­მი­კი­თხავს ეს წე­რი­ლი, მე ეს მო­ვის­მი­ნე. "ცრემ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა გამ­ხდა­რი­ყო" ამ სი­ტყვებ­ზე არც მე ჩა­მომ­ვარ­დნია ცრემ­ლი ლო­ყა­ზე, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი, მე გავ­ხდი ყვე­ლა ის ქალი, ვინც ახლა სა­დღაც ვი­ღა­ცის უნი­ტაზს ხე­ხავს, .... და რაც მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბა­ში ისე­თი ინ­ტე­ლექ­ტის, ისე­თი მდი­და­რი სუ­ლის ლა­მა­ზი ქალი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­მაც ყვე­ლა შავი სა­მუ­შაო, ყვე­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი დაჩ­რდი­ლა.

და ახლა, ძა­ლი­ან შორს არის ის ქალი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბამ წა­არ­თვა ემო­ცია და იმ­დე­ნად და­ჩაგ­რა, რომ - ცრემ­ლიც ...

მას და მის­ნა­ი­რებს აქ ჰქონ­დათ ემო­ცი­ე­ბი, გრძნო­ბე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი მო­მა­ვალ­ზე. ისი­ნი კი­თხუ­ლობ­დნენ ბალ­ზაკს, გო­ე­თეს, დუმ­ბა­ძეს და ვე­ფხის­ტყა­ო­სანს... კი­თხუ­ლობ­დნენ და ეს­მო­დათ...

ისი­ნი ჩა­მო­დი­ან დრო­ე­ბით, მაგ­რამ სა­ა­თებს ით­ვლი­ან, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან იქ... იქ, სა­დაც არც მისი ოჯა­ხია, რაც მე­უღ­ლე, არც შვი­ლე­ბი და არც ნა­თე­სა­ვე­ბი, მაგ­რამ იქ ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს­მით მისი. იქ არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს აძ­ლი­ე­რე­ბენ, ეხ­მა­რე­ბი­ან, კრე­დი­ტებს უხ­დი­ან და სა­ერ­თო ტკი­ვილს იზი­ა­რე­ბენ.

აქ რჩე­ბი­ან ცო­ლის ფუ­ლით გა­ყო­ყო­ჩე­ბუ­ლი კა­ცუ­ნე­ბი და ყო­ველ თვე­ში გზავ­ნი­ლით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს უბ­ნის ბირ­ჟა­ზე, ან რეს­ტორ­ნებ­ში ხარ­ჯა­ვენ.

ვინ აი­ძუ­ლებთ ასეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ ქა­ლებს წა­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მო­სამ­სა­ხუ­რედ?! - ადა­მი­ა­ნის სიმ­შვი­დეს და კე­თილ­დღე­ო­ბას ბევ­რი მტე­რი ჰყავს, ჩემო კარ­გე­ბო, რო­მე­ლია მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და ულ­მო­ბე­ლი? - ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, უმა­დუ­რო­ბა, გა­უ­მა­ძღრო­ბა, შური, სი­ზარ­მა­ცე! ... - აი ასე­თი გა­უ­მა­ძღა­რი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი შვი­ლე­ბის, ქმრე­ბის გამო მი­დი­ან ჩემო კარ­გო.

არის კი­დევ სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი, მაგ­რამ მი­ზე­ზე­ბის თვლას რა აზრი აქვს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოვ­ხვდი, გა­დას­ხმას ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მიდ­გამ­და, რო­მე­ლიც სულ ჩემ­თან იჯდა. ბევ­რი მე­სა­უბ­რა და სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სულ ქა­ლებ­საც შე­ე­ხო. ბო­ლოს ღი­მი­ლით მი­თხრა: "ჩემი ბიჭი მე­ჩხუ­ბე­ბა, რა­ტომ არ მი­დი­ხარ შენ სა­ზღვარ­გა­რეთ, ყვე­ლა რომ მი­დი­სო. მე რომ გა­ვიკ­ვირ­ვე, რა­ტომ უნდა წა­ვი­დე, სამ­სა­ხუ­რი აქაც მაქვს-მეთ­ქი, ასე მი­პა­სუ­ხა: "ფუ­ლებს გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნიო"...

ქმრე­ბი ვახ­სე­ნე და ტაქ­სის­ტე­ბი გა­მახ­სენ­და.

ტაქ­სის­ტე­ბის თემა ხომ სა­სა­ცი­ლოდ იქცა - "ორი დიპ­ლო­მით".

სწო­რედ "ორი დიპ­ლო­მის" აღე­ბი­სას მი­ღე­ბულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ მის­ცა შეგ­ნე­ბა ამ მა­მა­კა­ცებს, რომ უბ­ნის ბირ­ჟა­ზე არ მდგა­რიყ­ვნენ უსაქ­მოდ და ცოლი არ გა­ეშ­ვათ სა­ზღვარ­გა­რეთ. აბა რა ინ­ტე­ლექ­ტზე და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა ესა­უბ­რო კაცს, რო­მე­ლიც ცო­ლის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ევ­რო­ე­ბის ასა­ღე­ბად ამა­ყად დგას სა­ლა­როს­თან და სა­ღა­მოს სკა­ი­პით გა­ზის და შუ­ქის ქვით­რე­ბის ნომ­რებს კარ­ნა­ხობს ცოლს -კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბი გა­დაგ­ვი­ხა­დეო.

შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ულ­ხინს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ცხა­დია, უმე­ტე­სო­ბას ძა­ლი­ან უჭირს. ზოგს რა ჭირი მი­ად­გა კარს და ზოგს - რა.

ამი­ტომ, ჩემო კარ­გო, ახ­ლაც ნუ და­ი­ბოღ­მე­ბი. მერე რა, რომ შენი ცოლი სა­ზღვა­გა­რეთ სხვის უნი­ტაზს ხე­ხავს და შენ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ბან­კი­დან მისი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 200 ევრო აიღე. მერე რა, რომ სამ­სა­ხუ­რი ვერ იშო­ვე, მაგ­რამ ღვთის წყა­ლო­ბით, შენი ცოლი გიგ­ზა­ნის ყო­ველ თვე­ში თან­ხას. მერე რა, რომ ამ ქა­ლე­ბის­თვის არა­ვის და­უ­ძა­ლე­ბია, ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვეთ და ვი­ღა­ცის ოჯა­ხე­ბი ალა­გე­თო...მერე რა, რომ ეს დავ­წე­რე...

P.S. ამ სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტონ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არი­ან ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც სწო­რედ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან მხო­ლოდ ობი­ექ­ტურ­მა პრობ­ლე­მებ­მა აი­ძუ­ლათ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლიყ­ვნენ. ისი­ნი ენატ­რე­ბათ შვი­ლებს და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ძა­ლი­ან მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქმრები ამას ვერ გაიგებენ - ქართველი ქალების დაუნახავი ტრაგედია

ქმრები ამას ვერ გაიგებენ - ქართველი ქალების დაუნახავი ტრაგედია

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ეს სტატია აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ ბევრი ქართველი ქმარი და უცხოეთში წასული ქართველი ქალი აქ საკუთარ თავს ამოიცნობს.

"პირველად უნიტაზი რომ გავხეხე და ფეხსაცმლის ძირები დავწმინდე, შემთხვევით სარკეში ჩემს თვალებს ჩავხედე... იქ იყო გამომშრალი შიში.. ტირილი მინდოდა, მაგრამ სად იყო ცრემლი.. ცრემლი ფუფუნება გამხდარიყო ... ახლა კი ისე მივეჩვიე, თითქოს საკუთარ სახლში, საკუთარ, ძვირადღირებულ საწოლს ვალაგებ",- ასე მხატვრულად, ემოციის გარეშე დაიწყო საუბარი... ეს სიტყვები დაწერილი ჰქონდა, მაგრამ წერილს ადრესატი არ ჰყავდა. ვისთვის უნდა გაეგზავნა.

რა აზრი აქვს გაუგზავნოს შვილებს, მეუღლეს და ნათესავებს... მათ ხომ პრობლემა და პირადი ემოციები ასეთ დროს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. მათთვის მთავარია "ბებო, ან ბაბუ არ მოკვდეს", ან კრიზისი არ იყოს იმ ქვეყანაში...

არც მე წამიკითხავს ეს წერილი, მე ეს მოვისმინე. "ცრემლი ფუფუნება გამხდარიყო" ამ სიტყვებზე არც მე ჩამომვარდნია ცრემლი ლოყაზე, მაგრამ ვიგრძენი ძალიან დიდი ტკივილი, მე გავხდი ყველა ის ქალი, ვინც ახლა სადღაც ვიღაცის უნიტაზს ხეხავს, .... და რაც მთავარია, ამ ყველაზე საშინელ რეალობაში ისეთი ინტელექტის, ისეთი მდიდარი სულის ლამაზი ქალი დავინახე, რომელმაც ყველა შავი სამუშაო, ყველა მატერიალურად მდიდარი ადამიანი დაჩრდილა.

და ახლა, ძალიან შორს არის ის ქალი, რომელსაც ცხოვრებამ წაართვა ემოცია და იმდენად დაჩაგრა, რომ - ცრემლიც ...

მას და მისნაირებს აქ ჰქონდათ ემოციები, გრძნობები და ოცნებები მომავალზე. ისინი კითხულობდნენ ბალზაკს, გოეთეს, დუმბაძეს და ვეფხისტყაოსანს... კითხულობდნენ და ესმოდათ...

ისინი ჩამოდიან დროებით, მაგრამ საათებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან იქ... იქ, სადაც არც მისი ოჯახია, რაც მეუღლე, არც შვილები და არც ნათესავები, მაგრამ იქ ყველაზე კარგად ესმით მისი. იქ არიან ქალები, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, ეხმარებიან, კრედიტებს უხდიან და საერთო ტკივილს იზიარებენ.

აქ რჩებიან ცოლის ფულით გაყოყოჩებული კაცუნები და ყოველ თვეში გზავნილით მიღებულ შემოსავალს უბნის ბირჟაზე, ან რესტორნებში ხარჯავენ.

ვინ აიძულებთ ასეთ ინტელექტუალ ქალებს წავიდნენ საზღვარგარეთ მოსამსახურედ?! - ადამიანის სიმშვიდეს და კეთილდღეობას ბევრი მტერი ჰყავს, ჩემო კარგებო, რომელია მათ შორის ყველაზე სასტიკი და ულმობელი? - ამპარტავნება, უმადურობა, გაუმაძღრობა, შური, სიზარმაცე! ... - აი ასეთი გაუმაძღარი, ამპარტავანი შვილების, ქმრების გამო მიდიან ჩემო კარგო.

არის კიდევ სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ მიზეზების თვლას რა აზრი აქვს.

რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში მოვხვდი, გადასხმას ერთი ქალბატონი მიდგამდა, რომელიც სულ ჩემთან იჯდა. ბევრი მესაუბრა და საზღვარგარეთ წასულ ქალებსაც შეეხო. ბოლოს ღიმილით მითხრა: "ჩემი ბიჭი მეჩხუბება, რატომ არ მიდიხარ შენ საზღვარგარეთ, ყველა რომ მიდისო. მე რომ გავიკვირვე, რატომ უნდა წავიდე, სამსახური აქაც მაქვს-მეთქი, ასე მიპასუხა: "ფულებს გამოგვიგზავნიო"...

ქმრები ვახსენე და ტაქსისტები გამახსენდა.

ტაქსისტების თემა ხომ სასაცილოდ იქცა - "ორი დიპლომით".

სწორედ "ორი დიპლომის" აღებისას მიღებულმა განათლებამ მისცა შეგნება ამ მამაკაცებს, რომ უბნის ბირჟაზე არ მდგარიყვნენ უსაქმოდ და ცოლი არ გაეშვათ საზღვარგარეთ. აბა რა ინტელექტზე და თავმოყვარეობაზე უნდა ესაუბრო კაცს, რომელიც ცოლის გამოგზავნილი ევროების ასაღებად ამაყად დგას სალაროსთან და საღამოს სკაიპით გაზის და შუქის ქვითრების ნომრებს კარნახობს ცოლს -კომუნალურები გადაგვიხადეო.

შეიძლება ვიღაცას ულხინს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, უმეტესობას ძალიან უჭირს. ზოგს რა ჭირი მიადგა კარს და ზოგს - რა.

ამიტომ, ჩემო კარგო, ახლაც ნუ დაიბოღმები. მერე რა, რომ შენი ცოლი საზღვაგარეთ სხვის უნიტაზს ხეხავს და შენ რამდენიმე წუთის წინ ბანკიდან მისი გამოგზავნილი 200 ევრო აიღე. მერე რა,  რომ სამსახური ვერ იშოვე, მაგრამ ღვთის წყალობით, შენი ცოლი გიგზანის ყოველ თვეში თანხას. მერე რა, რომ ამ ქალებისთვის არავის დაუძალებია, ოჯახი მიატოვეთ და ვიღაცის ოჯახები ალაგეთო...მერე რა, რომ ეს დავწერე...

P.S. ამ სტატიის მომზადება რამდენიმე ქალბატონთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე. თუმცა დარწმუნებული ვარ, არიან ოჯახები, რომლებსაც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მხოლოდ ობიექტურმა პრობლემებმა აიძულათ საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ისინი ენატრებათ შვილებს და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე დაბრუნდებიან.

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია