ჟურნალისტი ნათია კობერიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა.
კობერიძე მიიჩნევს, რომ უგულავა უფრო წარმატებული პრემიერი იქნება, ვიდრე მერი იყო.
"ბიძინამ არ იცის, რომ დღეს ისეთი მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩასვა ციხეში, რომელიც თავის მერობაზე უფრო წარმატებული იქნება და რომელიც პოლიტიკურ რევანშს აზრადაც არ გაივლებს."
"მე ველოდებოდი რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე მიუსჯიდნენ. მანდაც იქნება რამე მოსაჩხრეკი. ამხელა მილმა თბილისთან ჩაიარა და უგულავა სად იყო ამ დროს, ჰა?" - წერს ნათია კობერიძე სოციალურ ქსელში.