გიორგი პაპუაშვილი - ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

გიორგი პაპუაშვილი - ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხად.

მან სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა. "მინდა მცირე განმარტება გავაკეთო და მივმართო საზოგადოებას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან და ახდენენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, ასევე მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. ამიტომ მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."