ბათუმში სასტუმრო "ინტურისტმა" 70-მდე თანამშრომელი დაითხოვა. სასტუმროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სასტუმროს პერსონალის რაოდენობა მცირდება და შესაბამისად, სასტუმროს ხელმძღვანელობა დათხოვილი თანამშრომლების ნაცვლად ახლების აყვანას არ გეგმავს.
"ისინი წინასწარ არ გაგვიფრთხილებია გათავისუფლებაზე, რადგან გამოსაცდელი ვადით იყვნენ აყვანილები და ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამის შესაძლებლობას. რეორგანიზაცია ითვალისწინებს პერსონალის რაოდენობის შემცირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩანაცვლება არ მოხდება. თუ მომავალში დაგვჭირდება პერსონალის დამატება, სასტუმროს ხელმძღვანელობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - განუმარტეს "ბათუმელებს" სატელეფონო საუბარში.
წყარო: batumelebi.ge