პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში ნაპოვნ ჩვილს კანი ტალახით, ფოთლებითა და მზესუმზირის ნარჩენებით ჰქონდა დაფარული
ვარკეთილში ნაპოვნ ჩვილს კანი ტალახით, ფოთლებითა და მზესუმზირის ნარჩენებით ჰქონდა დაფარული

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვარ­კე­თილ­ში ნა­პოვნ ჩვილს კანი ტა­ლა­ხით, ფოთ­ლე­ბი­თა და მზე­სუმ­ზი­რის ნარ­ჩე­ნე­ბით სრუ­ლად ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი. [ვი­დეო:"ახალ­შო­ბი­ლის კანი და­ფა­რუ­ლი იყო ტა­ლა­ხით, მზე­სუმ­ზი­რის ნა­ჭუ­ჭე­ბით" - ვარ­კე­თილ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი იპო­ვეს]

ვარ­კე­თილ­ში ნა­პოვ­ნი ახალ­შო­ბი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო სო­ლო­მო­ნი­ამ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა 112-ში დღეს 08:23 სა­ათ­ზე შე­ვი­და. ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სი­ვის 316-ე კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბრი­გა­და 8:50 სა­ათ­ზე იყო. ახალ­შო­ბი­ლი მი­წა­ზე, შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნა­ხეს. მას კანი ტა­ლა­ხით, მი­წით, ფოთ­ლე­ბით, ბა­ლა­ხე­ბი­თა და მზე­სუმ­ზი­რის ნარ­ჩე­ნე­ბით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი.

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვილს ჭიპ­ლა­რი გა­დაგ­ლე­ჯი­ლი ჰქონ­და და და­ტო­ვე­ბუ­ლი იყო 13 სმ სიგ­რძის ჭიპ­ლა­რი, რის გა­მოც ახალ­შო­ბილს სის­ხლის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და. ჭიპ­ლარს არ ედო ტაკ­ვი. ბავ­შვი დღეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­ბა­და. ჩვი­ლი მდედ­რო­ბი­თი სქე­სის არის. ახალ­შო­ბილს კანი და ლორ­წო­ვა­ნი ლურ­ჯი ჰქონ­და, იყო გა­და­ყი­ნუ­ლი, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჰი­პორ­თე­მია, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა მხო­ლოდ 27 გრა­დუ­სი იყო, სის­ხლში კი შაქ­რის დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი იყო.

ახალ­შო­ბი­ლი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 09:30 სა­ათ­ზე შე­იყ­ვა­ნეს. მას სხე­ულ­ზე, ხერ­ხე­მალ­ზე, ყუ­რის ნი­ჟა­რებ­თან და ქვე­და კი­დუ­რებ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ნა­კაწ­რე­ბი. ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, ნა­კაწ­რე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არ არის, თუმ­ცა ის ინ­ფექ­ცი­ე­ბის საფრ­თხეს ქმნის. რაც შე­ე­ხე­ბა ამ დრო­ის­თვის ნა­პოვ­ნი გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბას, მისი ტემ­პე­რა­ტუ­რა უკვე ნორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლია, ინ­კუ­ბა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რე­აქ­ცი­ე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რია, გლუ­კო­ზის დონე სტა­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია.

ნინო სო­ლო­მო­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ახალ­შო­ბი­ლის სი­ო­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მისი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა შე­და­რე­ბით მძი­მედ რჩე­ბა და ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვარკეთილში ნაპოვნ ჩვილს კანი ტალახით, ფოთლებითა და მზესუმზირის ნარჩენებით ჰქონდა დაფარული

ვარკეთილში ნაპოვნ ჩვილს კანი ტალახით, ფოთლებითა და მზესუმზირის ნარჩენებით ჰქონდა დაფარული

ექიმის ინფორმაციით, ვარკეთილში ნაპოვნ ჩვილს კანი ტალახით, ფოთლებითა და მზესუმზირის ნარჩენებით სრულად ჰქონდა დაფარული. [ვიდეო:"ახალშობილის კანი დაფარული იყო ტალახით, მზესუმზირის ნაჭუჭებით" - ვარკეთილში მიტოვებული ჩვილი იპოვეს]

ვარკეთილში ნაპოვნი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იაშვილის საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელმა ნინო სოლომონიამ. როგორც მან აღნიშნა, შეტყობინება 112-ში დღეს 08:23 საათზე შევიდა. ვარკეთილის მე-3 მასივის 316-ე კორპუსის ტერიტორიაზე ბრიგადა 8:50 საათზე იყო. ახალშობილი მიწაზე, შიშველ მდგომარეობაში ნახეს. მას კანი ტალახით, მიწით, ფოთლებით, ბალახებითა და მზესუმზირის ნარჩენებით ჰქონდა დაფარული.

ექიმის ინფორმაციით, ჩვილს ჭიპლარი გადაგლეჯილი ჰქონდა და დატოვებული იყო 13 სმ სიგრძის ჭიპლარი, რის გამოც ახალშობილს სისხლის გარკვეული რაოდენობა დაკარგული ჰქონდა. ჭიპლარს არ ედო ტაკვი. ბავშვი დღეს, სავარაუდოდ, გამთენიისას დაიბადა. ჩვილი მდედრობითი სქესის არის. ახალშობილს კანი და ლორწოვანი ლურჯი ჰქონდა, იყო გადაყინული, აღენიშნებოდა ჰიპორთემია, სხეულის ტემპერატურა მხოლოდ 27 გრადუსი იყო, სისხლში კი შაქრის დონის მაჩვენებელი პათოლოგიური იყო.

ახალშობილი იაშვილის კლინიკაში 09:30 საათზე შეიყვანეს. მას სხეულზე, ხერხემალზე, ყურის ნიჟარებთან და ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა ნაკაწრები. ექიმის განმარტებით, ნაკაწრები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის, თუმცა ის ინფექციების საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება ამ დროისთვის ნაპოვნი გოგონას მდგომარეობას, მისი ტემპერატურა უკვე ნორმალიზებულია, ინკუბატორში იმყოფება, რეაქციები ადეკვატურია, გლუკოზის დონე სტაბილიზებულია.

ნინო სოლომონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალშობილის სიოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი ზოგადი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა შედარებით მძიმედ რჩება და ყურადღებას საჭიროებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია