მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებენ გიგი უგულავას ცნობილი მხარდამჭერები ყოფილი მერის გათავისუფლების შემდეგ
რას აცხადებენ გიგი უგულავას ცნობილი მხარდამჭერები ყოფილი მერის გათავისუფლების შემდეგ

გიგი უგუ­ლა­ვა სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ მერს სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში მხარ­დამ­ჭე­რე­ბის არ­მია დახ­ვდა, მათ შო­რის იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მათ­განს ესა­უბ­რა.

გიგა ნა­სა­რი­ძე:

- ძა­ლი­ან კარ­გი რამ მოხ­და. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბის შე­დე­გად პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა გიგი უგუ­ლა­ვა. ეს აქამ­დეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩემი აზ­რით, ის სა­ერ­თოდ არ უნდა და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, რად­გან არც მი­მალ­ვას აპი­რებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, დე­მოკ­რა­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა რე­ჟიმ­ზე, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კონ­სტი­ტუ­ცი­ას გა­უფრ­თხილ­დე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცია იქ­ნე­ბა ის წმინ­და დო­კუ­მენ­ტი, რა­საც და­ეყ­რდნო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

- არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი შე­საძ­ლოა, დღეს ისევ და­ა­კა­ვონ, გა­მო­რი­ცხავთ ამას?

- არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ ამ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში. ესე­ნი შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვე­ბენ. შე­საძ­ლოა, კვლავ და­ი­ჭი­რონ გიგი უგუ­ლა­ვა. რა­ტომ იცის თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ, ეს ცალ­კე სა­კი­თხია, ისე­ვე რო­გორც გია ვოლ­სკიმ იცო­და წი­ნას­წარ სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა. რა­ტომ იცი­ან ეს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა, სა­ინ­ტე­რე­სოა. თუ მო­ით­მე­ნენ და ჩათ­ვლი­ან, რომ სა­ჭი­რო აღარ არის ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი 2016 წელს არ­ჩევ­ნე­ბის გზით დას­რულ­დე­ბა.

დუტა სხირტლა­ძე:

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო გიგი უგუ­ლა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. და­ჭე­რი­ლი იყო კაცი და უც­ბად გა­მო­უშ­ვეს. ყვე­ლას გა­მოშ­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლია. ვუ­ლო­ცავ გიგი უგუ­ლა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მარ­ტო გი­გის კი არა, ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს ვუ­ლო­ცავ და ვუ­სურ­ვებ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მგო­ნი სწო­რად მო­იქ­ცნენ, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რად ჩა­ით­ვლე­ბო­და.

გია ჭან­ტუ­რია:

- მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ არა­ფე­რი უნდა დად­გო­მო­და, მაგ­რამ რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­იქ­მნა. მისი და­კა­ვე­ბა იყო არას­წო­რი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლიც კი არის მისი ამ­დე­ნი ხნით და­კა­ვე­ბა და ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ბევ­რს ალ­ბათ ეწყი­ნა კი­დეც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა, რომ კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მოვ­რი­ცხავ, ისევ და­ა­კა­ვონ. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­უძ­ლე­ბენ მო­სა­მარ­თლე და პრო­კუ­რო­რე­ბი ზე­წო­ლას. იმე­დი მაქვს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბას გა­მო­ი­ჩე­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რას აცხადებენ გიგი უგულავას ცნობილი მხარდამჭერები ყოფილი მერის გათავისუფლების შემდეგ

რას აცხადებენ გიგი უგულავას ცნობილი მხარდამჭერები ყოფილი მერის გათავისუფლების შემდეგ

გიგი უგულავა სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. დედაქალაქის ყოფილ მერს სასამართლოს ეზოში მხარდამჭერების არმია დახვდა, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

გიგა ნასარიძე:

- ძალიან კარგი რამ მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა გიგი უგულავა. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, ის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ჩემი აზრით, ის საერთოდ არ უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან არც მიმალვას აპირებდა. საბოლოოდ, დემოკრატიამ გაიმარჯვა რეჟიმზე, ქართველი ხალხი კონსტიტუციას გაუფრთხილდება და კონსტიტუცია იქნება ის წმინდა დოკუმენტი, რასაც დაეყრდნობა ქართული სახელმწიფო.

- არსებობს ვარაუდი, რომ ქალაქის ყოფილი მერი შესაძლოა, დღეს ისევ დააკავონ, გამორიცხავთ ამას?

- არაფერს გამოვრიცხავ ამ რეჟიმის პირობებში. ესენი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. შესაძლოა, კვლავ დაიჭირონ გიგი უგულავა. რატომ იცის თამაზ მეჭიაურმა ამის შესახებ წინასწარ, ეს ცალკე საკითხია, ისევე როგორც გია ვოლსკიმ იცოდა წინასწარ სასამართლოს დადგენილება. რატომ იციან ეს უმრავლესობის დეპუტატებმა, საინტერესოა. თუ მოითმენენ და ჩათვლიან, რომ საჭირო აღარ არის ოპონენტების დევნა, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ივანიშვილის რეჟიმი 2016 წელს არჩევნების გზით დასრულდება.

დუტა სხირტლაძე:

- მოულოდნელი იყო გიგი უგულავას გათავისუფლება. დაჭერილი იყო კაცი და უცბად გამოუშვეს. ყველას გამოშვება მოულოდნელია. ვულოცავ გიგი უგულავას გათავისუფლებას, მარტო გიგის კი არა, ნებისმიერ პატიმარს ვულოცავ და ვუსურვებ თავისუფლებას. მგონი სწორად მოიქცნენ, რომ გაათავისუფლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანონო პატიმრად ჩაითვლებოდა.

გია ჭანტურია:

- მისი გათავისუფლება გარკვეულწილად, მოულოდნელი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ არაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ რაღაც სირთულეები შეიქმნა. მისი დაკავება იყო არასწორი. ჩვეულებრივი დანაშაულიც კი არის მისი ამდენი ხნით დაკავება და ალბათ, მომავალში იქნება ამაზე სერიოზული საუბარი. ძალიან გამეხარდა მისი გათავისუფლება, ბევრს ალბათ ეწყინა კიდეც. ხელისუფლების ამოცანაა, რომ კონკურენტი არ ჰყავდეს, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ისევ დააკავონ. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ მოსამართლე და პროკურორები ზეწოლას. იმედი მაქვს, პრინციპულობას გამოიჩენენ ეს ადამიანები.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ

"შეიძლება, არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება" - ამირან გამყრელიძე

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება