სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ამჯერად ორ ცნობილ დედას - სოფო გელოვანსა და ქეთა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ. სოფომ წელს შეიყვანა ბავშვი სკოლაში, ქეთას კი ამ მხირვ უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
- სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ბავშვისთვის და ბუნებრივია, მისი შერჩევაც რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. მე არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვმა მაინცდამაინც კერძო სკოლაში უნდა ისწავლოს. შეიძლება, საჯარო სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობდეს ბავშვი და პირიქით, კერძოში უფრო ცუდად, ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვზე ბევრია დამოკიდებული. ჯერჯერობით, არჩევანი კერძო სკოლის სასარგებლოდ გავაკეთე და დათა გერმანულ სკოლა "ანი-ზეტში" შემყავს, მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
- სწავლის დაწყებამდე თუ გყავდა ბავშვი სკოლაში მიყვანილი, როგორი რეაქცია და როგორი მოლიდინი ჰქონდა?
- კი, მყავდა წაყვანილი, კლასელებიც ნახა, გაიცნო. რადგან სკოლაში შევიდა, ჰგონია, რომ ძალიან დიდი და დამოუკიდებელია, სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კარგად უნდა ისწავლოს და ა.შ.
- თქვენი კერძო სკოლა თუ მოიცავს რაიმე წრეებს?
- კი, როგორც ვიცი, სიმღერა, ცეკვა, ჭადრაკი, სპორტი შედის საერთო ფასში, რაც მთავარია, ყველაფერი ერთადაა, ერთ სივრცეში და ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ, მაწყობს, რადგან აღარ მომიწევს ბავშვის აქეთ-იქეთ ტარება. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ასევე არის ცალკე, ფასიანი წრეები, მაგრამ ზემოთ რაც ჩამოგითვალე, ისინი შედის ერთიან ღირებულებაში.
- ხშირად აინტერესებთ ხოლმე ფასები... იქნებ გვითხრა, თქვენ რამდენის გადახდა გიწევთ?
- არ ვიცი, ღირს თუ არა ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ როდესაც ვარჩევდი, ვნახე კატასტროფული ღირებულების სკოლები, ასეთი განსაკუთრებული რა უნდა იყოს იმ სკოლაში, ვერ ვხვდები. ამის ფონზე ჩვენი სკოლის ღირებულება არც ისე დიდია, 3500 ლარი წელიწადში დამერწმუნეთ, სხვა სკოლებთან შეადრებით ნორმალური ფასია. თან ვიცი, რომ ამ სკოლაში დისციპლინას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ბევრი კარგი მსმენია მათზე, დირექტორი ჩემი მასწავლებელი გახლდათ და ვიცი, რა გზით მიდის ეს ადამიანი და რა მიდგომა აქვს ბავშვებისა და საქმის მიმართ, ამ ყველაფერის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ იქ მიმეყავანა ჩემი შვილი.
- როგორც ვიცი, კერძო სკოლის მოსწავლეებს თავად უწევთ სასკოლო წიგნებით უზრუნველყოფა?
- კი, ჩვენ თვითონ ვიყიდეთ ყველა საჭირო ნივთი. ამასთან, ჩვენს სკოლაში ბავშვებს ფორმები აცვიათ და ამის შეკვეთაც წინასწარ მივეცით.
გაგრძელება