სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია საქართველოში
10 ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 2015 წლის II კვარ­ტალ­ში 355 მლნ. აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 81 პრო­ცენ­ტით აღე­მა­ტე­ბა 2014 წლის II კვარ­ტა­ლის და­ზუს­ტე­ბულ მო­ნა­ცე­მებს.

ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე მო­დის. გთა­ვა­ზობთ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ათე­ულს:

1. სა­ვაჭ­რო კომ­პლექ­სი "ისთ ფო­ინ­თი" - თბი­ლის­ში კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო კომ­პლექ­სი გა­სულ კვი­რას გა­იხ­სნა. კომ­პლექ­სი 85 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თობ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. "ისთ ფო­ინ­თის" სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 90 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

2. თბი­ლი­სის ზღვის ახა­ლი უბა­ნი - ეს არის "ჰუ­ა­ლინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის" პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რედ 420 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე. გეგ­მის მი­ხედ­ვით, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ფარ­თის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი სამი წლის მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო თან­ხა გან­სა­ზღვრუ­ლია არა­ნაკ­ლებ 150 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს მრა­ვალ­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს, სა­ა­გა­რა­კო სახ­ლებს, ტუ­რის­ტულ-და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნას, 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო და ლო­ჯის­ტი­კურ ცენ­ტრს, სა­ბა­ჟო სა­წყობს და ოლიმ­პი­ურ სო­ფელს. თბი­ლი­სის ზღვის ახა­ლი უბა­ნი "ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის" ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

3. სას­ტუმ­რო "მერ­კუ­რი" თბი­ლის­ში - ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "მერ­კუ­რი" ორ­თა­ჭა­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოლ­დინ­გის - "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის" ინ­ვეს­ტი­რე­ბით აშენ­და. პრო­ექ­ტში 16 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­ი­დო. სას­ტუმ­რო "მერ­კუ­რი" მსოფ­ლი­ოს 51 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თბი­ლის­ში 2015 წლის ზა­ფხულ­ში გა­იხ­სნა.

4. "ჯინო ფე­რე­და­ი­სი" - გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი და გრან­დი­ო­ზუ­ლი აკ­ვა­პარ­კი თბი­ლის­ში. პრო­ექ­ტში 28 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ინ­ვეს­ტო­რია ნო­დარ გი­ორ­გა­ძე, რო­მელ­საც სლო­ვა­კეთ­ში აქვს ბიზ­ნე­სი.

5. "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა" - ცენ­ტრი გან­თავ­სე­ბუ­ლია 10 000 კვ.მ ფარ­თის მი­წის ნაკ­ვეთ­ზე და მო­ი­ცავს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ოფისს, შო­უ­რუმ­სა და სერ­ვის­ცენ­ტრს. ცენ­ტრი დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 250 ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. ცენ­ტრში ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლია 15 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი, და­საქ­მე­ბუ­ლია 120 ადა­მი­ა­ნი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

10 ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია საქართველოში

10 ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 პროცენტით აღემატება 2014 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს.

ინვესტიციების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. გთავაზობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების ათეულს:

1. სავაჭრო კომპლექსი „ისთ ფოინთი“ - თბილისში კახეთის გზატკეცილზე საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი გასულ კვირას გაიხსნა. კომპლექსი 85 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული. „ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

2. თბილისის ზღვის ახალი უბანი - ეს არის „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის მშენებლობის დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში, პირველი სამი წლის მინიმალური საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ დოლარის. პროექტი მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს, სააგარაკო სახლებს, ტურისტულ-დასასვენებელ ზონას, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრს, საბაჟო საწყობს და ოლიმპიურ სოფელს. თბილისის ზღვის ახალი უბანი „ჰუალინგ ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში.

3. სასტუმრო “მერკური” თბილისში - ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური“ ორთაჭალაში საერთაშორისო ჰოლდინგის - „მაქრო ქონსთრაქშენის“ ინვესტირებით აშენდა. პროექტში 16 მილიონი დოლარი ჩაიდო. სასტუმრო „მერკური“ მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. თბილისში 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.

4. „ჯინო ფერედაისი“ - გასართობი ცენტრი და გრანდიოზული აკვაპარკი თბილისში. პროექტში 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტორია ნოდარ გიორგაძე, რომელსაც სლოვაკეთში აქვს ბიზნესი.

5. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” - ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. ცენტრი დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელდა. ცენტრში ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია