მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Top 8 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის - რას მოაქვს მილიარდები
Top 8 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის - რას მოაქვს მილიარდები

რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი გა­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ხში­რად ექ­სპორტზე და რაზე გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი ექ­სპორ­ტის მხრივ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორტზე ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­აქვს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ფე­რო­შე­ნად­ნო­ბე­ბი, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, თხი­ლი და სხვა კა­კა­ლი, ღვი­ნო, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნებს, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლე­სი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, თურ­ქე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ა.შ.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წელს ექ­სპორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2,186 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, 2012 წელს – 2,376 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, 2013 წელს – 2,909 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, 2014 წელს – 2,860 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, ხოლო 2015 წლის იან­ვარ-ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით ექ­სპორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 1,268 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად 2015 წელს, მიმ­დი­ნა­რე წელს, უმ­სხვი­ლე­სი სა­სა­ქონ­ლო ჯგუ­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორ­ტში (იან­ვარ-ივ­ლი­სის) ასე­თია:

  • 148,838.8 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მად­ნე­ბი და სპი­ლენ­ძის კონ­ცენ­ტრა­ტე­ბი. ექ­სპორ­ტის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი - 11.7 პრო­ცენ­ტი.
  • 129,529.9 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფე­რო­შე­ნად­ნო­ბე­ბი. ექ­სპორ­ტის წილი - 10.2 პრო­ცენ­ტი.
  • 110,800.0 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ექ­სპორ­ტის წილი - 8,7 პრო­ცენ­ტი.
  • 76,051.3 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ექ­სპორ­ტის წილი - 6.0 პრო­ცენ­ტი.
  • 75,358.3 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თხი­ლი და სხვა კა­კა­ლი. ექ­სპორ­ტის წილი 5,9 პრო­ცენ­ტი.
  • 62,521.8 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ნე­რა­ლუ­რი, ქი­მი­უ­რი ან აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქი. ექ­სპორ­ტის წილი 4,9
  • 54,056.0 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ნე­რა­ლუ­რი და მტკნა­რი წყლე­ბი. ექ­სპორ­ტის წილი 4.3 პრო­ცენ­ტი.
  • 47, 957.2 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ყუ­რძნის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი. ექ­სპორ­ტის წილი 3,8 პრო­ცენ­ტი.
  • 46,811.8 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნავ­თო­ბი ნედ­ლი და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ნედ­ლი, მი­ღე­ბუ­ლი ბი­ტუ­მო­ვა­ნი მი­ნე­რა­ლე­ბი­სა­გან. ექ­სპორ­ტის წილი 3,7 პრო­ცენ­ტი.
  • 34,458.3 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქრო და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი, ნა­ხევ­რად­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ან ფხვნი­ლის სა­ხით. ექ­სპორ­ტის წილი 2.7 პრო­ცენ­ტი.
  • 482,143.1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი სა­ქო­ნე­ლი. ექ­სპორ­ტის წილი 38.0 პრო­ცენ­ტი.

ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, სოსო არჩვა­ძის თქმით, ექ­სპორ­ტის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი აქვს ფე­რო­შე­ნად­ნო­ბებს, რო­მელ­შიც ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხნი­სა და რუს­თა­ვის ქი­მი­უ­რი ქარ­ხნის პრო­დუქ­ცია იგუ­ლის­ხმე­ბა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის, ისე მრეწ­ვე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გებ­ში, მათ შო­რის მე­ტა­ლურ­გი­ა­ში. მას­ზე მო­თხოვ­ნაა არა მარ­ტო ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ სხვა­გა­ნაც, მა­გა­ლი­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

ღვი­ნო, თხი­ლი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი - ეს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის წილი სხვა ქვეყ­ნებ­ში მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, მათ­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია, ჩვენ კი მისი წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს.

"მა­გა­ლი­თად, ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხა­ნა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ცი­ის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მან­გა­ნუ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე იმი­ტომ არის ასე­თი მო­თხოვ­ნა, რომ ჩვენს მე­ზობ­ლებს და სხვა ბევრ ქვე­ყა­ნას მისი წარ­მო­ე­ბის და ექ­სპორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. ამ პრო­დუქ­ტე­ბის წილი მსოფ­ლიო ქვეყ­ნებ­ში შე­ზღუ­დუ­ლია", - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

რო­გორც ეკო­ნო­მის­ტი ამ­ბობს, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში არის იმ პრო­დუქ­ტის დე­ფი­ცი­ტი, რისი წარ­მო­ე­ბაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ამი­ტომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ამა თუ იმ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა.

"ერთ-ერ­თია მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა ისე­თი დიდი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 450 მი­ლი­ო­ნი ცალი ნა­ხე­ვარ ლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლი გა­დი­ო­და, ამი­ტომ მისი წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს გა­მო­ი­ყე­ნებ.

"წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა შე­იძ­ლე­ბა თხილ­ზე, მი­ნე­რა­ლურ წყალ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ მტკნარ წყალ­ზე, ღვი­ნო­ზე და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ ქარ­თულ­მა ხილ­მა და ციტ­რუ­სებ­მა ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში ბა­ზარ­ზე გას­ვლა ისევ და­ი­წყოს", - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი შემ­ცირ­და. "ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო ას­რუ­ლებ­და შუ­ა­მავ­ლის როლს, აქ შე­მო­დი­ოდ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და მერე აქე­დან გა­დი­ო­და სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში".

მას შემ­დეგ, რაც აზერ­ბა­ი­ჯან­მა მო­თხოვ­ნე­ბი გა­ზარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის ხა­რის­ხი­სა და წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ, ხოლო სომ­ხე­თი და ყა­ზა­ხე­თი ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ში გა­წევ­რი­ან­და, ამ ქვეყ­ნებ­ში მკვეთ­რად შე­ი­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შემ­დგო­მი ექ­სპორ­ტი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მი­ნი­მუ­მის დო­ნე­ზე და­ვარ­და და მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი შიდა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

Top 8 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის - რას მოაქვს მილიარდები

Top 8 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის - რას მოაქვს მილიარდები

რომელი პროდუქტი გააქვს საქართველოს ყველაზე ხშირად ექსპორტზე და რაზე გვაქვს პოტენციალი ექსპორტის მხრივ.

როგორც აღმოჩნდა, ბოლო წლებში საქართველოს ექსპორტზე ყველაზე ხშირად გააქვს სამკურნალო საშუალებები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, თხილი და სხვა კაკალი, ღვინო, მინერალური წყლები და ა.შ.

რაც შეეხება ქვეყნებს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და ა.შ.

საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 2,186 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2012 წელს – 2,376 მილიარდი დოლარი, 2013 წელს – 2,909 მილიარდი დოლარი, 2014 წელს – 2,860 მილიარდი დოლარი, ხოლო 2015 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით ექსპორტის მაჩვენებელმა 1,268 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულად 2015 წელს, მიმდინარე წელს, უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (იანვარ-ივლისის) ასეთია:

  • 148,838.8 დოლარის ღირებულების მადნები და სპილენძის კონცენტრატები. ექსპორტის პროცენტული წილი - 11.7 პროცენტი.
  • 129,529.9 დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები. ექსპორტის წილი - 10.2 პროცენტი.
  • 110,800.0 დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები. ექსპორტის წილი - 8,7 პროცენტი.
  • 76,051.3 დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები. ექსპორტის წილი - 6.0 პროცენტი.
  • 75,358.3 დოლარის ღირებულების თხილი და სხვა კაკალი. ექსპორტის წილი 5,9 პროცენტი.
  • 62,521.8 დოლარის ღირებულების მინერალური, ქიმიური ან აზოტოვანი სასუქი.  ექსპორტის წილი 4,9
  • 54,056.0 დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები. ექსპორტის წილი 4.3 პროცენტი.
  • 47, 957.2 დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინოები. ექსპორტის წილი 3,8 პროცენტი.
  • 46,811.8 დოლარის ღირებულების ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან. ექსპორტის წილი 3,7 პროცენტი.
  • 34,458.3 დოლარის ღირებულების ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით. ექსპორტის წილი 2.7 პროცენტი.
  • 482,143.1 დოლარის ღირებულების დანარჩენი საქონელი. ექსპორტის წილი 38.0 პროცენტი.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის თქმით, ექსპორტის მხრივ მნიშვნელოვანი წილი აქვს ფეროშენადნობებს, რომელშიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და რუსთავის ქიმიური ქარხნის პროდუქცია იგულისხმება.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქცია გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ისე მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, მათ შორის მეტალურგიაში. მასზე მოთხოვნაა არა მარტო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, არამედ სხვაგანაც, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ღვინო, თხილი, მინერალური წყალი - ეს ჩვენი პროდუქციის ჩამონათვალია, რომლის წილი სხვა ქვეყნებში მინიმუმამდეა დაყვანილი, მათზე მოთხოვნა დიდია, ჩვენ კი მისი წარმოების საშუალება გვაქვს.

"მაგალითად, ფეროშენადნობთა ქარხანა საბოლოო პროდუქციის მისაღებად აუცილებლად საჭიროებს მანგანუმის გამოყენებას, რომელიც ყველა ქვეყანაში არ მოიპოვება, ამიტომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იმიტომ არის ასეთი მოთხოვნა, რომ ჩვენს მეზობლებს და სხვა ბევრ ქვეყანას მისი წარმოების და ექსპორტის საშუალება არ გააჩნია. ამ პროდუქტების წილი მსოფლიო ქვეყნებში შეზღუდულია", - ამბობს სოსო არჩვაძე.

როგორც ეკონომისტი ამბობს, სხვადასხვა ქვეყანაში არის იმ პროდუქტის დეფიციტი, რისი წარმოებაც ჩვენ შეგვიძლია, ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ამა თუ იმ პროდუქციის წარმოების გაზრდა.

"ერთ-ერთია მინერალური წყალი. საბჭოთა პერიოდში მასზე მოთხოვნა ისეთი დიდი იყო, რომ საქართველოდან დაახლოებით 450 მილიონი ცალი ნახევარ ლიტრიანი ბოთლი გადიოდა, ამიტომ მისი წარმოების გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებ.

"წარმოების გაზრდა შეიძლება თხილზე, მინერალურ წყალზე, ჩვეულებრივ მტკნარ წყალზე, ღვინოზე და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უფრო მეტი მუშაობა იმაზე, რომ ქართულმა ხილმა და ციტრუსებმა ჩვენს სამეზობლოში ბაზარზე გასვლა ისევ დაიწყოს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში შემოტანილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა. "ფაქტობრივად, საქართველო ასრულებდა შუამავლის როლს, აქ შემოდიოდნენ ავტომობილები და მერე აქედან გადიოდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ჩრდილო კავკასიაში".

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მოთხოვნები გაზარდა ავტომობილის ხარისხისა და წლოვანების მიმართ, ხოლო სომხეთი და ყაზახეთი ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოში გაწევრიანდა, ამ ქვეყნებში მკვეთრად შეიზღუდა საქართველოში შემოტანილი ავტომობილების შემდგომი ექსპორტი. დროთა განმავლობაში ეს მინიმუმის დონეზე დავარდა და მხოლოდ ადგილობრივი შიდა მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია