კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?!
ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?!

"მე სხვა გზა არ მქონ­და, მათ ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნა მო­ი­ტა­ცეს და მისი მოკ­ვლით და­მე­მუქრნენ. მოს­კო­ვის ავ­ტო­ბუს­ში ჩამ­სვეს და მი­თხრეს, რომ თავი უნდა ამე­ფეთ­ქე­ბი­ნა"

ქა­ლე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, მათ არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ კა­ცის თა­ნას­წორ არ­სე­ბად, რაც ხში­რად ქა­ლის ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს და ისი­ნი მხო­ლოდ ღმერ­თის სა­ხე­ლით სიკ­ვდილ­ში ხე­და­ვენ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის აზრს.

ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი ქა­ლე­ბის რი­ცხვი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და ტე­რო­რის­ტი ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, 21-ე სა­კუ­ნე­ში ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­შიც მოხ­და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. ქა­ლის, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რის, შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. აქამ­დე ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ტე­რო­რიზ­მში მი­ნი­მუ­მამ­დე იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი და მათ მო­ვა­ლე­ო­ბად მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის გაზ­რდა და ქმრის მორ­ჩი­ლე­ბა ით­ვლე­ბო­და, ახლა კი ეს ტენ­დენ­ცია აღარ არ­სე­ბობს. ამ­ჟა­მად ისე­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ალ-ქა­ი­და, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, ჰა­მა­სი, ასე­ვე აფ­რი­კუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ქა­ლებს თა­ვის ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სანა მე­ჰა­იდ­ლი

1985 წელს, სანა მე­ჰა­იდ­ლი, 16 წლის ლი­ბა­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სი­რი­ის სო­ცი­ალ-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტი იყო, ასა­ფეთ­ქებ­ლით სავ­სე ავ­ტო­მო­ბი­ლით ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო რაზმს შე­ე­ჯა­ხა ლი­ბან­ში და ორი სამ­ხედ­რო იმ­სხვერ­პლა. ის ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩა, რო­გორც პირ­ვე­ლი თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი ქალი.

მარ­თა­ლია, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ქა­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა ის მი­ზე­ზე­ბიც, რო­მელ­თა გა­მოც ქა­ლე­ბი მზად არი­ან სი­ცო­ცხლე გა­წი­რონ და "მა­მა­კა­ცუ­რი საქ­მით" და­კავ­დნენ. ქა­ლე­ბის ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ახა­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი, რაც ქა­ლებს მსგავ­სი ქცე­ვის­კენ უბიძ­გებს.

ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცე­ბის მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რის გა­მოც მა­მა­კა­ცე­ბი თან­ხმდე­ბი­ან ტე­რო­რიზ­მში ქა­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ღუ­პუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ქვრი­ვე­ბი მათი მე­უღ­ლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. "შავი ქვრი­ვი" - ხში­რად ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ თვით­მკვლელ ტე­რო­რისტ ქა­ლებს რუ­სეთ­ში. ტერ­მი­ნი იმ ფაქ­ტი­დან მო­დის, რომ მებ­რძო­ლი ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩე­ჩე­ნი მე­ობ­რძო­ლე­ბის ქვრი­ვე­ბი არი­ან.

2002 წლის 23-26 ოქ­ტომ­ბერს ჩე­ჩენ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს თე­ატრ "Норд-Ост" - ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, ტე­რო­რის­ტთა შო­რის ჩე­ჩენ მებ­რძოლ­თა ქვრი­ვე­ბიც იყ­ვნენ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ტე­რო­რი­ტებ­თან ერ­თად, 300 მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა.

2010 წელს მოს­კო­ვის ორ მეტ­რო­სად­გურ­ზე ორმა ქალ­მა აი­ფეთ­ქა თავი, რა­საც 40-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, 17 წლის გო­გო­ნა, რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რის მე­უღ­ლე იყო.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ქა­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლია. ქალი მიჩ­ვე­უ­ლია და­ბა­დე­ბი­დან მორ­ჩი­ლე­ბას ქმრის, ოჯა­ხის, და ზო­გა­დად მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ. ისი­ნი ბევ­რად უკეთ ას­რუ­ლე­ბენ ბრძა­ნე­ბებს ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი, ამი­ტომ მათ­ზე მო­თხოვ­ნაც მე­ტია. გარ­და ამი­სა, ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში ქა­ლე­ბი გრძელ და და­ფა­რულ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ, მათ შე­უძ­ლი­ათ თავი ორ­სუ­ლად მო­აჩ­ვე­ნონ. ზო­გა­დად, ქა­ლებს უკე­თე­სად შე­უძ­ლი­ათ და­მა­ლონ ბომ­ბე­ბი ტა­ნი­სა­მოს­ში და შე­აღ­წი­ონ ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მა­მა­კა­ცებს გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. მა­გა­ლი­თად, რა­ჯივ გან­დი, ინ­დო­ე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ასე­ვე თვით­მკვლელ ტე­რო­რის­ტმა ქალ­მა იმ­სხვერ­პლა, რო­მელ­საც კა­ბის ქვეშ ჰქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ქა­მა­რი. 1991 წელს "თა­მი­ლის ვე­ფხვე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად რა­ჯივ გან­დსა და მის მკვლელ­თან ერ­თად 14 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

"მე სხვა გზა არ მქონ­და, მათ ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნა მო­ი­ტა­ცეს და მისი მოკ­ვლით და­მე­მუქრნენ. მოს­კო­ვის ავ­ტო­ბუს­ში ჩამ­სვეს და მი­თხრეს, რომ თავი უნდა ამე­ფეთ­ქე­ბი­ნა", - მოყ­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან 2011 წელს მოს­კო­ვის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი შა­ჰი­დი ქალი, 24 წლის ზე­ი­ნაბ სუ­ი­უ­ნო­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეც ჩანს, რომ შე­სა­ძა­ლოა ქალი ძა­ლა­დო­ბი­სა და შან­ტა­ჟით იქ­ცეს ტე­რო­რის­ტად.

ქა­ლე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, მათ არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ კა­ცის თა­ნას­წორ არ­სე­ბად, რაც ხში­რად ქა­ლის ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს და ისი­ნი მხო­ლოდ ღმერ­თის სა­ხე­ლით სიკ­ვდილ­ში ხე­და­ვენ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის აზრს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?!

ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?!

"მე სხვა გზა არ მქონდა, მათ ჩემი პატარა გოგონა მოიტაცეს და მისი მოკვლით დამემუქრნენ. მოსკოვის ავტობუსში ჩამსვეს და მითხრეს, რომ თავი უნდა ამეფეთქებინა"

ქალების დისკრიმინაცია ისლამურ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ არ განიხილავენ კაცის თანასწორ არსებად, რაც ხშირად ქალის ფსიქიკაზე მოქმედებს და ისინი მხოლოდ ღმერთის სახელით სიკვდილში ხედავენ საკუთარი ცხოვრების აზრს.

ისლამურ სამყაროში თვითმკვლელი ტერორისტი ქალების რიცხვი დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით გაიზარდა ტერორისტი ქალების რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, 21-ე საკუნეში ისლამურ ქვეყნებშიც მოხდა ღირებულებების გადაფასება. ქალის, როგორც სოციალური ჯგუფის წევრის, შესახებ შეხედულება შეიცვალა. აქამდე ქალების რაოდენობა ტერორიზმში მინიმუმამდე იყო შემცირებული და მათ მოვალეობად მხოლოდ ბავშვების გაზრდა და ქმრის მორჩილება ითვლებოდა, ახლა კი ეს ტენდენცია აღარ არსებობს. ამჟამად ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო, ჰამასი, ასევე აფრიკული ტერორისტული ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ ქალებს თავის ტერორისტულ საქმიანობაში.

სანა მეჰაიდლი

1985 წელს, სანა მეჰაიდლი, 16 წლის ლიბანელი გოგონა, რომელიც სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის აქტივისტი იყო, ასაფეთქებლით სავსე ავტომობილით ისრაელის სამხედრო რაზმს შეეჯახა ლიბანში და ორი სამხედრო იმსხვერპლა. ის ისტორიაში დარჩა, როგორც პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი.

მართალია, ტერორისტულ ორგანიზაციებში ქალებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ საინტერესოა ის მიზეზებიც, რომელთა გამოც ქალები მზად არიან სიცოცხლე გაწირონ და "მამაკაცური საქმით" დაკავდნენ. ქალების ამგვარი საქმიანობა ახალია და, შესაბამისად, ნაკლებად შესწავლილი, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორი, რაც ქალებს მსგავსი ქცევისკენ უბიძგებს.

ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად მამაკაცების მაღალი სიკვდილიანობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მამაკაცები თანხმდებიან ტერორიზმში ქალების აქტიურობას. არის შემთხვევები, როდესაც დაღუპული ტერორისტების ქვრივები მათი მეუღლეების საქმიანობას აგრძელებენ. "შავი ქვრივი" - ხშირად ასე მოიხსენიებენ თვითმკვლელ ტერორისტ ქალებს რუსეთში. ტერმინი იმ ფაქტიდან მოდის, რომ მებრძოლი ქალების უმრავლესობა ჩეჩენი მეობრძოლების ქვრივები არიან.

2002 წლის 23-26 ოქტომბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს თეატრ ''Норд-Ост'' - ში მყოფი ადამიანები, ტერორისტთა შორის ჩეჩენ მებრძოლთა ქვრივებიც იყვნენ. სპეცოპერაციის დროს ტერორიტებთან ერთად, 300 მოქალაქე დაიღუპა.

2010 წელს მოსკოვის ორ მეტროსადგურზე ორმა ქალმა აიფეთქა თავი, რასაც 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის გოგონა, რუსულ სპეცსამსახურებთან ბრძოლაში დაღუპული მეომრის მეუღლე იყო.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალების განსაკუთრებული სოციალური როლია. ქალი მიჩვეულია დაბადებიდან მორჩილებას ქმრის, ოჯახის, და ზოგადად მამაკაცების მიმართ. ისინი ბევრად უკეთ ასრულებენ ბრძანებებს ვიდრე მამაკაცები, ამიტომ მათზე მოთხოვნაც მეტია. გარდა ამისა, ისლამურ ქვეყნებში ქალები გრძელ და დაფარულ ტანსაცმელს ატარებენ, მათ შეუძლიათ თავი ორსულად მოაჩვენონ. ზოგადად, ქალებს უკეთესად შეუძლიათ დამალონ ბომბები ტანისამოსში და შეაღწიონ ისეთ ადგილებში, სადაც მამაკაცებს გაუჭირდებოდათ. მაგალითად, რაჯივ განდი, ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე თვითმკვლელ ტერორისტმა ქალმა იმსხვერპლა, რომელსაც კაბის ქვეშ ჰქონდა დამაგრებული ასაფეთქებელი ქამარი. 1991 წელს "თამილის ვეფხვების" მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად რაჯივ განდსა და მის მკვლელთან ერთად 14 ადამიანი დაიღუპა.

"მე სხვა გზა არ მქონდა, მათ ჩემი პატარა გოგონა მოიტაცეს და მისი მოკვლით დამემუქრნენ. მოსკოვის ავტობუსში ჩამსვეს და მითხრეს, რომ თავი უნდა ამეფეთქებინა", - მოყვა სამართალდამცავებთან 2011 წელს მოსკოვის სამხრეთით მდებარე სასტუმროში მომხდარ აფეთქების ბრალდებით დაკავებული შაჰიდი ქალი, 24 წლის ზეინაბ სუიუნოვა. აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ შესაძალოა ქალი ძალადობისა და შანტაჟით იქცეს ტერორისტად.

ქალების დისკრიმინაცია ისლამურ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ არ განიხილავენ კაცის თანასწორ არსებად, რაც ხშირად ქალის ფსიქიკაზე მოქმედებს და ისინი მხოლოდ ღმერთის სახელით სიკვდილში ხედავენ საკუთარი ცხოვრების აზრს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია