პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა"
"რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა"

ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ბალ­ში ას­ლა­ნო­ვე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჭურ­ვი და­ე­ცა. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა კომ­პა­ნია "დელ­ტამ" სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ოჯახ­ში არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა, და­ზი­ან­და სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი და კე­დე­ლი. ჭურ­ვის და­ცე­მის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თიც და­ა­ზი­ა­ნა.

"სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტა სა­ძი­ნე­ბელ­ში, ბავ­შვის სა­წოლს და­ე­ცა, თუმ­ცა ბავ­შვი იმ დროს სა­წოლ­ში არ იწვა. ჭურ­ვი ოთახ­ში ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ აფეთ­ქდა და იმ დროს იქ რომ ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო, სე­რი­ო­ზულ ზი­ანს მი­ი­ღებ­და", - გა­ნუ­ცხა­და რა­დიო "ჰე­რეთს" ნა­თიკ ას­ლა­ნოვ­მა, რო­მე­ლიც ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­ლო­დინ­შია.

მი­სი­ვე თქმით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რის გარ­და, ოჯახ­მა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნიც მი­ი­ღო.

ას­ლა­ნო­ვე­ბის თქმით, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ღა­მის 4 სა­ათ­ზე, მათ­თან კომ­პა­ნია "დელ­ტას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას და­პირ­დნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად. რა­კე­ტა პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­შია გა­და­ტა­ნი­ლი. და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვად ნა­თიკ ალი­ე­ვიც.

იხი­ლეთ ვრცლად

რა­დიო "ჰე­რე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა"

"რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა"

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კომპანია "დელტამ" სპეციალური დანადგარიდან გასროლა განახორციელა.

ოჯახში არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი. ჭურვის დაცემის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთიც დააზიანა.

"სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა საძინებელში, ბავშვის საწოლს დაეცა, თუმცა ბავშვი იმ დროს საწოლში არ იწვა. ჭურვი ოთახში ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა და იმ დროს იქ რომ ვინმე ყოფილიყო, სერიოზულ ზიანს მიიღებდა", - განუცხადა  რადიო "ჰერეთს" ნათიკ ასლანოვმა, რომელიც ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია.

მისივე თქმით, მატერიალურის გარდა, ოჯახმა მორალური ზიანიც მიიღო.

ასლანოვების თქმით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ღამის 4 საათზე, მათთან კომპანია "დელტას" წარმომადგენლები მივიდნენ და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ. პარალელურად, დაწყებულია გამოძიება დეტალების გასარკვევად. რაკეტა პოლიციის სამმართველოშია გადატანილი. დაკითხვაზე იმყოფებოდა თავად ნათიკ ალიევიც.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა