მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად სიჭინავას კომენტარი სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით
ზვიად სიჭინავას კომენტარი სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც სი­ჭი­ნა­ვა აღ­ნიშ­ნავს, მისი პო­ზი­ცია აფხა­ზეთ­თან და სა­მა­ჩაბ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის – აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ სო­ხუმ­ში ერთ-ერთ აფხა­ზურ ოჯახ­ში ჩემი სტუმ­რო­ბის კად­რე­ბი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ ოჩამ­ჩი­რე­ში, სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­დაც ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას საფ­ლა­ვი მო­ვი­ნა­ხუ­ლე და შევ­ხვდი მისი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს. ჩემი დიდი ხნის სურ­ვი­ლი იყო ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის საფ­ლავ­ზე იმ ის­ტო­რი­უ­ლი თასე­ბის მი­ტა­ნა, რო­მე­ლიც მას სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დროს ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი რაც მხო­ლოდ ახლა შევ­ძე­ლით.

ამა­ვე ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ვე­დი სო­ხუმ­ში, სა­დაც ჩემი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­სა და ძველ მე­გობ­რებს შევ­ხვდი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო სწო­რედ მათ­თან შეხ­ვედ­რას ასა­ხავს.

მსურს გან­ვმარ­ტო, რომ მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და წარ­სულ­ში ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ­დი, ვა­ღი­ა­რებ­დი და ახ­ლაც ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს ურ­ყევ პო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ რომ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო.

ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დროს არა ერთხელ და­მი­ფიქ­სი­რე­ბია პო­ზი­ცია რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ზე, ისე ქარ­თულ სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში აფხა­ზურ და ოსურ გუნ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ სხვა­დას­ხვა არა­ლე­გი­ტი­მურ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­სა და სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამ სა­კი­თხზე ჩემი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია და მი­მაჩ­ნია, რომ ეს ორი­ვე რე­გი­ო­ნი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ვი­დე­ო­ში ჩემს მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ფრა­ზე­ბის გამო, რო­მელ­თა მოს­მე­ნა­მაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მერ­წმუ­ნეთ ჩემი პო­ზი­ცია ამ თე­მა­ზე ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სა რაც აფხაზ ხალ­ხთან ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რის აღ­დგე­ნა­სა და ერ­თი­ან ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს", - აცხა­დებს სი­ჭი­ნა­ვა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და აფხა­ზე­თის რო­გორც ქვეყ­ნის და სო­ხუ­მის, რო­გორც მისი დე­და­ქა­ლა­ქის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამს.

"მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ქა­ლა­ქი. ჩემ­თვის აფხა­ზე­თი სო­ხუ­მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. სო­ხუ­მი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია. მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ეს ქა­ლა­ქი ამ ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქია. მე მინ­და დავ­ლიო ამ ქვეყ­ნის სა­დღეგ­რძე­ლო. იმ ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ისე, რო­გორც ცხოვ­რობს. მას აქვს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, თა­ვი­სი სურ­ვი­ლი და მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც მი­ის­წრაფ­ვის. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ მე აფხა­ზი მე­გობ­რე­ბი უფრო მეტი მყავს, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი", - ამ­ბობს სი­ჭი­ნა­ვა ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზვიად სიჭინავას კომენტარი სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით

ზვიად სიჭინავას კომენტარი სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, მისი პოზიცია აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით არის როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქის – აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სიჭინავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული რაც მხოლოდ ახლა შევძელით.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს.

მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რომლის განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არა ერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე, ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემს მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს", - აცხადებს სიჭინავა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აფხაზეთში იმყოფება და აფხაზეთის როგორც ქვეყნის და სოხუმის, როგორც მისი დედაქალაქის სადღეგრძელოს სვამს.

"მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები", - ამბობს სიჭინავა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია