"ვხედავდით კაცი იწვოდა და ვერ ვეხმარებოდით" - ჩოხატაურში ხანძარს 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

"ვხედავდით კაცი იწვოდა და ვერ ვეხმარებოდით" - ჩოხატაურში ხანძარს 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, შანიძეების საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შანიძეების მეზობლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სწრაფად მოახერხეს ადგილზე მისვლა, მოხუცის სახლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.

"ეს პიროვნება ავად იყო, ხშირად ითიშებოდა და ამიტომ მასთან შვილი და შვილიშვილი იყო. ღამით დაწვნენ ჩვეულებრივად და ღამის 4 საათზე დამწვრის სუნმა გამოაღვიძათ. რომ ჩამოვიდნენ ქვემოთ, პირველ სართულზე, ცეცხლი მთლიანად მოდებული იყო სახლში. მოხუცის გამოყვანა შეუძლებელი იყო. მხოლოდ ძვალი ვიპოვეთ და ნაწლავები. ოჯახის მამაკაცი მთლიანად დამწვარი იყო. ღამის გასათევიც აღარ აქვთ. გამგეობიდან იყვნენ მოსულები და დაპირდნენ დახმარებას. გარდაცვლილის შვილმა მოასწრო გარეთ გამოსვლა და ბავშვის გამოყვანა, თორემ ისინიც დაიწვებოდნენ", - აცხადებს დაზარალებულების ახლობელი ხათუნა ნაკაშიძე.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: guriismoambe.com

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა