მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება
2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება

ლა­რის კა­ტას­ტრო­ფულ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ პრო­დუქ­ტის მო­რი­გი გაძ­ვი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გა­ხა­და. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სურ­სათ­ზე 10%-ის ფარ­გლებ­ში ფასი ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში მო­ი­მა­ტებს. ზო­გი­ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში არ მა­ლა­ვენ, რომ ფა­სის შეც­ვლა თით­ქმის ყო­ველ­დღე უწევთ.

რო­გორცგა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რაც ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მა­ღა­ზი­ებ­ში ბრუნ­ვის შემ­ცი­რე­ბაა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის რენ­ტა­ბე­ლო­ბა უკვე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში ძვი­რი­ა­ნი პრო­დუქ­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან ამო­ი­ღეს კი­დეც, რად­გან მისი რე­ა­ლი­ზა­ცია სა­ერ­თოდ შე­ჩერ­და.

სუ­პერ­მარ­კეტ "ბი მარ­ტის" მე­ნე­ჯერ ლალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვი­რი­ან სეგ­მენ­ტში გა­ყიდ­ვა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცირ­და. "ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფასს მუდ­მი­ვად ვცვლით. პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სის­ტე­მუ­რია, რომ ზო­გი­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის სურ­სა­თი, იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკვე 30-40%-ითაც კი გაძ­ვირ­და. ფა­სის გა­და­ხედ­ვა უახ­ლო­ეს დღე­ებ­შიც მოგ­ვი­წევს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ამ ეტაპ­ზე ცვლი­ლე­ბა 5-10%-ის ფარ­გლებ­ში მო­ვახ­დი­ნოთ. დე­ვალ­ვა­ცი­ის გამო სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჭირს. სუ­პერ­მარ­კეტს ბრუნ­ვა შე­უმ­ცირ­და, რაც არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბუ­ნებ­რი­ვია. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა პო­ზი­ცი­ებს კარ­გავს და ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად ეს მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლებ­ზე აი­სა­ხე­ბა", - ამ­ბობს სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი. მისი თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ არ არის სა­გან­გა­შო, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვის ხარ­ჯზე მა­ღა­ზია მუ­შა­ო­ბას ახერ­ხებს. "მარ­თა­ლია, ძვი­რი­ა­ნი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია ჭირს, მაგ­რამ პური, შა­ქა­რი, სი­გა­რე­ტი და სას­მე­ლი მა­ინც იყი­დე­ბა, ძი­რი­თა­დად, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ტი. ურ­ჩევ­ნი­ათ 2 ლა­რად იყი­დონ ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხის ზეთი, ვიდ­რე გა­ცი­ლე­ბით ხა­რის­ხი­ა­ნი, მაგ­რამ ძვი­რი. შე­და­რე­ბა აქაც პი­რო­ბი­თია. მა­ღა­ზი­ას ჰყავს ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ უყუ­რე­ბენ ფასს", - აცხა­დებს ლელა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი.

მა­ღა­ზია "არა­ნი­სის" თა­ნამ­შრო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ. "სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კას გა­დავ­ხე­დეთ, ძა­ლი­ან მალე მო­ვახ­დენთ ცვლი­ლე­ბას. შე­საძ­ლოა, ეს პო­ცე­სი სუ­პერ­მარ­კეტ­ში ხვა­ლი­დან­ვე და­ი­წყოს. ლარი ისეთ ნიშ­ნულ­ზეა, რომ ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება

2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება

ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. უახლოეს დღეებში სურსათზე 10%-ის ფარგლებში ფასი ყველა სავაჭრო ობიექტში მოიმატებს. ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ ფასის შეცვლა თითქმის ყოველდღე უწევთ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება, მაღაზიებში ბრუნვის შემცირებაა. ზოგიერთი მათგანის რენტაბელობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავაჭრო ობიექტებში ძვირიანი პროდუქტის რამდენიმე სახეობა რეალიზაციიდან ამოიღეს კიდეც, რადგან მისი რეალიზაცია საერთოდ შეჩერდა.

სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერ ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, ძვირიან სეგმენტში გაყიდვა კატასტროფულად შემცირდა. "ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, უკვე 30-40%-ითაც კი გაძვირდა. ფასის გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს. არ გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე ცვლილება 5-10%-ის ფარგლებში მოვახდინოთ. დევალვაციის გამო სავაჭრო ობიექტებში სტაბილურობის შენარჩუნება ჭირს. სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რაც არსებულ სიტუაციაში ბუნებრივია. ეროვნული ვალუტა პოზიციებს კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი. მისი თქმით, მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, რადგან ყოველდღიური მოხმარების პოდუქტების გაყიდვის ხარჯზე მაღაზია მუშაობას ახერხებს. "მართალია, ძვირიანი პროდუქტის რეალიზაცია ჭირს, მაგრამ პური, შაქარი, სიგარეტი და სასმელი მაინც იყიდება, ძირითადად, იაფფასიანი პროდუქტი. ურჩევნიათ 2 ლარად იყიდონ ნაკლები ხარისხის ზეთი, ვიდრე გაცილებით ხარისხიანი, მაგრამ ძვირი. შედარება აქაც პირობითია. მაღაზიას ჰყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ფასს", - აცხადებს ლელა სულხანიშვილი.

მაღაზია "არანისის" თანამშრომელთა ინფორმაციით, პროდუქტის გაძვირება უახლოეს დღეებში აუცილებლად მოუწევთ. "საფასო პოლიტიკას გადავხედეთ, ძალიან მალე მოვახდენთ ცვლილებას. შესაძლოა, ეს პოცესი სუპერმარკეტში ხვალიდანვე დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნება შეუძლებელია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია