სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება
პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რე­ბი, ანუ მე­ფე­ე­ბი პი­რად­ზე მაღ­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინე­ტე­რე­სებს აყე­ნებ­დნენ. ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის შე­უღ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ ცო­ლად მოჰ­ყავ­დათ იმ სა­ხელ­მწი­ფო­თა მმარ­თვე­ლე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო მო­კავ­ში­რე იყ­ვნენ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მე­ფე­ე­ბის მსგავს ბედს იზი­ა­რებ­დნენ მათი შვი­ლე­ბიც. პო­ლი­ტი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბის ტი­პებ­ზე და მა­გა­ლი­თებ­ზე AMBEBI.GE ის­ტო­რი­კოსს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე:

- შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს ასა­ხავ­და. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი იყო, მა­გა­ლი­თად თა­ნას­წორ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და და ა.შ. ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კურ შე­უღ­ლე­ბებ­საც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

და­ვით მე­ექ­ვსე ნა­რი­ნი და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის ასუ­ლი

არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­უღ­ლე­ბის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი სახე, მა­შინ რო­დე­საც ორი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ძა­ლის სა­ხელ­მწი­ფო უკავ­შირ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. მა­გა­ლი­თად, ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა და­ვით მე­ექ­ვსე ნა­რინ­მა ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის, მი­ხე­ილ მერ­ვე პა­ლე­ო­ლო­გო­სის ასუ­ლი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­დო­ფა­ლი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­და. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია მა­შინ ერთ-ერთი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იყო და რო­დე­საც მისი იმ­პე­რა­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლებ­მა წა­მო­იყ­ვა­ნეს, ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლი წონა გა­აჩ­ნდა.

გი­ორ­გი მერ­ვის ასუ­ლი და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე

ამ ტი­პის ქორ­წი­ნე­ბის მე­ო­რე მა­გა­ლი­თი მარ­თა­ლია არ შედ­გა, მაგ­რამ სიმ­ბო­ლუ­რი ის იყო, რომ ორი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ერ­თმა­ნეთს უნდა და­კავ­ში­რე­ბო­და. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი მერ­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა კონ­სტან­ტი­ნე მე­თერ­თმე­ტემ და­ნიშ­ნა. 1453 წელს, კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი თურ­ქებ­მა აი­ღეს, ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია და­ე­ცა, ჩვე­ნი სა­სი­ძო კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის ქუ­ჩის ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუ­პა და ქორ­წი­ნე­ბა არ შედ­გა, სიმ­ბო­ლუ­რი კი­დევ იმი­ტომ იყო, რომ ბი­ზან­ტი­აც და­ემ­ხო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლო გი­ორ­გი მერ­ვის მერე სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბად და­ი­შა­ლა.

თა­მარ მეფე და მისი მე­უღ­ლე­ე­ბი

პო­ლი­ტი­კურ შე­უღ­ლე­ბებს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და და რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტახ­ტზე ქალი აღ­მოჩ­ნდა, ეს არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა იყო. თა­მარს მემ­კვიდ­რეც უნდა ჰყო­ლო­და, ამი­ტომ მისი გა­თხო­ვე­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ამა­ზე დარ­ბა­ზი შე­იკ­რი­ბა. მათ უნდა შე­ერ­ჩი­ათ მე­ფის­თვის სხვა სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქმრად. თა­მარს ძა­ლი­ან ბევ­რი მთხოვ­ნე­ლი ჰყავ­და, ერთ-ერთი იყო ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის მა­ნუ­ელ პირ­ვე­ლის ვაჟი, თუმ­ცა მას უარი უთხრეს, მე­ო­რე იყო ან­ტი­ო­ქი­ის სამ­თავ­როს მთავ­რის შვი­ლი, ასე­ვე იყო რუ­მის სულ­თნის, ყი­ზილ არსლა­ნის ვაჟი, რო­მე­ლიც თა­მარ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფა­საც აპი­რებ­და, მაგ­რამ ყი­ზილ არსლან­მა და­ი­ჭი­რა თა­ვი­სი ვაჟი და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მო­უშ­ვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ მათ უარს? იმი­ტომ, რომ რო­დე­საც თა­მა­რის მე­უღ­ლე ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, ის სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­ურ საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვ­და და ეს ქარ­თვე­ლებს არ უნ­დო­დათ, ამი­ტომ თა­მა­რის­თვის ისე­თი ქმა­რი უნდა აერ­ჩი­ათ, რო­მე­ლიც სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ვერ ჩა­ე­რე­ო­და და იქ­ნე­ბო­და უბ­რა­ლოდ ქმა­რი. ასე­თი იყო რუ­სუ­ლი სამ­თავ­როს, ვლა­დი­მირ-სუზ­და­ლის მთავ­რის ან­დრია ბო­გო­ლუბსკის შვი­ლი გი­ორ­გი რუსი, რო­მე­ლიც შე­ხიზ­ნუ­ლი იყო ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ა­ში. თა­მა­რი მას­ზე გა­ა­თხო­ვეს, მაგ­რამ ეს ქორ­წი­ნე­ბა ცუ­დად დამ­თავ­რდა, რად­გან გი­ო­რი რუსი ავად­მყო­ფი და ლოთი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ ის გა­უშ­ვეს და თა­მა­რი მე­ო­რედ ყმად­ნა­ფი­ცი სა­ხელ­მწი­ფოს, ოსთა სა­მე­ფოს წარ­მო­მად­გე­ნელ და­ვით სოს­ლან­ზე გა­ა­თხო­ვეს, რო­მელ­თან ქორ­წი­ნე­ბა­მაც ბო­ლომ­დე გას­ტა­ნა.

ლაშა-გი­ორ­გი და ვე­ლის­ცი­ხე­ლი ქალი

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო, მა­შინ ქარ­თველ მე­ფე­ებს ქარ­თვე­ლი ქა­ლის ცო­ლად მოყ­ვა­ნა აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ. ეს წესი და­არ­ღვია მეფე გი­ორ­გი მე­ო­თხემ, ანუ ლაშა-გი­ორ­გიმ. მას შე­უყ­ვარ­და ვე­ლის­ცი­ხე­ლი ქალი და იქი­დან წა­მო­იყ­ვა­ნა სა­სახ­ლე­ში, თუმ­ცა კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ქორ­წი­ნე­ბა უკა­ნო­ნოდ ცნო და ვე­ლის­ცი­ხე­ლი ქალი თა­ვის ქმარს და­უბ­რუ­ნეს, მეფე თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სხვა ცოლი არ მო­უყ­ვა­ნია.

სი­უ­ზე­რე­ნულ-ვა­სა­ლუ­რი ტი­პის ქორ­წი­ნე­ბე­ბი

ამ ტი­პის ქორ­წი­ნე­ბებ­ში შე­დის ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­უღ­ლე­ბე­ბი, რო­დე­საც ერთი სა­ხელ­მწი­ფო ძლი­ე­რია, მბრძა­ნე­ბე­ლია, მე­ო­რე კი მისი ვა­სა­ლი ხდე­ბა. ძლი­ე­რე­ბის ზე­ნი­ტში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი ვა­სა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ჰყავ­და. ასე­თი ტი­პის ქორ­წი­ნე­ბა იყო მა­გა­ლი­თად და­ვით მე­ო­თხე აღ­მა­შე­ნებ­ლის ასუ­ლი­სა და ყმად­ნა­ფი­ცი სა­ხელ­მწი­ფოს შირ­ვა­ნის შა­ჰის მა­ნუ­ჩეკ მე­ო­რეს შე­უღ­ლე­ბა. ასე­ვე, მეფე დე­მეტ­რე პირ­ველ­მა თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­სა­ლუ­რი ქვეყ­ნის, და­რუ­ბან­დის სულ­თანს აბუ მუ­ზა­ფარს მი­ა­თხო­ვა.

და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი და მისი ცო­ლე­ბი

და­ვი­თის პირ­ვე­ლი ცო­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ბევ­რი არა­ფე­რია, მისი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა კი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის და­პყრო­ბის შემ­დეგ მე­ფეს დიდი ჯარი სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყივ­ჩა­ღე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათი ბე­ლა­დის ათ­რა­ქა შა­რა­ღა­ნის ძის ასუ­ლი გუ­რან­დუხ­ტი მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. შე­იძ­ლე­ბა მე­ფეს სუ­ლაც არ მოს­წონ­და ეს ქალი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბით ასე იყო სა­ჭი­რო. და­ვი­თი წინ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს აყე­ნებ­და, ამი­ტომ მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად ყივ­ჩა­ღის ქალი. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ცოლს რუ­სუ­დანს, ის მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა. როცა სა­ქარ­თვე­ლო ცალ­კე­ულ სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბად და­ი­შა­ლა და და­სუს­ტდა, ახლა უკვე მეფე-მთავ­რებს ისევ ქარ­თვე­ლი მეფე-მთავ­რე­ბის ქა­ლე­ბი მოჰ­ყავ­დათ მე­უღ­ლე­ე­ბად.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება

პოლიტიკური ქორწინებები საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფო ინტერესებს შეწირული პირადი ცხოვრება

საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის პირველ პირები, ანუ მეფეები პირადზე მაღლა სახელმწიფო ინეტერესებს აყენებდნენ. ქართველი მეფეების შეუღლება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, მათ ცოლად მოჰყავდათ იმ სახელმწიფოთა მმართველების ქალიშვილები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მოკავშირე იყვნენ. პირად ცხოვრებაში მეფეების მსგავს ბედს იზიარებდნენ მათი შვილებიც. პოლიტიკური ქორწინებების ტიპებზე და მაგალითებზე AMBEBI.GE ისტორიკოსს დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

დიმიტრი შველიძე:

- შუა საუკუნეებში პოლიტიკური ქორწინებები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ასახავდა. ეს ურთიერთობები სხვადასხვანაირი იყო, მაგალითად თანასწორ სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი ურთიერთობები არსებობდა და ა.შ. ამ ურთიერთობების მიხედვით, პოლიტიკურ შეუღლებებსაც სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდა.

დავით მეექვსე ნარინი და ბიზანტიის იმპერატორის ასული

არსებობს პოლიტიკური შეუღლების თანასწორუფლებიანი სახე, მაშინ როდესაც ორი დაახლოებით ერთი ძალის სახელმწიფო უკავშირდებოდა ერთმანეთს. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო, როცა დავით მეექვსე ნარინმა ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ მერვე პალეოლოგოსის ასული. დასავლეთ საქართველოს დედოფალი ბიზანტიის იმპერატორის ქალიშვილი გახდა. ბიზანტიის იმპერია მაშინ ერთ-ერთი ავტორიტეტული სახელმწიფო იყო და როდესაც მისი იმპერატორის ქალიშვილი ქართველებმა წამოიყვანეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სერიოზული წონა გააჩნდა.

გიორგი მერვის ასული და ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე

ამ ტიპის ქორწინების მეორე მაგალითი მართალია არ შედგა, მაგრამ სიმბოლური ის იყო, რომ ორი ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდა. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვის ქალიშვილი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეთერთმეტემ დანიშნა. 1453 წელს, კონსტანტინეპოლი თურქებმა აიღეს, ბიზანტიის იმპერია დაეცა, ჩვენი სასიძო კონსტანტინეპოლის ქუჩის ბრძოლებში დაიღუპა და ქორწინება არ შედგა, სიმბოლური კიდევ იმიტომ იყო, რომ ბიზანტიაც დაემხო, როგორც სახელმწიფო და საქართველო გიორგი მერვის მერე სამეფო-სამთავროებად დაიშალა.

თამარ მეფე და მისი მეუღლეები

პოლიტიკურ შეუღლებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და როდესაც საქართველოს ტახტზე ქალი აღმოჩნდა, ეს არაორდინალური მოვლენა იყო. თამარს მემკვიდრეც უნდა ჰყოლოდა, ამიტომ მისი გათხოვების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაზე დარბაზი შეიკრიბა. მათ უნდა შეერჩიათ მეფისთვის სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ქმრად. თამარს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, ერთ-ერთი იყო ბიზანტიის იმპერატორის მანუელ პირველის ვაჟი, თუმცა მას უარი უთხრეს, მეორე იყო ანტიოქიის სამთავროს მთავრის შვილი, ასევე იყო რუმის სულთნის, ყიზილ არსლანის ვაჟი, რომელიც თამარზე შეყვარებული იყო და მაჰმადიანობის უარყოფასაც აპირებდა, მაგრამ ყიზილ არსლანმა დაიჭირა თავისი ვაჟი და საქართველოში არ გამოუშვა.

საინტერესოა, რატომ ეუბნებოდნენ მათ უარს? იმიტომ, რომ როდესაც თამარის მეუღლე ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნებოდა, ის საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას მოითხოვდა და ეს ქართველებს არ უნდოდათ, ამიტომ თამარისთვის ისეთი ქმარი უნდა აერჩიათ, რომელიც საშინაო საქმეებში ვერ ჩაერეოდა და იქნებოდა უბრალოდ ქმარი. ასეთი იყო რუსული სამთავროს, ვლადიმირ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის შვილი გიორგი რუსი, რომელიც შეხიზნული იყო ჩრდილოკავკასიაში. თამარი მასზე გაათხოვეს, მაგრამ ეს ქორწინება ცუდად დამთავრდა, რადგან გიორი რუსი ავადმყოფი და ლოთი აღმოჩნდა. ამიტომ ის გაუშვეს და თამარი მეორედ ყმადნაფიცი სახელმწიფოს, ოსთა სამეფოს წარმომადგენელ დავით სოსლანზე გაათხოვეს, რომელთან ქორწინებამაც ბოლომდე გასტანა.

ლაშა-გიორგი და ველისციხელი ქალი

როდესაც საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მაშინ ქართველ მეფეებს ქართველი ქალის ცოლად მოყვანა აკრძალული ჰქონდათ. ეს წესი დაარღვია მეფე გიორგი მეოთხემ, ანუ ლაშა-გიორგიმ. მას შეუყვარდა ველისციხელი ქალი და იქიდან წამოიყვანა სასახლეში, თუმცა კათალიკოს-პატრიარქმა ქორწინება უკანონოდ ცნო და ველისციხელი ქალი თავის ქმარს დაუბრუნეს, მეფე თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე სხვა ცოლი არ მოუყვანია.

სიუზერენულ-ვასალური ტიპის ქორწინებები

ამ ტიპის ქორწინებებში შედის ისეთი პოლიტიკური შეუღლებები, როდესაც ერთი სახელმწიფო ძლიერია, მბრძანებელია, მეორე კი მისი ვასალი ხდება. ძლიერების ზენიტში მყოფ საქართველოს ბევრი ვასალური სახელმწიფო ჰყავდა. ასეთი ტიპის ქორწინება იყო მაგალითად დავით მეოთხე აღმაშენებლის ასულისა და ყმადნაფიცი სახელმწიფოს შირვანის შაჰის მანუჩეკ მეორეს შეუღლება. ასევე, მეფე დემეტრე პირველმა თავისი ქალიშვილი ვასალური ქვეყნის, დარუბანდის სულთანს აბუ მუზაფარს მიათხოვა.

დავით აღმაშენებელი და მისი ცოლები

დავითის პირველი ცოლის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, მისი მეორე ქორწინება კი პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მეზობელი ქვეყნების დაპყრობის შემდეგ მეფეს დიდი ჯარი სჭირდებოდა, ამიტომ როდესაც საქართველოში ყივჩაღები ჩამოასახლა, მათი ბელადის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი მოიყვანა ცოლად. შეიძლება მეფეს სულაც არ მოსწონდა ეს ქალი, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებით ასე იყო საჭირო. დავითი წინ სახელმწიფოს ინტერესებს აყენებდა, ამიტომ მოიყვანა ცოლად ყივჩაღის ქალი. რაც შეეხება პირველ ცოლს რუსუდანს, ის მონაზვნად აღიკვეცა. როცა საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა და დასუსტდა, ახლა უკვე მეფე-მთავრებს ისევ ქართველი მეფე-მთავრების ქალები მოჰყავდათ მეუღლეებად.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."