სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ჩოხოსანი ქალი, რომელმაც მთიულების მივიწყებული და-ძმად გაფიცვის რიტუალი აღადგინა
ვინ არის ჩოხოსანი ქალი, რომელმაც მთიულების მივიწყებული და-ძმად გაფიცვის რიტუალი აღადგინა

ისე­თი მრა­ვალ­მხრი­ვია, რომ მისი წარ­დგე­ნა სა­ი­დან და­ვი­წყო, არც კი ვიცი... ნინო ყვე­ლაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, ქო­რე­ოგ­რა­ფი, ფოლკ­ლო­რის­ტი, წერს ლექ­სებს, ქარ­გავს, არის ჩო­ხო­სა­ნი ქალი და თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა თუ მხა­რის პატ­რი­ო­ტი. რაც მთა­ვა­რია, 4 პა­ტა­რას დე­დაა, რო­მელ­თაც მარ­თლაც ქარ­თუ­ლად ზრდის...

ცოტა ხნის წინ, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მთი­უ­ლე­ბის ერთი მი­ვი­ვი­წყე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი - ეს და-ძმად გა­ფიც­ვის რი­ტუ­ა­ლია. დიახ, უკვე ორი ძმად­ნა­ფი­ციც ჰყავს, რა­ზეც AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

- ხევ­სუ­რი მე­გობ­რე­ბი მყავს და ერთხელ ერ­თმა თა­ვი­სი დო­ბი­ლი წარ­მიდ­გი­ნა. რო­გორც მერე გა­ირ­კვა, ის მისი უბ­რა­ლო ამ­ხა­ნა­გი კი არა, ხევ­სუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, და გა­ფი­ცუ­ლი იყო, ანუ და-ძმად გა­ფი­ცუ­ლე­ბი იყ­ვე­ნენ. თურ­მე მათ­თან ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და ასე­თი რი­ტუ­ა­ლი...

ვი­ნა­ი­დან წარ­მო­შო­ბით მთი­უ­ლი ვარ, და­ვინ­ტე­რეს­დი, რომ ჩვე­ნი კუ­თხის ტრა­დი­ცი­ებ­შიც მსგავ­სი რამ მო­მე­ძებ­ნა. ძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­ვის­წავ­ლე, არ­ქივ­შიც ვე­ძე­ბე, მერე ად­გილ­ზე, მო­ხუ­ცებ­თან სა­უბ­რი­თაც გარ­კვე­უ­ლი ამ­ბე­ბი შე­ვაგ­რო­ვე.

მოკ­ლედ, ვე­ცა­დე, ის­ტო­რი­უ­ლად აღ­მედ­გი­ნა წარ­სუ­ლის სუ­რა­თე­ბი და გად­მო­ცე­მე­ბი... თუმ­ცა ხევ­სუ­რეთ­ში და-ძმად გა­ფიც­ვა ცოტა სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და, მათ ფიც­ვერ­ცხლნა­ჭა­მე­ბი ჰქვი­ათ...

- მოკ­ლედ, შენს კვლე­ვა-ძი­ე­ბას რა შე­დე­გი მოჰ­ყვა?

- უნდა ვთქვა, რომ ძველ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებ­ში მთი­უ­ლეთ­ში ამ ტრა­დი­ცი­ა­ზე ცოტა ზე­და­პი­რუ­ლად იყო მო­თხრო­ბი­ლი, დე­ტა­ლუ­რი ეპი­ზო­დე­ბი უფრო ად­გილ­ზე, მთი­უ­ლეთ­ში მო­ხუ­ცე­ბის­გან გა­ვარ­კვიე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა ამის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი იცი­ან, რა­ზეც გული დამ­წყდა. დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად ასე­თი გა­ფიც­ვის ტრა­დი­ცია აღარ არ­სე­ბობს, არა­და, ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის იყო, რომ ზო­გი­ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი ამ ტრა­დი­ცი­ას წარ­მარ­თუ­ლი პე­რი­ო­დის რი­ტუ­ა­ლად მი­იჩ­ნევს...

რო­გორც არ უნდა იყოს, ზო­გა­დად, ნე­ბის­მერ რი­ტუ­ალს, მთა მა­ინც ინახ­ვას და პა­ტივს სცემს ისე, რომ მისი დარ­ღვე­ვა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია... მოკ­ლედ, გა­ფიც­ვის მთი­უ­ლურ ტრა­დი­ცი­ას შე­სა­ბა­მი­სი ტექ­სტიც ახ­ლდა, რო­მელ­საც სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში ვერ მი­ვაკ­ვლიე. გა­ფი­ცუ­ლე­ბი მას ერ­თმა­ნეთს უკი­თხავ­დნენ. ამი­ტომ, გავ­ბე­დე და ტექ­სტი თა­ვად შევ­ქმე­ნი, რად­გან ამ ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნის დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მოკ­ლედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტი ბევ­რი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის შემ­დეგ და­ი­ბა­და იმი­ტომ, რომ თა­ვად რი­ტუ­ა­ლი მშრა­ლი არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

- ტექ­სტზე მუ­შა­ო­ბი­სას რას და­ეყ­რდე­ნი, ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი რა იყო?

- და­ვეყ­რდე­ნი იმ ყვე­ლა­ფერს, რა­საც მა­ნამ­დე გა­ვე­ცა­ნი და ამ თე­მის შე­სა­ხებ მო­ვის­მი­ნე. რაც მთავ­რია, და-ძმად გა­ფიც­ვა იმი­ტომ ხდე­ბო­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მფარ­ვე­ლე­ბი და გვერ­დში მდგომ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ტექ­სტი ცოტა ემო­ცი­უ­რი კი გა­მო­მი­ვი­და და თა­ვად უკვე რი­ტუ­ა­ლის აღ­სრუ­ლე­ბი­სას მისი მოს­მე­ნა გულ­გრი­ლად ვერ შევ­ძე­ლი... სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი დღე იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი მთა­ში, ხა­ტო­ბა­ზე მოხ­და, ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე.

მთა­ში იცით, რომ ხა­ტე­ბია მა­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლად, გზად კი ნი­შე­ბი. ვი­ნა­ი­დან ბევრ ჩვენს სა­ლო­ცავ­ში ქა­ლის შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, ამი­ტომ ეს რი­ტუ­ა­ლი ნიშ­თან ხდე­ბო­და, რო­მელ­საც ხე­ვის­ბე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ვინც ეფი­ცე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­თან შინ მი­მოს­ვლა და და­ლოც­ვა ხდე­ბო­და, სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა. ეს ყვე­ლაფ­რი კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნე­ბის ღმერ­თთან და­ახ­ლო­ე­ბას, ერ­თმა­ნეთ­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბას ნიშ­ნავ­და (ეს ცნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ამო­ვი­ღე), ისე­ვე, რო­გორც ნათ­ლო­ბი­სას ხდე­ბა და­ნა­თე­სა­ვე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბო­და მათი შვი­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა.

- მოკ­ლედ, ახლა ორი ძმად­ნა­ფი­ცი გყავს, ხომ?

- კი, ჩარ­გალ­ში გა­ვი­ფი­ცეთ. ამ ადა­მი­ა­ნებს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ვმე­გობ­რობ­დით, ვახ­ლობ­ლობ­დით, ერთ წრე­ში გვი­წევ­და ყოფ­ნა. ერთი ლე­ვან ხე­ლაშ­ვი­ლია, ფშა­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტი და რო­გორც იტყვი­ან, ძა­ლი­ან ქარ­თვე­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რე - შმა­გი მა­ი­სუ­რა­ძე, თავ­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის იუნ­კე­რი. შმა­გი წარ­მო­შო­ბით მთი­დან არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ მხა­რის ტრა­დი­ცი­ე­ბით. ვუ­თხა­რი, რად­გან მთი­დან არ ხარ, ანუ "ჩემი მთი­სა" (ასე მი­მარ­თავს იქ მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნეთს), ქარ­თლე­ლია, მთას გა­რე­ვა მო­გი­წევს. ჩემს ხატ­ში უნდა გაგ­რიო, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა-მეთ­ქი. მი­თხრა, ჩვენს გვარს ლო­მი­სა მფარ­ვე­ლობ­სო. მო­მე­წო­ნა, ე.ი. "ჩემს მთას" უკვე გა­რე­უ­ლი ყო­ფილ­ხარ-მეთ­ქი.

- თა­ვად და-ძმად გა­ფიც­ვის რი­ტუ­ა­ლი რო­გორ ჩა­ტარ­და?

- ფშავ­ში, ზე­იმ­ზე ყვე­ლა ერ­თად წა­ვე­დით. ტყე­ში, სა­დაც სუფ­რა გვქონ­და გაშ­ლი­ლი, აღ­ვას­რუ­ლეთ ეს რი­ტუ­ა­ლიც: ორი სას­მე­ლით სავ­სე თასი გვქონ­და. ერთი ჩემს ძმო­ბილს ეჭი­რა მარ­ჯვე­ნა ხელ­ში, მე­ო­რე - მე, ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ ვი­დე­ქით და მო­რი­გე­ო­ბით ვკი­თხუ­ლობ­დით ტექსტს. მერე ის თასე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ვას­ვით, გა­და­ვეხ­ვი­ეთ და მი­ვუ­ლო­ცეთ. ეს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ეპი­ზო­დია, როცა ერ­თმა­ნეთს სას­მელს ას­მე­ვენ. რად­გა­ნაც ოჯა­ხებ­ში მა­შინ­ვე ვერ მი­ვი­დო­დით, რა დრო­საც სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა ხდე­ბა, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლის­თვის წი­ნას­წარ მქონ­და სა­ჩუ­ქა­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი: ჩემი ხე­ლით მო­ქარ­გუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი, მა­თი­ვე სა­ხე­ლე­ბის წარ­წე­რე­ბით, მთი­უ­ლუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ჩემი ძმად­ნა­ფი­ცე­ბი იქვე და­ვა­სა­ჩუქ­რე. სხვა­თა შო­რის, ამ სცე­ნის ხილ­ვით ირ­გვლივ ყვე­ლა აღელ­ვე­ბუ­ლი იყო...

- თვი­თონ მთი­უ­ლებ­მა რა გი­თხრეს, რო­გორ შე­ა­ფა­სეს?

- ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ აი­ტა­ცა, მო­ი­წო­ნა და თა­ვა­დაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც მა­ნამ­დე ვორ­ჭო­ფობ­დი, ეს ტექ­სტი იყო.

- ფოლკ­ლო­რის­ტებს თუ წა­ა­კი­თხე?

- კი და და­დე­ბი­თად შე­მი­ფა­სეს. ერთი ორმა ისიც კი მი­თხრა, ამ თე­მას ისევ მი­უბ­რუნ­დიო. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სულ იყა­ვიო, რის­თვი­საც თა­ვის და­ნე­ბე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ.

- ისე, ახალ­გაზ­რდა, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი ხარ. წარ­სულ­ში ამ­დე­ნი ძი­ე­ბა რა არის შენ­თვის?

- ეს არის ქარ­თვე­ლო­ბის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. იმი­ტომ, რომ რე­ა­ლო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. სხვა გზა ვერ მოვ­ძებ­ნე, ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლი, "ცხე­ლი" სის­ხლით უნდა მი­უდ­გე ამ საქ­მეს და აკე­თო. თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბიც მქონ­და, ზო­გი­ერ­თმა, ხომ გი­თხა­რით, მი­თხრა, წარ­მარ­თუ­ლი რი­ტუ­ა­ლია და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბაო.

- რო­გო­რია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აზრი?

- მათ­გან სა­ე­როდ არ მქო­ნია წი­ნა­აღ­დე­გო­ბა. ჩემს მო­ძღვარს ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრა, რომ ეს კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი­აო.

- ძა­ლი­ან ბევრ საქ­მეს აკე­თებ: ქარ­გავ, ლექ­სებს წერ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ხარ, ქო­რე­ოგ­რა­ფიც, ასეთ საქ­მე­ებ­ში ხარ ჩარ­თუ­ლი, გყავს ოთხი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი (3 გო­გო­ნა და ერთი ვაჟი), თან, ასეთ ფორ­მა­ში ხარ. ამ­დენს რო­გორ ახერ­ხებ?

- ბოლო დროს მსხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლიც გა­მიჩ­ნდა (იცი­ნის), რად­გა­ნაც რა­ღაც ეპი­ზოდ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მო­მი­წია. ისე, ყო­ველ­თვის იყო ჩემი ოც­ნე­ბა ისე­თი როლ­ში მე­თა­მა­შა, მოქ­მე­დე­ბა მთა­ში და ძველ ეპო­ქა­ში რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, მებ­რძო­ლი ქა­ლის როლი მქო­ნო­და...

- სა­ი­დან გა­გიჩ­ნდა ზო­გა­დად ასე­თი ინ­ტე­რე­სე­ბი?

- სხვა­თა შო­რის დედ-მამა ჩემ­ნა­ი­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი არ არის, არც მე­უღ­ლე, ალ­ბათ ყვე­ლაფ­რის თავი და თავი მა­ინც ცეკ­ვაა. ახ­ლაც რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, ასეა. თა­ვი­დან ცეკ­ვა ვის­წავ­ლე და მერე თი­თო­ე­უ­ლი ცეკ­ვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლით და­ვინ­ტე­რეს­დი და ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა მო­ვი­და.

ასე რომ, სულ ვმუ­შა­ობ, მუდ­მი­ვად რა­ღაც მა­სა­ლებს ვეც­ნო­ბი, ჩა­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ, ვწერ ლექსს და ვდგამ ცეკ­ვებს ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა ძი­რი­თა­დად ღა­მის სა­ა­თებ­ში მი­წევს... ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს, მაგ­რამ ეს მე მსი­ა­მოვ­ნებს. ოჯა­ხი­და­ნაც დიდი მხარ­და­ჭე­რა მაქვს...

- ჩო­ხო­სა­ნიც შენი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გახ­დი, ხომ?

- კი, ჩო­ხოს­ნე­ბის ფი­ციც მაქვს და­დე­ბუ­ლი... სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი ფიცი, ექი­მის, ჯა­რი­კა­ცის, ჩო­ხოს­ნის, თუ ძმა­ნა­ფი­ცო­ბის, მგო­ნია, რომ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი კი არა, ზე­ცი­უ­რია, "ზე­მო­და­ნაა" დაშ­ვე­ბუ­ლი და მისი თა­მა­შად, ან სა­ნა­ხა­ო­ბად გა­დაქ­ცე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია!..

რაც შე­ე­ხე­ბა ჩო­ხოს­ნო­ბას, მგო­ნია, რომ ჩო­ხოს­ნებ­თან არის სწო­რედ ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­ზეც ვოც­ნე­ბობ.

- ხომ არ გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ და­ბა­დე­ბა ცოტა და­გაგ­ვი­ა­ნა?

- სულ ვამ­ბობ, ვცო­ცხლობ და ვსუნ­თქავ სა­ქარ­თვე­ლოს წა­რუ­ლის სი­დი­ა­დით გა­უ­გე­ბარ, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბელ აწ­მყო­ში იმე­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ქარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა. ვარ წარ­სუ­ლის გად­მო­ნაშ­თი (იღი­მე­ბა), - ასე მე­ძა­ხი­ან. ამ დრო­ში შეც­დო­მით გავჩნდი. თუმ­ცა რა­ღაც­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ამ დრო­საც ფეხი ავუ­წყო...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვინ არის ჩოხოსანი ქალი, რომელმაც მთიულების მივიწყებული და-ძმად გაფიცვის რიტუალი აღადგინა

ვინ არის ჩოხოსანი ქალი, რომელმაც მთიულების მივიწყებული და-ძმად გაფიცვის რიტუალი აღადგინა

ისეთი მრავალმხრივია, რომ მისი წარდგენა საიდან დავიწყო, არც კი ვიცი... ნინო ყველაშვილი პროფესიონალი მოცეკვავეა, ქორეოგრაფი, ფოლკლორისტი, წერს ლექსებს, ქარგავს, არის ჩოხოსანი ქალი და თავისი ქვეყნისა თუ მხარის პატრიოტი. რაც მთავარია, 4 პატარას დედაა, რომელთაც მართლაც ქართულად ზრდის...

ცოტა ხნის წინ, მისი ინიციატივით მთიულების ერთი მივივიწყებული ტრადიციის აღდგენას ჩაეყარა საფუძველი - ეს და-ძმად გაფიცვის რიტუალია. დიახ, უკვე ორი ძმადნაფიციც ჰყავს, რაზეც AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ხევსური მეგობრები მყავს და ერთხელ ერთმა თავისი დობილი წარმიდგინა. როგორც მერე გაირკვა, ის მისი უბრალო ამხანაგი კი არა, ხევსურული ტრადიციის მიხედვით, და გაფიცული იყო, ანუ და-ძმად გაფიცულები იყვენენ. თურმე მათთან ოდითგანვე არსებობდა ასეთი რიტუალი...

ვინაიდან წარმოშობით მთიული ვარ, დავინტერესდი, რომ ჩვენი კუთხის ტრადიციებშიც მსგავსი რამ მომეძებნა. ძველი ისტორიული მასალები შევისწავლე, არქივშიც ვეძებე, მერე ადგილზე, მოხუცებთან საუბრითაც გარკვეული ამბები შევაგროვე.

მოკლედ, ვეცადე, ისტორიულად აღმედგინა წარსულის სურათები და გადმოცემები... თუმცა ხევსურეთში და-ძმად გაფიცვა ცოტა სხვანაირად ხდებოდა, მათ ფიცვერცხლნაჭამები ჰქვიათ...

- მოკლედ, შენს კვლევა-ძიებას რა შედეგი მოჰყვა?

- უნდა ვთქვა, რომ ძველ ეთნოგრაფიულ მასალებში მთიულეთში ამ ტრადიციაზე ცოტა ზედაპირულად იყო მოთხრობილი, დეტალური ეპიზოდები უფრო ადგილზე, მთიულეთში მოხუცებისგან გავარკვიე. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა ამის შესახებ თითქმის არაფერი იციან, რაზეც გული დამწყდა. დღეს პრაქტიკულად ასეთი გაფიცვის ტრადიცია აღარ არსებობს, არადა, ყოფილა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ზოგიერთი თანამედროვე ადამიანი ამ ტრადიციას წარმართული პერიოდის რიტუალად მიიჩნევს...

როგორც არ უნდა იყოს, ზოგადად, ნებისმერ რიტუალს, მთა მაინც ინახვას და პატივს სცემს ისე, რომ მისი დარღვევა სიკვდილის ტოლფასია... მოკლედ, გაფიცვის მთიულურ ტრადიციას შესაბამისი ტექსტიც ახლდა, რომელსაც საარქივო მასალებში ვერ მივაკვლიე. გაფიცულები მას ერთმანეთს უკითხავდნენ. ამიტომ, გავბედე და ტექსტი თავად შევქმენი, რადგან ამ ტრადიციის აღდგენის დიდი სურვილი გამიჩნდა. მოკლედ, აღნიშნული ტექსტი ბევრი გათენებული ღამის შემდეგ დაიბადა იმიტომ, რომ თავად რიტუალი მშრალი არ გამოსულიყო.

- ტექსტზე მუშაობისას რას დაეყრდენი, ამოსავალი წერტილი რა იყო?

- დავეყრდენი იმ ყველაფერს, რასაც მანამდე გავეცანი და ამ თემის შესახებ მოვისმინე. რაც მთავრია, და-ძმად გაფიცვა იმიტომ ხდებოდა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთის მფარველები და გვერდში მდგომნი ყოფილიყვნენ. ტექსტი ცოტა ემოციური კი გამომივიდა და თავად უკვე რიტუალის აღსრულებისას მისი მოსმენა გულგრილად ვერ შევძელი... საოცრად ემოციური დღე იყო. ეს ყველაფერი მთაში, ხატობაზე მოხდა, ერთ-ერთ დღესასწაულზე.

მთაში იცით, რომ ხატებია მანამდე მისასვლელად, გზად კი ნიშები. ვინაიდან ბევრ ჩვენს სალოცავში ქალის შესვლა არ შეიძლება, ამიტომ ეს რიტუალი ნიშთან ხდებოდა, რომელსაც ხევისბერები ესწრებოდნენ და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, ვინც ეფიცებოდნენ. შემდეგ ერთმანეთთან შინ მიმოსვლა და დალოცვა ხდებოდა, საჩუქრების გადაცემა. ეს ყველაფრი კი, როგორც ამბობენ, ადამიანების ღმერთთან დაახლოებას, ერთმანეთთან დანათესავებას ნიშნავდა (ეს ცნობა მოსახლეობისგან ამოვიღე), ისევე, როგორც ნათლობისას ხდება დანათესავება, არ შეიძლებოდა მათი შვილების ერთმანეთზე დაქორწინება.

- მოკლედ, ახლა ორი ძმადნაფიცი გყავს, ხომ?

- კი, ჩარგალში გავიფიცეთ. ამ ადამიანებს მანამდეც ვიცნობდი, ურთიერთობა მქონდა, ვმეგობრობდით, ვახლობლობდით, ერთ წრეში გვიწევდა ყოფნა. ერთი ლევან ხელაშვილია, ფშაველი მომღერალი და ინსტრუმენტალისტი და როგორც იტყვიან, ძალიან ქართველი და ტრადიციული ადამიანი, მეორე - შმაგი მაისურაძე, თავდაცვის ეროვნული აკადემიის იუნკერი. შმაგი წარმოშობით მთიდან არ არის, მაგრამ ძალიან დაინტერესებულია ამ მხარის ტრადიციებით. ვუთხარი, რადგან მთიდან არ ხარ, ანუ "ჩემი მთისა" (ასე მიმართავს იქ მოსახლეობა ერთმანეთს), ქართლელია, მთას გარევა მოგიწევს. ჩემს ხატში უნდა გაგრიო, სხვანაირად არ გამოვა-მეთქი. მითხრა, ჩვენს გვარს ლომისა მფარველობსო. მომეწონა, ე.ი. "ჩემს მთას" უკვე გარეული ყოფილხარ-მეთქი.

- თავად და-ძმად გაფიცვის რიტუალი როგორ ჩატარდა?

- ფშავში, ზეიმზე ყველა ერთად წავედით. ტყეში, სადაც სუფრა გვქონდა გაშლილი, აღვასრულეთ ეს რიტუალიც: ორი სასმელით სავსე თასი გვქონდა. ერთი ჩემს ძმობილს ეჭირა მარჯვენა ხელში, მეორე - მე, ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და მორიგეობით ვკითხულობდით ტექსტს. მერე ის თასები ერთმანეთს შევასვით, გადავეხვიეთ და მივულოცეთ. ეს ყველაზე ლამაზი ეპიზოდია, როცა ერთმანეთს სასმელს ასმევენ. რადგანაც ოჯახებში მაშინვე ვერ მივიდოდით, რა დროსაც საჩუქრების გადაცემა ხდება, ამიტომ თითოეულისთვის წინასწარ მქონდა საჩუქარი მომზადებული: ჩემი ხელით მოქარგული სამაჯურები, მათივე სახელების წარწერებით, მთიულური ორნამენტებით დამშვენებული. მოკლედ, ჩემი ძმადნაფიცები იქვე დავასაჩუქრე. სხვათა შორის, ამ სცენის ხილვით ირგვლივ ყველა აღელვებული იყო...

- თვითონ მთიულებმა რა გითხრეს, როგორ შეაფასეს?

- ბევრმა ახალგაზრდამ აიტაცა, მოიწონა და თავადაც განახორციელეს. ერთადერთი, რაზეც მანამდე ვორჭოფობდი, ეს ტექსტი იყო.

- ფოლკლორისტებს თუ წააკითხე?

- კი და დადებითად შემიფასეს. ერთი ორმა ისიც კი მითხრა, ამ თემას ისევ მიუბრუნდიო. ძიების პროცესში სულ იყავიო, რისთვისაც თავის დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ.

- ისე, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი ხარ. წარსულში ამდენი ძიება რა არის შენთვის?

- ეს არის ქართველობის გადარჩენის საშუალება. იმიტომ, რომ რეალობას რომ ვუყურებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. სხვა გზა ვერ მოვძებნე, ძალიან ქართული, "ცხელი" სისხლით უნდა მიუდგე ამ საქმეს და აკეთო. თუმცა წინააღმდეგობებიც მქონდა, ზოგიერთმა, ხომ გითხარით, მითხრა, წარმართული რიტუალია და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგებაო.

- როგორია სასულიერო პირების აზრი?

- მათგან საეროდ არ მქონია წინააღდეგობა. ჩემს მოძღვარს ველაპარაკე და მითხრა, რომ ეს კულტურის ნაწილიაო.

- ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ: ქარგავ, ლექსებს წერ, პროფესიონალი მოცეკვავე ხარ, ქორეოგრაფიც, ასეთ საქმეებში ხარ ჩართული, გყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილი (3 გოგონა და ერთი ვაჟი), თან, ასეთ ფორმაში ხარ. ამდენს როგორ ახერხებ?

- ბოლო დროს მსხიობობის სურვილიც გამიჩნდა (იცინის), რადგანაც რაღაც ეპიზოდში მონაწილეობამ მომიწია. ისე, ყოველთვის იყო ჩემი ოცნება ისეთი როლში მეთამაშა, მოქმედება მთაში და ძველ ეპოქაში რომ განვითარებულიყო, მებრძოლი ქალის როლი მქონოდა...

- საიდან გაგიჩნდა ზოგადად ასეთი ინტერესები?

- სხვათა შორის დედ-მამა ჩემნაირი ტრადიციული არ არის, არც მეუღლე, ალბათ ყველაფრის თავი და თავი მაინც ცეკვაა. ახლაც რომ ვუფიქრდები, ასეა. თავიდან ცეკვა ვისწავლე და მერე თითოეული ცეკვის საფუძვლიანი შესწავლით დავინტერესდი და ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა.

ასე რომ, სულ ვმუშაობ, მუდმივად რაღაც მასალებს ვეცნობი, ჩანაწერებს ვაკეთებ, ვწერ ლექსს და ვდგამ ცეკვებს ამა თუ იმ ღონისძიებისთვის. ამ ყველაფრის კეთება ძირითადად ღამის საათებში მიწევს... ასეთი დატვირთული ცხოვრება მაქვს, მაგრამ ეს მე მსიამოვნებს. ოჯახიდანაც დიდი მხარდაჭერა მაქვს...

- ჩოხოსანიც შენი ხასიათიდან გამომდინარე გახდი, ხომ?

- კი, ჩოხოსნების ფიციც მაქვს დადებული... საერთოდ, ნებისმიერი ფიცი, ექიმის, ჯარიკაცის, ჩოხოსნის, თუ ძმანაფიცობის, მგონია, რომ ამქვეყნიური კი არა, ზეციურია, "ზემოდანაა" დაშვებული და მისი თამაშად, ან სანახაობად გადაქცევა დაუშვებელია!..

რაც შეეხება ჩოხოსნობას, მგონია, რომ ჩოხოსნებთან არის სწორედ ის საქართველო, რომელზეც ვოცნებობ.

- ხომ არ გეჩვენება, რომ დაბადება ცოტა დაგაგვიანა?

- სულ ვამბობ, ვცოცხლობ და ვსუნთქავ საქართველოს წარულის სიდიადით გაუგებარ, ჩემთვის მიუღებელ აწმყოში იმედით, რომ საქართველო კიდევ ქართული იქნება. ვარ წარსულის გადმონაშთი (იღიმება), - ასე მეძახიან. ამ დროში შეცდომით გავჩნდი. თუმცა რაღაცნაირად ვცდილობ, ამ დროსაც ფეხი ავუწყო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ