სულ ცოტა ხნის წინ, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ორი ახალშობილი ტყუპის შესახებ წერდა [მეტი].
"ნიუ ლაიფ ჯორჯიას" დამფუძნებელის განცხადებით, ახალშობილი ტყუპები ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალნენ და მშობლებს გვამების დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ.
"ამბები.გე" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ოჯახს ცხედრების გადასვენების პრობლემა არ აქვთ.
- ეს ტყუპები სუროგაციის შედეგად დაიბადნენ, მათ ოჯახს პატარების ცხედრების გადასვენებაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. სოციალურ სამსახურს და სერვისების განვითარების სააგენტოს არანაირი პრობლემა არ აქვთ, რომ შესაბამისი პროცედურები მოაგვარონ. რის შემდეგაც მიეცემათ პატარების ცხედრების გადასვენების საშუალება.
ასევე ნახეთ| "ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული" - მარიამ კუკუნაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
AMBEBI.GE
თამარ ბოჭორიშვილი