"ახალი სიცოცხლეს" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუქზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.
"მნიშვნელოვანი ინფორმაცია თეა წულუკიანის "საქმენი საგმირონის " შესახებ ჟურნალისტების საყურადღებოდ. იმის შესახებ რომ სამოქალაქო რეესტრში არავინ არაფრის გაგებაში არ არის ადრეც მოგახსენებდით. თუმცა მათი არაპროფესიონალიზმი სრულ მაზოხიზმში გადაიზარდა უკვე. რაღაც ერთწინადადებიანი ბრძანების გამო ( რომლის შეცვლა იუსტიციის მინისტრს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ) რომ 5-6 თვეა სასამართლოს კარზე ყავს დაყენებული მშობლები ამას შევეგუეთ უკვე. ეხლა კი მოხდა ის რომ ერთ ერთ ოჯახს ახალშობილი ტყუპები გარდაეცვალა და წულუკიანის ბრძანების თანახმად დაღუპულ ბავშვებს მშობლებს არ ამარხინებენ . უკვე 3 კვირაზე მეტია ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული და მშობლებს ეუბნებიან მინისტრი გვიკრძალავს და სასამართლოს მიმართეთო. ესეიგი, მშობლებმა რომ დაღუპული შვილები დამარხონ ამისათვის 5 თვე სასამართლოს კარზე უნდა იდგენენ? ეს არის არაპროფესიონალიზმი და სრული მავნელობა . ვთხოვ ჟურნალისტებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით . მივიდნენ და ნახონ, და საზოგადოებასაც ანახონ წულუკიანის მიერ დატყვევებული გვამები და შემდეგ განამარტინონ ქალბატონს, გაეროს რომელი კონვენცია კარნახობს ასე მოქცევას!!!"- წერს კუკუნაშვილი.
AMBEBI.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად ღუდუშაურის კლინიკასთან, წულუკიანის უწყებასთან და კუკუნაშვილთან დაკავშირებას ცდილობს და დეტალებს უახლოეს დროში გაცნობებთ.
იხილეთ: იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის კომენტარი