საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის იან კელი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პირორიტეტი საქართველოს მხარდაჭერა იქნება.
ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. რაც შეეხება უშუალოდ გეგმებს, იან კელიმ განაცხადა, რომ პირველი გეგმა არის საქართველოს პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა.
"ამდენად, ვიდრე გადავცემ ხვალ რწმუნებათა სიგელებს, ბევრს არ ვისაუბრებ და შევეცდები, თავი შევიკავო დღეს, თუმცა ჩემს ძირითად პრიორიტეტად ვხედავ, საქართველოს დავუჭირო მხარი, გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის სეერთებულ შტატებს შორის. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახლავთ საქართველოს მხარდაჭერა, მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, რაც გაცხადებულია საქართველოს მიერ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოსი, ასევე საქართველოს მისწრაფებების და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების", - განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის ახალი ელჩი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში დღეს ჩამოვიდა.