სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს
ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პა­სუ­ხობს. დე­პუ­ტა­ტი ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის პა­სუხს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ გა­ვა­კე­თო შე­ფა­სე­ბე­ბი "კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო გა­მო­ი­ტანს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი პა­სუ­ხი გავ­ცე ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვენს მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე.

პირ­ვე­ლი: "იცო­და თუ არა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა, რომ ამ პრო­ექტს შე­ეძ­ლო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მუ­ნი­კა­ცია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­ში ჩა­ეგ­დო". გპა­სუ­ხობთ: ეს პრო­ექ­ტი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც პრო­ექ­ტის დამ­კვე­თი მხა­რე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და მის ხელ­ში იყო მარ­თვის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც. თქვენ რომ სა­უბ­რობთ ამ კა­ბელს რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა გა­ევ­ლოო, ეს ჩემ­თვის ვერ იქ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი, რად­გან კა­ბე­ლე­ბის შე­საძ­ლო მარ­შრუ­ტი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბით უნდა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო, რაც არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი ამ სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მის არ არ­სე­ბობ­და. ასე რომ თქვე­ნი ვა­რა­უ­დი ძა­ლი­ან სუს­ტია შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა ჭო­ლო­კა­ვას სან­დო­ო­ბის სა­კითხს, ამ პი­როვ­ნე­ბის და მისი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სან­დო­ო­ბა თა­ვად უნდა და­გედ­გი­ნათ (ეს თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო და კარ­გად იცით, რომ სცილ­დე­ბა ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ას), თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, თქვენ არც კონ­ტრდაზ­ვერ­ვის­თვის მი­გი­მარ­თავთ და არც სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გი­კი­თხავთ მისი სან­დო­ო­ბის შე­სა­ხებ; არ არ­სე­ბობს თქვენს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაგ­ზავ­ნი­ლი არც წე­რი­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია ვერც პა­სუ­ხი იარ­სე­ბებს. ასე რომ თქვე­ნი ვა­რა­უ­დი რომ "თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მუ­ნი­კა­ცია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და" მხო­ლოდ თქვე­ნი ვა­რა­უ­დია და თუ უფრო სწო­რად გინ­დათ გი­პა­სუ­ხოთ, ეს თქვე­ნი "არ­გუ­მენ­ტი" რო­გორც ჩანს პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ას უფრო ეფუძ­ნე­ბა. სა­ნამ ვინ­მე ჭო­ლო­კა­ვას რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­შირ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ, აქვე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მას და მის სამ­სა­ხურს, ამ პრო­ექ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბამ­დე დაშ­ვე­ბა ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო შეს­ყიდ­ვებ­ზე, გავ­ლი­ლი ჰქონ­და შე­მოწ­მე­ბის ფილტრი და თქვე­ნი­ვე შეს­ყიდ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმის შე­სა­ხე­ბაც გაც­ნო­ბებთ, რომ რო­გორც ირ­კვე­ვა ბა­ტო­ნი ჭო­ლო­კა­ვას ფირ­მამ უზ­რუნ­ველ­ყო ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თვის ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და თუ ჩვე­ნი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის არ გჯე­რათ და თქვე­ნი ვა­რა­უ­დე­ბი გირ­ჩევ­ნი­ათ, მე პი­რა­დად ამე­რი­კუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას ვენ­დო­ბი. და ბო­ლოს, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ვთქვათ და და­ად­გი­ნეთ, რომ ამ კაცს კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, მა­შინ მე რა­ტომ არ და­მი­კავ­შირ­დით და გა­მაფრ­თხი­ლეთ, რომ მას­თან რა­ი­მე ტი­პის კავ­ში­რი არ მქო­ნო­და ან რა­ტომ არ მო­ახ­დი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა? ეგ არის თქვე­ნი კო­ლე­გი­ა­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­შე?

2. კი­თხვა მე­ო­რე: "ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს სე­სი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბა იმ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია ოპ­ტი­კურ­ბოჭ­კო­ვა­ნი ხა­ზე­ბის სხვა პრო­ექ­ტი და თი­თო­ე­უ­ლი დღე ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას აფერ­ხებს". ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ეს საფ­რან­გეთ­თან გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დროს მოხ­და, თქვენ ვერ ით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც გრი­ფით სა­ი­დუმ­ლოა, სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ. ასე რომ, ამ კი­თხვა­ზე სა­ჯა­რო პა­სუხს ვერ მოგ­ცემთ ჯერ­ჯე­რო­ბით. ასე იყო საფ­რან­გეთ­თან გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დროს და ისიც იცით, რომ ის წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და (უფრო უკეთ ვიდ­რე თქვენ გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი). ახ­ლაც იგი­ვეს გპირ­დე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენ თუ აუხ­სნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ეყ­რდნო­ბით რო­დე­საც სა­უბ­რობთ სა­ი­დუმ­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

3. თქვე­ნი ბოლო შე­კი­თხვა: "რო­დე­საც მან ეს პირი მო­მიყ­ვა­ნა, იცო­და თუ არა მისი წარ­სუ­ლი და ის, რომ თაღ­ლი­თო­ბის­თვის იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი". გპა­სუ­ხობთ: ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის მისი ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის სა­კი­თხის დად­გე­ნა, მა­ინც მინ­და შე­გახ­სე­ნოთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რო­გორ ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის "გა­თაღ­ლი­თე­ბა" (ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დგომ, მგო­ნი და­გა­ვი­წყდათ) და თუ მისი სან­დო­ო­ბის დად­გე­ნა გინ­დო­დათ და ეს თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც იყო, კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ თქვენ ეს არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ. და თუ ეს გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია, მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა შე­ის­წავ­ლონ თქვენს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი რამ­დენ "გა­სა­მარ­თლე­ბულ თაღ­ლით­თან" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

P.S. ზოგს ჰგო­ნია, რომ მხო­ლოდ კი­თხვე­ბის დას­მით და ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქმით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი, 16.09.2015 გარ­მიშ-პარ­ტენ­კირ­ხე­ნი, გერ­მა­ნია", - წერს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს შე­კი­თხვე­ბით მი­მარ­თა.

ალა­სა­ნი­ამ სე­სი­აშ­ვი­ლის მი­მართ შე­კი­თხვე­ბი ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ის პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის შემ­დეგ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სე­სი­აშ­ვი­ლის მხრი­დან აინ­ტე­რე­სებს, იცო­და თუ არა, რომ ჭო­ლო­კა­ვას პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მუ­ნი­კა­ცია ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დე­ბო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს. ალა­სა­ნი­ას ასე­ვე აინ­ტე­რე­სებს, ე.წ.კა­ბე­ლე­ბის საქ­მის მოწ­მის ჭო­ლო­კა­ვას ნა­სა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ თუ ჰქონ­და სე­სი­აშ­ვილს ინ­ფორ­მა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს

ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას პასუხობს. დეპუტატი ყოფილ თავდაცვის მინისტრს "ფეისბუქის" საშუალებით ეხმაურება.

ირაკლი სესიაშვილის პასუხს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად თავს ვიკავებ გავაკეთო შეფასებები "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მანამ, სანამ სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, თავს ვალდებულად ვთვლი პასუხი გავცე ჩვენს საზოგადოებას თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე.

პირველი: "იცოდა თუ არა ირაკლი სესიაშვილმა, რომ ამ პროექტს შეეძლო თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩაეგდო". გპასუხობთ: ეს პროექტი უნდა განეხორციელებინა თავდაცვის სამინისტროს, პროექტის ტექნიკური დეტალები თავიდან ბოლომდე თავდაცვის სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო. როგორც პროექტის დამკვეთი მხარე თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მის უსაფრთხოებაზე და მის ხელში იყო მართვის მექანიზმებიც. თქვენ რომ საუბრობთ ამ კაბელს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლოო, ეს ჩემთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რადგან კაბელების შესაძლო მარშრუტი თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შემუშავებულიყო, რაც არ განხორციელებულა და არანაირი დოკუმენტი ამ სავარაუდო გეგმის არ არსებობდა. ასე რომ თქვენი ვარაუდი ძალიან სუსტია შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. რაც შეეხება ჭოლოკავას სანდოობის საკითხს, ამ პიროვნების და მისი ორგანიზაციის სანდოობა თავად უნდა დაგედგინათ (ეს თქვენი ვალდებულება იყო და კარგად იცით, რომ სცილდება ჩემს კომპეტენციას), თუმცა, როგორც ირკვევა, თქვენ არც კონტრდაზვერვისთვის მიგიმართავთ და არც სხვა სამსახურებისთვის გიკითხავთ მისი სანდოობის შესახებ; არ არსებობს თქვენს მიერ ოფიციალურად გაგზავნილი არც წერილი და ბუნებრივია ვერც პასუხი იარსებებს. ასე რომ თქვენი ვარაუდი რომ "თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩავარდებოდა" მხოლოდ თქვენი ვარაუდია და თუ უფრო სწორად გინდათ გიპასუხოთ, ეს თქვენი "არგუმენტი" როგორც ჩანს პოლიტიკურ მოტივაციას უფრო ეფუძნება. სანამ ვინმე ჭოლოკავას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულებთ, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მას და მის სამსახურს, ამ პროექტის შეთავაზებამდე დაშვება ჰქონდა საიდუმლო შესყიდვებზე, გავლილი ჰქონდა შემოწმების ფილტრი და თქვენივე შესყიდვებში მონაწილეობდა. იმის შესახებაც გაცნობებთ, რომ როგორც ირკვევა ბატონი ჭოლოკავას ფირმამ უზრუნველყო ამერიკის საელჩოსთვის ბოჭკოვანი კაბელებით უზრუნველყოფა და თუ ჩვენი კონტრდაზვერვის არ გჯერათ და თქვენი ვარაუდები გირჩევნიათ, მე პირადად ამერიკული შესაბამისი სამსახურების შემოწმებას ვენდობი. და ბოლოს, ბატონო ირაკლი, ვთქვათ და დაადგინეთ, რომ ამ კაცს კავშირები ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან, მაშინ მე რატომ არ დამიკავშირდით და გამაფრთხილეთ, რომ მასთან რაიმე ტიპის კავშირი არ მქონოდა ან რატომ არ მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება? ეგ არის თქვენი კოლეგიალობა და პასუხისმგებლობა საერთო ინტერესების წინაშე?

2. კითხვა მეორე: "ასევე მაინტერესებს სესიაშვილის შეფასება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მიმდინარეობის გამო შეჩერებულია ოპტიკურბოჭკოვანი ხაზების სხვა პროექტი და თითოეული დღე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აფერხებს". ბატონო ირაკლი, სამწუხაროდ, როგორც ეს საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დროს მოხდა, თქვენ ვერ ითვალისწინებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც გრიფით საიდუმლოა, საჯარო დისკუსიისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასე რომ, ამ კითხვაზე საჯარო პასუხს ვერ მოგცემთ ჯერჯერობით. ასე იყო საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დროს და ისიც იცით, რომ ის წარმატებით დასრულდა (უფრო უკეთ ვიდრე თქვენ გქონდათ მოლოდინი). ახლაც იგივეს გპირდებით. კარგი იქნება თქვენ თუ აუხსნით საზოგადოებას რა ინფორმაციას ეყრდნობით როდესაც საუბრობთ საიდუმლო პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

3. თქვენი ბოლო შეკითხვა: "როდესაც მან ეს პირი მომიყვანა, იცოდა თუ არა მისი წარსული და ის, რომ თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი". გპასუხობთ: ბატონო ირაკლი, გარდა იმისა, რომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის მისი ნასამართლეობის საკითხის დადგენა, მაინც მინდა შეგახსენოთ წინა ხელისუფლების მიერ როგორ ხდებოდა ადამიანების "გათაღლითება" (ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ, მგონი დაგავიწყდათ) და თუ მისი სანდოობის დადგენა გინდოდათ და ეს თქვენი ვალდებულებაც იყო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ. და თუ ეს გადამწყვეტი ფაქტორია, მივესალმები იმას, რომ შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ თქვენს მიერ განხორციელებული შესყიდვები რამდენ "გასამართლებულ თაღლითთან" განახორციელეთ.

P.S. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ კითხვების დასმით და ვარაუდების გამოთქმით საზოგადოების ყურადღების მიმართულება შეიცვლება.

პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი, 16.09.2015 გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია", - წერს ირაკლი სესიაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეკითხვებით მიმართა.

ალასანიამ სესიაშვილის მიმართ შეკითხვები ე.წ. კაბელების საქმეის პროცესზე დასწრების შემდეგ გაასაჯაროვა. როგორც მან აღნიშნა, სესიაშვილის მხრიდან აინტერესებს, იცოდა თუ არა, რომ ჭოლოკავას პროექტის განხორციელების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია ხელში ჩაუვარდებოდა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს. ალასანიას ასევე აინტერესებს, ე.წ.კაბელების საქმის მოწმის ჭოლოკავას ნასამართლობის შესახებ თუ ჰქონდა სესიაშვილს ინფორმაცია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."