მერაბ ტურავა უგულავას საქმეზე კოლეგების გადაწყვეტილებას აფასებს

მერაბ ტურავა უგულავას საქმეზე კოლეგების გადაწყვეტილებას აფასებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისმა კოლეგებმა იჩქარეს.

როგორც მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ცხოვრებაში ერთხელ ავად იყოს.

"მაგრამ როდესაც შენ გეუბნებიან იმას, რომ ერთი დღის განმავლობაში გადაწყვეტილებაც მიიღე, გადაწყვეტილებაც წაიკითხე, განსხვავებული აზრიც დაწერე და უნდა გამოაცხადო, ეს არის გაუგებარი და წარმოუდგენელი. ვაპირებ, რომ პირველ რიგში მივუჯდე ჩემს სამუშაო მაგიდას, გავხსნა ის ელექტრონული ფოსტა, რომელიც გუშინ მივიღე, რაც შეიძლება სწრაფად წავიკითხო ეს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების წაკითხვის და მისი გაცნობის შემთხვევაში, ხელი მოვაწერო. არავითარი არც მიზეზი და არც მიზანი მაქვს იმის, რომ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა ხელოვნურად გავაჭიანურო, მაგრამ ის ვინც ხელოვნურად ჩქარობს, არც ის იქცევა სწორად, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის სასამართლო, რომელიც კონსტიტუციის ინტერპრეტაციას ამბობს, არა მარტო დღეისათვის, არამედ ხვალისათვის, არამედ მომავალი პერიოდისთვის", - განაცხადა ტურავამ.

მოსამართლის თქმით, მისთვის ცნობილი იყო პროექტი, მაგრამ ის პროექტი არ იყო საბოლოო ვარიანტი.

"ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს პროექტი იცვლებოდა. საბოლოოდ რა პოზიცია არის ჩამოყალიბებული ამ საბოოლო ვერსიაში, ამისთვის საჭიროა გავხსნა ჩემი ელექტრონული ფოსტა, გადმოვტვირთო, ამოვბეჭდო ეს ტექსტი და წითელი თუ ყვითელი მარკერით გავხაზო ყველა ის ადგილი, რომელსაც ვეთანხმები ან არ ვეთანხმები. თქვენ წარმოგიდგენიათ სადმე, რომ სადაც მოსამართლეს გადაწყვეტილების დასაწერად თუნდაც ერთ კვირას არ აძლევდნენ? ეს წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ ჩემმა კოლეგებმა იჩქარეს, ჯერ ყველა მოსამართლეს მოეწერა ხელი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს დაედო და ამის შემდეგ უნდა მოეწვიათ მხარეები და ჟურნალისტები. ის რომ ვიღაცას ეჩქარება და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მზად გამოსაცხადებლად, ეს არამგონია, რომ ჩემი პრობლემა იყოს", - განაცხადა ტურავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ