როგორ ხედავს კახელი გლეხი კრიზისიდან გამოსავალს: მევენახეების რჩევა სახელმწიფოსა და მეღვინეებს

როგორ ხედავს კახელი გლეხი კრიზისიდან გამოსავალს: მევენახეების რჩევა სახელმწიფოსა და მეღვინეებს

გლეხებისთვის 1 კილოგრამი ყურძენის 1 ლარზე ნაკლებ ფასად გაყიდვა მიუღებელია. კახელი გლეხები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყურძნის სარეალიზაციო ფასი ერთ ლარზე ნაკლები იქნება, მაშინ მიღებული შემოსავალი ხარჯების დასაფარადაც კი არ იქნება საკმარისი.

ხელისუფლება მევენახეების შენიშვნებს არ იზიარებს. გურჯაანის გამგეობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მევენახეთა კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს და წელს სარეალიზაციოდ გამზადებული ყურძენი არავის დარჩება.

გურჯაანის გამგებლის გივი გერგიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო კომპანიები ვერ ჩაიბარებენ ყურძენს, გლეხებისგან პროდუქციას სახელმწიფო შეისყიდის. რაც შეეხება ყურძნის ფასს, როგორც გამგეობაში, ასევე ქარხნებში აცხადებენ, რომ ის ბაზრის მიერ რეგულირდება. ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს კახეთში დიდი ოდენობით ყურძენი მოვიდა, რამაც ბაზარზე ფასი დაწია. გარდა ამისა, მათივე თქმით, შემცირებულია ექსპორტი და ღვინის კომპანიებს ჯერ შარშანდელი მოსავლით მიღებული ღვინო არ გაუყიდიათ.

ერთი შეხედვით რთული სიტუაციიდან გამოსავალს ხელისუფლებას გურჯაანელი მევენახე ზაზა შავლიშვილი სთავაზობს. მისი თქმით, უმჯობესია სახელმწიფომ ბიუჯეტიდან თანხები არა სუბსიდიაზე ან ყურძნის ჩაბარებაზე, არამედ რთველის მოსამზადებელ სამუშაოებზე დახარჯოს.

"ქვეყანამ და მთავრობამ გლეხებზე უნდა იზრუნოს. სხვა შემთხვევაში ქალაქი ფეხზე ვერ დადგება. ისიც მართალია, რომ ქვეყანამ ღვინის ქარხნებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება. მე მგონია, რომ სახელმწიფო ღვინის კომპანიებს უცხოეთის (იქნება რუსეთი, ჩინეთი თუ ევროპა) ბაზრების მოძიებაში დაეხმაროს. ამის მერე ქარხნები მოახერხებენ ღვინის გაყიდვას და შემოდგომაზე, როცა მე და ჩემნაირები ყურძენს დავკრეფთ, ქარხანა თვითონ დაინტერესდება ყურძნის ჩაბარებით, რა რაოდებაც არ უნდა იყოს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ზაზა შავლიშვილი.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო| "არ ჩავაბარებ, ჩავწურამ სახლში" - ჩაბარების ნაცვლად, გლეხებს ყურძენი ქუჩაში გამოაქვთ გასაყიდად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია