"არ შეიძლება მოსამართლეს აძლევდე 50 გვერდიან გადაწყვეტილებას და ეუბნებოდე წაუკითხავად მოაწეროს ხელი" - მერაბ ტურავა

"არ შეიძლება მოსამართლეს აძლევდე 50 გვერდიან გადაწყვეტილებას და ეუბნებოდე წაუკითხავად მოაწეროს ხელი" - მერაბ ტურავა

ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ მე გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, პრობლემაა ის, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ გუშინ იყო მზად ხელმოსაწერად , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა და გადაწყვეტილებაზე ხელის არმოწერა არ იყო გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობით.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს იყო ჩვეულებრივი მიმდინარე ფაქტი, რომელიც დაემთხვა ამ გარემოებას. მთავარი და ძირითადი რის გამოც მე გუშინ საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი არ მოვაწერე არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტის საბოლოო ვერსია, მისი სარეზოლუციო ნაწილით მე გადმომეგზავნა პირველად გუშინ. მე არ ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება გუშინ ცხადდებოდა. ამის შესახებ 11:00 საათიდან ჟურნალისტებმა და მხარეებმა იცოდნენ. მე მხოლოდ და მხოლოდ გამოცხადებიდან ერთი საათით ადრე გავიგე, როდესაც მომხსენებელმა მოსამართლემ დამირეკა და მეგობრულად მითხრა, რომ ან ხელი მომეწერა სასამართლოში, ან თვითონ მომიტანდა ხელ მოსაწერად.

ბუნებრივია, მას კატეგორიული უარი ვუთხარი იმ გარემოების გამო, რომ არ შეიძლება მოსამართლეს აძლევდე 50 გვერდიან გადაწყვეტილებას ხელმოსაწერად და ეუბნებოდე მას წაუკითხავად მოაწეროს ამ გადაწყვეტილებას ხელი. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ მე გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, პრობლემაა ის, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ გუშინ იყო მზად ხელმოსაწერად. მე, პლენუმის წევრებს ვუთხარი, მხოლოდ მას შემდეგ მოვაწერ ხელს, რაც წავიკითხავდი, შევისწავლიდი და საწინააღმდეგო აზრის არსებობის შემთხვევაში, ამ აზრს დავაფიქსირებდი", - განაცხადა ტურავამ.

მისივე თქმით, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ კონტინეტზე აფრიკაში, აზიაში, არ არებობს მოსამართლისადმი ისეთი უპატივცემულობა, რომელიც გუშინ მის მიმართ გამოიხატა. "მე არ ვიცოდი, რომ გუშინ 17:00 საათზე დანიშნული იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. მე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინა დღეებშიც ვუთხარი და პლენუმზეც ვუთხარი, რომ როდესაც გადაწყვეტილება, მისი საბოლოო ვერსია მზად იქნებოდა, მათ ჩემთვის უნდა მოეცათ არა დიდი დრო, არამედ მოკლე, მაგრამ გონივრული დრო, რომ გადაწყვეტილებას კარგად გავცნობოდი. მჭირდებოდა რადენიმე დღე, სამი, ოთხი დღე, მაქსიმუმ ერთ კვირამდე", - განაცხადა ტურავამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია