დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურორი გახდა. როგორც unian.net-ი წერს, ოლქის პროკურატურის თანამშრომლებს ახალი უფროსი დღეს წარუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ახალ თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს არ დატოვებს.
დავით საყვარელიძე საქართველოში 2009-2010 წლებში მთავარი პროკურორის, ხოლო 2010-12 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2015 წელს საყვარელიძე უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ჩაიბარა.