მერაბ ტურავას პირველი კომენტარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული აურზაურის შესახებ

მერაბ ტურავას პირველი კომენტარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული აურზაურის შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის გადადება საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. როგორც ტურავამ "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობა ვერ მოასწრო, რადგან ის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათის წინ გადაუგზავნეს.

"მე შემეძლო ხელი მომეწერა გადაწყვეტილებაზე ის რომ წაკითხული მქონოდა, მაგრამ გადაწყვეტილება წაკითხული არ მქონდა, რადგან მეც და სხვა მოსამართლეებმაც სარეზოლუციო ნაწილი მივიღეთ ელექტრონული ფოსტით გუშინ, დღის განმავლობაში. გუშინ მაღალი წნევა მქონდა, კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ, ისე როგორ შეიძლებოდა? სხვათა შორის ექიმმაც მითხრა, რომ დღეს შენ სამუშაო მდგომარეობაში არ ხარო. საავადმყოფოშიც რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება, 50 გვერდს როგორ წავიკითხავდი პალატაში?" - აცხადებს ტურავა.

მისივე განმარტებით, უგულავას საქმეზე "ჯერ კიდევ მუშა პროცესში იმყოფებოდნენ", როცა ერთი საათით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

"ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით. ერთი საათით ადრე მირეკავენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოო. ეს არის უპირველეს ყოვლისა მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობა", - განმარტა მერაბ ტურავამ.

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ შეძლო. სასამართლოს ამისთვის მერაბ ტურავას ხელმოწერა ესაჭიროებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."