"მთავარია არ აღმოჩნდეს, რომ ორსულადაა და დეკრეტში არ გავიდეს" - "ფეისბუქში" მოსამართლე ტურავას ავად გახდომას ეხმაურებიან

"მთავარია არ აღმოჩნდეს, რომ ორსულადაა და დეკრეტში არ გავიდეს" - "ფეისბუქში" მოსამართლე ტურავას ავად გახდომას ეხმაურებიან

მოსამართლე მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ამის გამო, გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ტურავა კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. თემას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

"ათი წლის შემდეგ, მერაბ ტურავა გადამწყვეტ მომენტში ისევ "ავად გახდა" ))

რაც ოცნება, ის მისი დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. სირცხვილი და თავის მოჭრა, ერთიც და მეორეც.

p.s. ტურავას თავის მოავადმყოფება იმას ნიშნავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია და ტურავამ და მისმა დამკვეთმა ხელისუფლებამ თავისი მანიპულაციებით გიგი უგულავა უკანონო და ანტიკონსტიტუციურ პატიმრობაში დატოვეს.

p.p.s. რატომ არ გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ტურავას გარეშე, სრულიად გაუგებარია, სასამართლოს განმარტება კი - არასაკმარისი. თუ ტურავა არ გამოცხადდა (და თუ რამდენიმე თვე არ გამოცხადდა?), სათათბირო სხდომა უნდა ყოფილიყო გასვლითი და სასამართლო თავად გამოცხადებულიყო იქ, სადაც "ავადმყოფი" ტურავა ძევს".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"დერეფნის ბოლოდან ფეხის ხმა გაისმა...

საწოლიდან სწრაფად წამოვხტი და პალატის კარისკენ გავიწიე, მაგრამ მივხვდი, რომ უკვე დაგვიანებული იყო.

სხვა გზა აღარ მქონდა, ფანჯარა გამოვაღე და საავადმყოფოს მეორე სართულიდან გადავხტი.

თავი მიმდებარე ტყეს შევაფარე...

მივრბოდი თავდაუზოგავად, უკანმოუხედავად...

ნელ-ნელა სრული თავისუფლების და ბედნიერების განცდა დამეუფლა...

აქ ვერ მომაგნებენ, აქ ჩემი სამყაროა, აქ მე ვწყვეტ რას მოვაწერო ხელი და რას არა!... "

მერაბ ტურავას დღიურიდან.

ოთხშაბათი, 16 სექტემბერი".

ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ეს საგულისხმოა!

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს,რომ მერაბ ტურავა ეკა ბესელიასთან ერთად ხელმძღვანელობდა ე.წ პოლიტპატიმრების სიის დაკომპლექტების "სამუშაო" ჯგუფს. ანუ,მისი უშუალო რეკომენდაციით სასჯელისგან გათავისუფლდნენ რუსეთის ჯაშუშები და კრიმინალები".

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ტურავა. თფუ..."

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"ეს ჭია აღიარებს რომ ისიმულანტა - ავადმყოფობა, რაც გუშინ დაასახელა, არ ყოფილა ხელის მოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

როგორც ჩანს არ ელოდნენ, რომ საზოგადოებას ასეთი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა მის "ავადმყოფობაზე" და დღეს მიზეზი შეცვალეს.

ეს ჭია არათუ საკონსტიტუციო სასამართლოდან უნდა გაირიცხოს მოსამართლისთვის შეუფერებელი საქმიანობის გამო, სტუდენტებთან ურთიერთობაც უნდა აეკრძალოს.

არცერთი თავმოყვარე სასწავლებელი ამ ჭიას საკუთარ შენობაში არ უნდა უშვებდეს.

არცერთი თავმოყვარე სტუდენტი, ამის ლექციას არ უნდა დაესწროს".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მოსამართლე ტურავამ დღეს უნდა მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას. მთავარია მანამდე არ აღმოჩნდეს, რომ ორსულადაა და დეკრეტში არ გავიდეს. ტოქსიკოზი საპატიო მიზეზია".

შეგახსენებთ, გიგი უგულავას საქმეზე გამოცხადება გუშინ, 11:00 საათზე დაანონსდა, რომლის მიხედვითაც, პლენუმს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მერაბ ტურავა მას შემდეგ მივიდა საავადმყოფოში, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გამოცხადება დააანონსა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს