მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ" - მაკა ზამბახიძე პირადსა და ახალ სახლზე
 "პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ" - მაკა ზამბახიძე პირადსა და ახალ სახლზე

მომ­ღე­რა­ლი მაკა ზამ­ბა­ხი­ძე ერთ თვე­ში ქმარ­თან, ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძეს­თან და შვილ­თან, სა­ლო­მე ჩი­ტა­ძეს­თან ერ­თად წყნეთ­ში გა­და­დის სა­ცხოვ­რებ­ლად. მომ­ღე­რალ­მა დიდი ხნის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და სა­კუ­თა­რი ბუდე მო­ი­წყო, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი, დე­ტა­ლი მისი გე­მოვ­ნე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი. ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბას კი­დევ ერთი ემა­ტე­ბა - მაკა ჯან­სუღ კა­ხი­ძის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ სი­ახ­ლე­ებ­ზე მომ­ღე­რა­ლი "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობ, რაც ჩემს სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს ასაზ­რდო­ებს. ახა­ლი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, ვი­დე­ორ­გო­ლი გა­და­ვი­ღე და მალე მსმე­ნე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში იხი­ლავს. მალე ახალ სახ­ლს ვამ­თავ­რებ და ამა­საც ძა­ლი­ან დიდი დრო სჭირ­დე­ბა.

- ახალ სახ­ლში რო­დის გეგ­მავთ გა­დას­ვლას?

- მაქ­სი­მუ­მი, ერთ თვე­ში გა­და­ვალთ. მხო­ლოდ დე­ტა­ლე­ბი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­პა­ტი­ჟებთ. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი დი­ზა­ი­ნი­თა და ხედ­ვი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თვალს მოგჭრით და, ვაუ, რა უცხო­აო, იტყვით.

- თქვე­ნი ქმა­რი, ვახო, ჩარ­თუ­ლი იყო მშე­ნებ­ლო­ბის, რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში?

- ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი არ ეხერ­ხე­ბა. კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლია, მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, მოს­წონ­და თუ არა ის, რა­საც მე ვა­კე­თებ­დი.

- ესე იგი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხორ­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბით?

- დი­ლა­ო­ბით აი­ვან­ზე ყა­ვის და­ლე­ვი­სა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. წყნეთ­ში გა­დავ­დი­ვართ. ისე­თი მა­გა­რი ეზო მაქვს, წა­მოს­ვლა აღარ მო­გინ­დე­ბათ. სულ ტყე­შია და ხის სახ­ლია. მეტს აღარ გე­ტყვით, როცა მეს­ტუმ­რე­ბით, და­ნარ­ჩენს მა­შინ ნა­ხავთ.

- ცოლ-ქმარს ერ­თმა­ნეთ­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბის, აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მო­მენ­ტე­ბი ხში­რად გაქვთ?

- მე და ვახო დი­ლით და გვი­ან სა­ღა­მოს ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, რო­დე­საც სახ­ლში ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლე­ბი ვბრუნ­დე­ბით. ხში­რად ამას­თან და­კაშ­ვი­რე­ბით კონ­ფლიქ­ტიც მოგ­ვდის, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ეს ჩემი საქ­მეა, მა­საც თა­ვი­სი საქ­მე აქვს, ამი­ტომ უნდა გა­ვუძ­ლოთ.

- რო­გო­რი ხელ­შე­წყო­ბა გჭირ­დე­ბათ ვა­ხოს­გან, რომ შინ და გა­რეთ თავი ბედ­ნი­ერ ქა­ლად იგ­რძნოთ?

- პრობ­ლე­მებს არა­სო­დეს მიქ­მნის. ოღონ­დაც რა­ღაც ვა­კე­თო და სულ ჩემ გვერ­დი­თაა, მაგ­რამ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა გვი­წევს. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც, ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ხოს­თან ერ­თად წას­ვლა­ზე უარი მით­ქვამს, რის გა­მოც ასე­ვე კონ­ფლიქ­ტი მოგ­ვსვლია და უთ­ქვამს, ჩემ­თვის არა­სო­დეს გცა­ლია, ჩემ გვერ­დით არა­სო­დეს ხარ, ხომ შე­იძ­ლე­ბა ერთხელ მა­ინც ჩემ­თან ერ­თად წა­მოხ­ვი­დეო?

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რა შე­გიძ­ლი­ათ ურ­ჩი­ოთ ახალ­გაზ­რდა წყვი­ლებს, რო­გორ აა­წყონ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ნაკ­ლე­ბი პობ­ლე­მე­ბი მო­ახ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს, თო­რემ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ილე­ქე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ქრე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბას ფა­ქი­ზად მო­ე­ქე­ცით. პრობ­ლე­მებს მეც და ვა­ხოც ერ­თობ­ლი­ვად გან­ვი­ხი­ლავთ, მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რაც მხო­ლოდ ჩვენს თავ­ზე უნდა ავი­ღოთ და თა­ვად მო­ვაგ­ვა­როთ. პრობ­ლე­მუ­რი არა­ვის სჭირ­დე­ბი, თუ დე­დას და მა­მას არ ჩავ­თვლით. რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნდა იყო და შენი პრობ­ლე­მე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ვად უნდა გა­დაჭ­რა. სიყ­ვა­რუ­ლი, გა­გე­ბა და გა­ტა­ნა რომ მთა­ვა­რია, ამას ლა­პა­რა­კი არ უნდა, მაგ­რამ თუ და­მა­ტე­ბით ასეთ დე­ტა­ლებ­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვი­ლად არ და­ზი­ან­დე­ბა.

- ქმარს ისე­ვე ეპ­რან­ჭე­ბით, რო­გორც მა­შინ, როცა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა იწყე­ბო­და?

- პრან­ჭი­კე­ლა ვარ. ვა­ხოს ალ­ბათ ისე ძა­ლი­ან აღარ ვეპ­რან­ჭე­ბი, რო­გორც ადრე. იმ პე­რი­ოდს ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­წყებ­დით და ფლირ­ტი გვქონ­და. ის დრო შე­უ­და­რე­ბე­ლია და ვერ გან­მე­ორ­დე­ბა.

- თქვენს წყვილს კონ­კრე­ტუ­ლად რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წია?

- რა თქმა უნდა, სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იმოქ­მე­და კი­დეც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მაგ­რამ დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლია, პრობ­ლე­მებს გა­ვუ­ძე­ლით და ურ­თი­ერ­თო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ" - მაკა ზამბახიძე პირადსა და ახალ სახლზე

 "პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ" - მაკა ზამბახიძე პირადსა და ახალ სახლზე

მომღერალი მაკა ზამბახიძე ერთ თვეში ქმართან, ვახო ჭუმბურიძესთან და შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად წყნეთში გადადის საცხოვრებლად. მომღერალმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და საკუთარი ბუდე მოიწყო, სადაც თითოეული ნივთი, დეტალი მისი გემოვნებით არის შერჩეული. ამ სასიამოვნო ცვლილებას კიდევ ერთი ემატება - მაკა ჯანსუღ კახიძის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტებში მონაწილეობს. ამ სიახლეებზე მომღერალი "სარკესთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვცხოვრობ, რაც ჩემს სულიერ სამყაროს ასაზრდოებს. ახალი სიმღერა ჩავწერე, ვიდეორგოლი გადავიღე და მალე მსმენელი სატელევიზიო სივრცეში იხილავს. მალე ახალ სახლს ვამთავრებ და ამასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება.

- ახალ სახლში როდის გეგმავთ გადასვლას?

- მაქსიმუმი, ერთ თვეში გადავალთ. მხოლოდ დეტალები მაქვს გასაკეთებელი და აუცილებლად დაგპატიჟებთ. ყველაფერი ჩემი დიზაინითა და ხედვითაა გაკეთებული. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გრანდიოზულია, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც თვალს მოგჭრით და, ვაუ, რა უცხოაო, იტყვით.

- თქვენი ქმარი, ვახო, ჩართული იყო მშენებლობის, რემონტის პროცესში?

- ასეთი რაღაცეები არ ეხერხება. კარგი შემფასებელია, მხოლოდ იმას ამბობდა, მოსწონდა თუ არა ის, რასაც მე ვაკეთებდი.

- ესე იგი ქალაქგარეთ ცხორვებისთვის ემზადებით?

- დილაობით აივანზე ყავის დალევისა და სულიერი სიმშვიდისთვის ვემზადები. წყნეთში გადავდივართ. ისეთი მაგარი ეზო მაქვს, წამოსვლა აღარ მოგინდებათ. სულ ტყეშია და ხის სახლია. მეტს აღარ გეტყვით, როცა მესტუმრებით, დანარჩენს მაშინ ნახავთ.

- ცოლ-ქმარს ერთმანეთთან გულახდილი საუბრების, აზრების გაზიარების მომენტები ხშირად გაქვთ?

- მე და ვახო დილით და გვიან საღამოს ვნახულობთ ერთმანეთს, როდესაც სახლში ძალიან დაღლილები ვბრუნდებით. ხშირად ამასთან დაკაშვირებით კონფლიქტიც მოგვდის, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩემი საქმეა, მასაც თავისი საქმე აქვს, ამიტომ უნდა გავუძლოთ.

- როგორი ხელშეწყობა გჭირდებათ ვახოსგან, რომ შინ და გარეთ თავი ბედნიერ ქალად იგრძნოთ?

- პრობლემებს არასოდეს მიქმნის. ოღონდაც რაღაც ვაკეთო და სულ ჩემ გვერდითაა, მაგრამ დღის განმავლობაში ცალ-ცალკე ყოფნა გვიწევს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ვახოსთან ერთად წასვლაზე უარი მითქვამს, რის გამოც ასევე კონფლიქტი მოგვსვლია და უთქვამს, ჩემთვის არასოდეს გცალია, ჩემ გვერდით არასოდეს ხარ, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ჩემთან ერთად წამოხვიდეო?

- თქვენი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ ურჩიოთ ახალგაზრდა წყვილებს, როგორ ააწყონ ურთიერთობა?

- ნაკლები პობლემები მოახვიეთ ერთმანეთს, თორემ დროთა განმავლობაში ეს ილექება და სიყვარული ქრება. ურთიერთობას ფაქიზად მოექეცით. პრობლემებს მეც და ვახოც ერთობლივად განვიხილავთ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და თავად მოვაგვაროთ. პრობლემური არავის სჭირდები, თუ დედას და მამას არ ჩავთვლით. რეალიზებული, საქმეში წარმატებული უნდა იყო და შენი პრობლემები შეძლებისდაგვარად თავად უნდა გადაჭრა. სიყვარული, გაგება და გატანა რომ მთავარია, ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ თუ დამატებით ასეთ დეტალებსაც გავითვალისწინებთ, ურთიერთობა ნამდვილად არ დაზიანდება.

- ქმარს ისევე ეპრანჭებით, როგორც მაშინ, როცა თქვენი ურთიერთობა იწყებოდა?

- პრანჭიკელა ვარ. ვახოს ალბათ ისე ძალიან აღარ ვეპრანჭები, როგორც ადრე. იმ პერიოდს ვერაფერი შეედრება, როდესაც ურთიერთობას ვიწყებდით და ფლირტი გვქონდა. ის დრო შეუდარებელია და ვერ განმეორდება.

- თქვენს წყვილს კონკრეტულად რა სირთულეების გადალახვა მოუწია?

- რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, რამაც გარკვეული პერიოდი იმოქმედა კიდეც ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია, პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება