სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 უნიკალური ავტომობილის ისტორია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში 1 საუკუნის წინ მოძრაობდნენ
4 უნიკალური ავტომობილის ისტორია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში 1 საუკუნის წინ მოძრაობდნენ

უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი­დან მო­ა­წო­დეს. ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში.

1. გერ­მა­ნუ­ლი ქარ­ხნის "ბენ­ცის" (გა­გე­ნაუ) სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლის ნა­ხა­ზი. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც იჯა­რით გა­ი­ცა სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ ზო­გა­დად კავ­კა­სი­ის გზებ­ზე სა­მოგ­ზა­უ­როდ. ნა­ხაზ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია კა­რო­სე­რი - ღია 11-ად­გი­ლი­ა­ნი ომ­ნი­ბუ­სი. ამ მო­დე­ლის 3 მან­ქა­ნა 1914 წელს თბი­ლი­სი-კო­ჯრის გზა­ზე გა­მოს­ცა­დეს, რის შემ­დე­გაც გზა­თა მი­მოს­ვლის ინ­ჟი­ნერ არ­კა­დი ლავ­რენ­ტე­ვი­სა­გან იჯა­რით აი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა­სა და მან­გლი­სის ტრა­სა­ზე მგზავ­რთა გა­და­საყ­ვა­ნად.

დო­კუ­მენ­ტი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში.

2. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ქარ­თუ­ლი ჯა­რის ოფიც­რე­ბი "კა­დი­ლა­კის" ფირ­მის ავ­ტო­მო­ბილ­ში. თბი­ლი­სი, 1920 წელი.

ფოტო და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში.

3 ავ­ტო­ა­ვა­რია სა­ღო­რი­ას ტყის გზა­ზე . ქუ­თა­ი­სი, 1925 წელი

ფოტო და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში.

4 ავ­ტო­მო­ბი­ლი "ბენ­ცი", მო­დე­ლი "ტორ­პე­დო". ფოტო სა­რეკ­ლა­მო ბრო­შუ­რი­დან, 1913 წელი.

ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, კავ­კა­სი­ა­ში სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან, კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და.

კავ­კა­სი­ის სა­ოლ­ქო საგ­ზაო სამ­მარ­თვე­ლოს ფონ­დის მა­სა­ლებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა ინ­ფორ­მა­ცია დღე­ი­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი თუ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა პრო­დუქ­ცია ერთი სა­უ­კუ­ნის წი­ნათ შე­მო­დი­ო­და კავ­კა­სი­ა­ში, ესე­ნია: "ჯე­ნე­რალ მო­ტორ­სი", "დე დიონ ბუ­ტო­ნი", "პეჟო", "ოპე­ლი", "კა­დი­ლა­კი", "კრე­ზო შნა­ი­დე­რი", "მიტ­ჩე­ლი", "ფი­ა­ტი", "ოლდსმო­ბი­ლი", "ლო­რენ დიტ­რი­ხი", "ავე­ლინ­გი და პორ­ტე­რი" და სხვა.

1913 წელს იალ­ტელ გრი­გო­რი მოსკვიჩს კავ­კა­სი­ის სა­ოლ­ქო საგ­ზაო სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ჟი­ნერ არ­კა­დი ლავ­რენ­ტი­ე­ვი­სა­გან იჯა­რით აუ­ღია 5 ავ­ტო­მო­ბი­ლი "ბენ­ცი" სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა­ზე, ვლა­დი­კავ­კა­ზი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად. სა­რეკ­ლა­მო ბრო­შუ­რის ფოტო სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბის შე­სა­ხებ გა­ფორ­მე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ახ­ლავს.

დო­კუ­მენ­ტი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში.

მა­სა­ლა AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძემ ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

4 უნიკალური ავტომობილის ისტორია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში 1 საუკუნის წინ მოძრაობდნენ

4 უნიკალური ავტომობილის ისტორია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში 1 საუკუნის წინ მოძრაობდნენ

უნიკალური მასალები AMBEBI.GE-ს საქართველოს ეროვნული არქივიდან მოაწოდეს. ფოტოებზე ასახულია კავკასიაში არსებული ავტომობილები გასული საუკუნის დასაწყისში.

1. გერმანული ქარხნის "ბენცის" (გაგენაუ) სამგზავრო ავტომობილის ნახაზი. ავტომობილი, რომელიც იჯარით გაიცა საქართველოსა თუ ზოგადად კავკასიის გზებზე სამოგზაუროდ. ნახაზზე წარმოდგენილია კაროსერი - ღია 11-ადგილიანი ომნიბუსი. ამ მოდელის 3 მანქანა 1914 წელს თბილისი-კოჯრის გზაზე გამოსცადეს, რის შემდეგაც გზათა მიმოსვლის ინჟინერ არკადი ლავრენტევისაგან იჯარით აიღეს საქართველოს სამხედრო გზასა და მანგლისის ტრასაზე მგზავრთა გადასაყვანად.

დოკუმენტი დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.

2. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართული ჯარის ოფიცრები "კადილაკის" ფირმის ავტომობილში. თბილისი, 1920 წელი.

ფოტო დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.

3 ავტოავარია საღორიას ტყის გზაზე . ქუთაისი, 1925 წელი

ფოტო დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.

4 ავტომობილი "ბენცი", მოდელი "ტორპედო". ფოტო სარეკლამო ბროშურიდან, 1913 წელი.

ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, კავკასიაში სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილების შემოყვანა XX საუკუნის დასაწყისიდან, კავკასიის სამხედრო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გააქტიურდა.

კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ფონდის მასალებმა შემოგვინახა ინფორმაცია დღეისათვის კარგად ნაცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ავტომობილების მწარმოებლების შესახებ, რომელთა პროდუქცია ერთი საუკუნის წინათ შემოდიოდა კავკასიაში, ესენია: "ჯენერალ მოტორსი", "დე დიონ ბუტონი", "პეჟო", "ოპელი", "კადილაკი", "კრეზო შნაიდერი", "მიტჩელი", "ფიატი", "ოლდსმობილი", "ლორენ დიტრიხი", "აველინგი და პორტერი" და სხვა.

1913 წელს იალტელ გრიგორი მოსკვიჩს კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ინჟინერ არკადი ლავრენტიევისაგან იჯარით აუღია 5 ავტომობილი "ბენცი" საქართველოს სამხედრო გზაზე, ვლადიკავკაზი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად. სარეკლამო ბროშურის ფოტო სწორედ ამ გარიგების შესახებ გაფორმებულ დოკუმენტაციას ახლავს.

დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

მასალა AMBEBI.GE-სთვის მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ ეროვნული არქივის მასალების მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია