ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები საკმაოდ სწრაფად იცვლება.
ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.54 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.38 ლარად.
"თიბისი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5200 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4000 ლარად.
"ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5390 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3810 ლარს მიიღებს.
ბანკ "ქართუში" 1 დოლარის შეძენა მომხმარებელს 2.5000 ლარად შეუძლია, მისი გაყიდვის შემთხვევაში, 2.4000 ლარს მიიღებს.
რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", 1 დოლარის შეძენა 2.5300 ლარადაა შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4000 ლარად.
დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში". აქ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4760 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4160 ლარს მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა.