დასავლეთს რუსეთსა და სირიაში მთავრობის შეცვლა სურს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ბაშარ ალ-ასადის თქმით, დასავლეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა იმისთვის, რომ ამ ორ ქვეყანაში შეცვალოს ხელისუფლება.
"დასავლეთი ვერ ხედავს პარტნიორებს და სუვერენულ სახელმწიფოებს. რა არის მათი მოთხოვნა რუსეთისადმი? სირიისადმი? ირანისადმი? ეს არის სუვერენული სახელმწიფოები. მათ სურთ გადააყენონ ერთი ადამიანი და მეორე დანიშნონ, რომლებიც მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და არა თავად ამ ქვეყნების ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ასადმა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მისი გადადგომა მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. "რაც შეეხება პრეზიდენტს, იგი ხალხის თანხმობით, არჩევნების გზით მოდის სათავეში, და ტოვებს თანამდებობას ხალხის მოთხოვნით, და არა აშშ-ის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ჟენევის კონფერენციის ან ჟენევის კომუნიკეს მოთხოვნით. თუ ხალხს სურს პრეზიდენტის დარჩენა, ის რჩება, სხვა შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიდის. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ასადმა.
აშშ რუსეთის მთავრობას სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ბოლო პერიოდში სირიაში რუსული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. მოსკოვის განცხადებით, მათ მიერ სირიის მთავრობის მხარდაჭერის მიზანს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
ჩან კაი ში და ჰომინდანის "თეთრი ტერორი" ტაივანში,პინოჩეტე ჩილეში, "ალ საუდების სახლი" სუდის არაბეთში.... "დემოკრატიული" დასავლეთი მშვენივრად თანამშრომლობს "თავის" დიქტატორებთან და რეჟიმებთან (პრიციპში ტერორისტებთანაც,იგივე ალ ჯულანი რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა და აშშ-მ "განსაკუთრებით საშიში ტერორისტების" სიაში შეიყვანა, დღეს ლამის ეროვნულ გმირად წარმოაჩინონ) და მხოლოდ ურჩ დიქტატორებს ერჩის,განსაკუთრებით თუ მაგ დიქტატორის ქვეყანაში რაიმე ღირებული მოიპოვება,მაგ. ნავთობი როგორც ლიბიაში ან ერაყშია,მაგ შემთხვევაში "დემოკრატიის დამყარების" საკითხი უკვე სახელმწიფო პრიორიტეტებში ინაცვლებს, ბუნებრივი წიაღისეული მოპოვება და გამოყენება , დასავლური კომპანიების ხელებში. "განთავისუფლებული" ქვეყნის მოსახლეობას კი როგორც წესი იმას ღებულობს რაც ლიბიელებმა მიიღეს კადაფის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში.