პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი" - ოთარ დანელია
"ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი" - ოთარ დანელია

"რუს­თა­ვი 2"-ის პო­ლი­ტი­კურ თოქ-შოუ "არ­ჩე­ვან­ში" ყუ­რძნის ფასს გა­ნი­ხი­ლევ­დნენ. სტუ­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ პრე­ტენ­ზი­ებს გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, ოთარ და­ნე­ლი­ამ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ქარ­ხნე­ბი ყუ­რძენს არ ჩა­ი­ბა­რებ­დნენ, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო სტი­მუ­ლი­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, მათ შო­რის და­სე­ტყვილ ყუ­რძენ­ზე.

"ჩემ­თვის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი - თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თხი­ლის ფასი არის ლა­მის მე­სა­მედ­ზე ჩა­მო­სუ­ლი, სი­მინ­დის ძა­ლი­ან ცუდი მო­სა­ვა­ლია. შიდა ქარ­თლში ნა­ხეთ რა მოხ­და, იქ სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მაც არ აქვთ. იგი­ვე იყო სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში. მი­თხა­რით, რო­გორ გან­ვსა­ზღვრო მე პრი­ო­რი­ტე­ტი? რა­ტომ ერთი "კი" და მე­ო­რე "არა?". ამას­თან, ყუ­რძე­ნი მარ­ტო კა­ხეთ­ში არ მო­დის და ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რი იყო ეს კრი­ტი­კა, მე ვი­ღებ ამ კრი­ტი­კას. რა თქმა უნდა, არას­წო­რია სუბ­სი­დი­რე­ბაც და ამ კრი­ტი­კა­საც ვი­ღებ, მაგ­რამ ამ კა­ხელ გლე­ხებს წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა ბედი ელო­და, ეს რომ არ ყო­ფი­ლი­ყო?

კი­დევ ერთი რამ, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ სო­ცი­ა­ლურ ქსელს და ხდე­ბა კა­ხე­ლე­ბის მტრის ხა­ტის შექ­მნა, თით­ქოს ეს ხალ­ხი არის უმა­დუ­რი და ა.შ. ეს ცუდი ტენ­დენ­ცი­აა, ეს ძა­ლი­ან სა­ში­ში ტენ­დენ­ცი­აა და მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლისტ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, და­ა­ნე­ბონ ამ თე­მით სპე­კუ­ლა­ცი­ას თავი. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე მაქვს გან­ცდა, რომ ამ პრო­ცე­სის ხე­ლის შე­წყო­ბა ხდე­ბა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორ­მხრი­ვია, ცალ­მხრი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, თუ გვინ­და ჯან­სა­ღად გან­ვა­ვი­თა­როთ დარ­გი", - აღ­ნიშ­ნა ოთარ და­ნე­ლი­ამ.

"ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი" - ოთარ დანელია

"ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი" - ოთარ დანელია

"რუსთავი 2"-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ "არჩევანში" ყურძნის ფასს განიხილევდნენ. სტუდიაში იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონიდან ჩამოსული მევენახეები, რომლებიც შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარ პრეტენზიებს გამოხატავდნენ.

გადაცემაში ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

მისი განცხადებით, ქარხნები ყურძენს არ ჩაიბარებდნენ, რომ არ ყოფილიყო სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დასეტყვილ ყურძენზე.

"ჩემთვის ყველა რეგიონი თანაბრად მნიშვნელოვანია, არც მეტი არც ნაკლები - თანაბრად მნიშვნელოვანი. თხილის ფასი არის ლამის მესამედზე ჩამოსული, სიმინდის ძალიან ცუდი მოსავალია. შიდა ქართლში ნახეთ რა მოხდა, იქ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც არ აქვთ. იგივე იყო სამცხე-ჯავახეთში. მითხარით, როგორ განვსაზღვრო მე პრიორიტეტი? რატომ ერთი "კი" და მეორე "არა?". ამასთან, ყურძენი მარტო კახეთში არ მოდის და ძალიან ლეგიტიმური იყო ეს კრიტიკა, მე ვიღებ ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, არასწორია სუბსიდირებაც და ამ კრიტიკასაც ვიღებ, მაგრამ ამ კახელ გლეხებს წარმოგიდგენიათ რა ბედი ელოდა, ეს რომ არ ყოფილიყო?

კიდევ ერთი რამ, თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელს და ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა, თითქოს ეს ხალხი არის უმადური და ა.შ. ეს ცუდი ტენდენციაა, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოპულისტ პოლიტიკურ ძალებს, დაანებონ ამ თემით სპეკულაციას თავი. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. მე მაქვს განცდა, რომ ამ პროცესის ხელის შეწყობა ხდება.

პასუხისმგებლობა ორმხრივია, ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს, თუ გვინდა ჯანსაღად განვავითაროთ დარგი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია