Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, რომლებსაც სიიაფის გამო ყველაზე მეტი ქართველი სტუმრობს
ქვეყნები, რომლებსაც სიიაფის გამო ყველაზე მეტი ქართველი სტუმრობს

თურ­ქე­თი, ეგ­ვიპ­ტე, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, უნ­გრე­თი, ავ­სტრია - ეს იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ ტუ­რის­ტებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტეს ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ბა­ლი ფა­სის გამო სტუმ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა, უფრო შო­რე­ულ და ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებს, ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი ფა­სის გამო ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბი იშ­ვი­ა­თად სწყა­ლო­ბენ.

რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბია ქარ­თველ ტუ­რის­ტებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ამ კი­თხვით ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერს, სა­ლო­მე გორ­გო­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. შო­რე­უ­ლი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბი მა­ღა­ლი ფა­სის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ. მისი თქმით, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ეგ­ვიპ­ტე და თურ­ქე­თი გახ­ლავთ.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეგ­ვიპ­ტე და თურ­ქე­თი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ქარ­თველ ტუ­რის­ტებ­ში, ბოლო დროს საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ევ­რო­პაც, გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­გრე­თი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბუ­და­პეშ­ტის ბი­ლე­თე­ბი ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სად იყი­დე­ბა. ვი­ზის აღე­ბის სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია. ეგ­ვიპ­ტე­ში ნორ­მა­ლუ­რი სას­ტუმ­როს ფასი 400-500 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. ამ ფა­სად სას­ტუმ­როს შერ­ჩე­ვა ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქეთს, სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­სე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო და კარ­გი სას­ტუმ­როს ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 600-700 დო­ლარს შე­ად­გენ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პას, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ფასი იყო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ ფას­ში შე­დი­ო­და მხო­ლოდ დი­ლის სა­უზ­მე და და­ახ­ლო­ე­ბით, 300-400 ევ­რო­ში შე­იძ­ლე­ბო­და ევ­რო­პის მო­ნა­ხუ­ლე­ბაც. მა­გა­ლი­თად, იტა­ლია და საფ­რან­გე­თი თუ წი­ნას­წარ იყო და­ჯავ­შნუ­ლი, მისი ფასი 400-500 ევ­როს შე­ად­გენ­და. ჩვენს ერთ-ერთ ტუ­რისტს ბოლო დღეს შე­ძე­ნი­ლი ავი­ა­ბი­ლე­თი 430 ევრო და­უჯ­და", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე გორ­გო­ძემ.

თაკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქვეყნები, რომლებსაც სიიაფის გამო ყველაზე მეტი ქართველი სტუმრობს

ქვეყნები, რომლებსაც სიიაფის გამო ყველაზე მეტი ქართველი სტუმრობს

თურქეთი, ეგვიპტე, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ავსტრია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ქართველ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თურქეთსა და ეგვიპტეს ქართველი ტურისტების უმრავლესობა დაბალი ფასის გამო სტუმრობს. რაც შეეხება, უფრო შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებს, ტუროპერატორების ინფორმაციით, მაღალი ფასის გამო ქართველი ტურისტები იშვიათად სწყალობენ.

რომელი ქვეყნებია ქართველ ტურისტებში ყველაზე პოპულარული, ამ კითხვით ცნობილი ტურისტული კომპანიის გაყიდვების მენეჯერს, სალომე გორგოძეს დავუკავშირდით. შორეული და ეგზოტიკური ქვეყნების მონახულებას ქართველი ტურისტები მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებენ. მისი თქმით, ყველაზე პოპულარული ქვეყნები ეგვიპტე და თურქეთი გახლავთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე და თურქეთი საკმაოდ პოპულარულია ქართველ ტურისტებში, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ევროპაც, განსაკუთრებით უნგრეთი, გამომდინარე იქიდან, რომ ბუდაპეშტის ბილეთები ძალიან დაბალ ფასად იყიდება. ვიზის აღების სირთულის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მიმართ ინტერესი მაღალია. ეგვიპტეში ნორმალური სასტუმროს ფასი 400-500 დოლარიდან იწყება. ამ ფასად სასტუმროს შერჩევა ნამდვილად შეიძლება.

რაც შეეხება თურქეთს, სეზონის განმავლობაში ფასები საკმაოდ მაღალი იყო და კარგი სასტუმროს ფასი დაახლოებით 600-700 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ევროპას, თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ დაბალი ფასი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფასში შედიოდა მხოლოდ დილის საუზმე და დაახლოებით, 300-400 ევროში შეიძლებოდა ევროპის მონახულებაც. მაგალითად, იტალია და საფრანგეთი თუ წინასწარ იყო დაჯავშნული, მისი ფასი 400-500 ევროს შეადგენდა. ჩვენს ერთ-ერთ ტურისტს ბოლო დღეს შეძენილი ავიაბილეთი 430 ევრო დაუჯდა", - განაცხადა სალომე გორგოძემ.

თაკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია