მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნგრეთის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
უნგრეთის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

უნ­გრე­თის მთავ­რო­ბამ ქვეყ­ნის ორ რე­გი­ონ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ამის მი­ზე­ზი "ევ­რო­ნი­უ­სის" ცნო­ბით, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნი­დან მიგ­რან­ტე­ბის ნა­კა­დის ზრდა გახ­და.

ლტოლ­ვი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი უნ­გრეთ­ში სერ­ბე­თი­დან გა­და­დის. რო­გორც უნ­გრე­თის მთავ­რო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს ასე უფრო მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლონ არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­გრე­თის პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ი­წყო იმ მიგ­რან­ტე­ბის და­კა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით ცდი­ლობ­დნენ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას. მხო­ლოდ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 000-ზე მეტი მიგ­რან­ტი და­აკ­ვეს.

ლტოლ­ვი­ლე­ბის ნა­კა­დის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის გამო, უნ­გრე­თის მთავ­რო­ბამ სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­ი­ტა­ნა. კერ­ძოდ, გა­ამ­კაც­რა ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. ამას გარ­და, სა­ზღვრის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაკ­ვე­თის გამო მიგ­რანტს სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. უნ­გრე­თი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ევ­რო­პა­ში ჩა­სუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის მთა­ვა­რი სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნა გახ­და. უნ­გრეთ­ში ჩა­სუ­ლი მიგ­რან­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ავ­სტრი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­დი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უნგრეთის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

უნგრეთის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

უნგრეთის მთავრობამ ქვეყნის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი "ევრონიუსის" ცნობით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მიგრანტების ნაკადის ზრდა გახდა.

ლტოლვილების დიდი ნაწილი უნგრეთში სერბეთიდან გადადის. როგორც უნგრეთის მთავრობაში განმარტავენ, სამართალდამცავ სტრუქტურებს ასე უფრო მიეცემათ შესაძლებლობა გააკონტროლონ არალეგალი მიგრანტების გადაადგილება. პარალელურად უნგრეთის პოლიციამ უკვე დაიწყო იმ მიგრანტების დაკავება, რომლებიც კანონის დარღვევით ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 000-ზე მეტი მიგრანტი დააკვეს.

ლტოლვილების ნაკადის მნიშვნელოვნად ზრდის გამო, უნგრეთის მთავრობამ საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებებიც შეიტანა. კერძოდ, გაამკაცრა ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები. ამას გარდა, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო მიგრანტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უნგრეთი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასული მიგრანტების მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა. უნგრეთში ჩასული მიგრანტები ძირითადად ავსტრიასა და გერმანიაში გადადიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა