კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა ფაქტორი, რამაც "რთველი 2015" ხმაურიანი გახადა: სავალალო შეცდომები, რომელსაც გლეხები და ღვინის მარკეტოლოგები უშვებენ
ყველა ფაქტორი, რამაც "რთველი 2015" ხმაურიანი გახადა: სავალალო შეცდომები, რომელსაც გლეხები და ღვინის მარკეტოლოგები უშვებენ

"რთვე­ლი 2015" აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­ვე­ნა­ხე­თა ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი მო­სავ­ლის ჩა­ბა­რე­ბას უფრო მა­ღალ ფა­სად ითხოვს. სუბ­სი­დი­ის მი­ხედ­ვით, 1 კგ რქა­წი­თელ­ში გლე­ხე­ბი 60 თეთ­რს მი­ი­ღე­ბენ, 1 კგ სა­ფე­რავ­ში კი მთლი­ა­ნად 75 თეთ­რს. ამას არ იზი­ა­რე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ფა­სის აწე­ვას ითხო­ვენ.

აქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად მე­ვე­ნა­ხე­თა ნა­წი­ლი ყუ­რძენს აბა­რებს. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხეთ­ში ყუ­რძნის გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 21 ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია, მათ შო­რის, 6 სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ღვი­ნის სა­წარ­მო. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მათ­განს ესა­უბ­რა.

კომ­პა­ნია "კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა" უკვე ორი დღეა, მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის ყუ­რძენს იბა­რებს: "რქა­წი­თელს 70 თეთ­რად ვი­ბა­რებთ, სა­ფე­რა­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიგ­ვი­ღია. ცოტა მი­ვი­ღეთ, ისიც 85 თეთ­რად. ჯერ ჩვე­ნი ყუ­რძე­ნი გვაქვს, თუმ­ცა მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია", - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე.

უკვე ორი კვი­რაა გლე­ხე­ბის­გან ყუ­რძნის მი­ღე­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს შპს "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას". ლე­ვან ყან­ჩა­ვე­ლის თქმით, რაც უფრო კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ყუ­რძე­ნი, ფა­სიც ამის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, მი­სი­ვე თქმით, სა­ფე­რავს 70 თეთ­რად იბა­რე­ბენ.

შ.პ.ს. ქინ­ძმა­რა­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის, ჟი­უ­ლენ რო­ბი­ტაშ­ვი­ლის თქმით, ჩა­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­დან მეტ­წი­ლად და­სე­ტყვი­ლი ყუ­რძე­ნია, რო­მელ­საც მაქ­სი­მუმ 40-45 თეთ­რად იბა­რე­ბენ.

"აქ­ცი­ებს ვინ აწყობს მე არ ვიცი, მაგ­რამ ხალ­ხი მა­ინც კმა­ყო­ფი­ლია, მათ იცი­ან, რომ ყუ­რძე­ნი და­ზი­ან­და, გრა­დუ­სიც მა­ღა­ლი არ არის და ა.შ. სა­ფე­რავს ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­სას ვამ­ზა­დებთ, მაგ­რამ სტან­დარ­ტულ ყუ­რძენს ვი­ბა­რებთ იმ ფას­ში, რაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია", - ამ­ბობს ჟი­უ­ლენ რო­ბი­ტაშ­ვი­ლი.

მთავ­რო­ბა ყუ­რძნის ფა­სის შეც­ვლას არ აპი­რებს, რად­გან მათი გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ბიზ­ნე­სის სუბ­სი­დი­რე­ბის სა­ხით და ახლა ფა­სე­ბი ღვი­ნის ბიზ­ნეს­მა უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს.

რა ფაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, წინა წლე­ბის ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წელს ყუ­რძენ­ზე ასე­თი და­ბა­ლი ფასი და რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია ღვი­ნის ქარ­ხნე­ბის წლე­ვან­დე­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა, ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE "TMG"-ს მარ­კე­ტინ­გის უფ­როს კონ­სულ­ტანტს, ნიკო თევ­დო­რაშ­ვილს ესა­უბ­რა.

ნიკო თევ­დო­რაშ­ვი­ლი:

ზო­გა­დად, ბა­ზარ­ზე ფასი მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა და ქარ­ხნე­ბი თა­ვის ბიზ­ნეს-პო­ლი­ტი­კას იმის შე­სა­ბა­მი­სად გან­სა­ზღვრა­ვენ, თუ რო­გო­რია მო­თხოვ­ნა ყუ­რძენ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, იცი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით რა ფას­ში გა­ი­ყი­დე­ბა მათი წარ­მო­ე­ბუ­ლი ყუ­რძე­ნი. პი­რო­ბი­თად რომ ავი­ღოთ შარ­შან­დე­ლი წელი, არც ევ­რო­პულ და ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ არც სხვა ქვეყ­ნებ­ში ყუ­რძენ­ზე მა­ღა­ლი ფასი არ ყო­ფი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ ფა­სად მოხ­და ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბა. წელ­საც, სა­ვა­რუ­დოდ, ყუ­რძნის ფასი სხვა ქვეყ­ნებ­შიც იგი­ვე იქ­ნე­ბა. ეს პირ­და­პირ ბა­ზარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გო­რია ყუ­რძენ­ზე მო­თხოვ­ნა.

მე­ო­რე მხრივ, გლე­ხე­ბის პო­ზი­ცია წმინ­და არა­ბიზ­ნე­სუ­რი მიდ­გო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მორ­ჩე­ნი­ლია ის კო­მუ­ნის­ტუ­რი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია რა­ღაც პრო­დუქ­ცია ჩა­ი­ბა­როს. მაგ ლო­გი­კით სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი თუ რა­ტომ უნდა ჩა­ი­ბა­როს ყუ­რძე­ნი და არა სხვა პრო­დუქ­ტი, - ამ­ბობს მარ­კე­ტინ­გის კონ­სულ­ტან­ტი.

მისი თქმით, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით ყუ­რძენ­ზე ფა­სის ცვლი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი წინა წელს უხვი მო­სა­ვა­ლი იყო, რის გა­მოც კომ­პა­ნი­ებს ღვი­ნო წელ­საც აქვთ.

"ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ ჩვე­ნი ღვი­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ მიმ­ღებ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა უკ­რა­ი­ნულ ბა­ზარ­ზეც. შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­წარ­მო­ე­ბი თვლი­ან, არ მი­ი­ღონ იმ­დე­ნი ყუ­რძე­ნი, რომ უახ­ლო­ე­სი ერთი ან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი რე­ა­ლი­ზა­ცია ვერ მო­ახ­დი­ნონ.

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გლე­ხე­ბის მი­მართ და­პი­რე­ბე­ბი იყო, რომ ჩვენ ჩა­ვი­ბა­რებთ ყუ­რძენს, ყუ­რა­დღე­ბას მო­გაქ­ცევთ და ა.შ. ამ­გვა­რი მო­ლო­დი­ნე­ბი ფერ­მე­რებ­ში ბიზ­ნეს ორი­ენ­ტი­რე­ბის და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სის შე­ნე­ლე­ბას იწ­ვევს.

გლეხს ყუ­რძე­ნი მოჰ­ყავს, პო­მი­დო­რი თუ ქლი­ა­ვი, ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნი, მან უნდა იფიქ­როს რო­გორც ბიზ­ნეს­მენ­მა და გა­ი­თა­ვი­სოს ის რის­კე­ბი, რაც ყუ­რძნის მოყ­ვა­ნას თან ახ­ლავს. ნაკ­ლე­ბად მი­მაჩ­ნია, რომ ვინც ყუ­რძე­ნი მო­იყ­ვა­ნა და დღეს ვერ აბა­რებს, მას არ შე­ეძ­ლოს ყუ­რძნის შე­ნახ­ვა და მო­მა­ვალ წელს უკვე ღვი­ნოს სა­ხით გა­სა­ყი­დად გა­ტა­ნა", - ამ­ბობს ნიკო თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უცხო­ურ ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნა და რეკ­ლა­მი­რე­ბაა. ამ დროს ბევ­რი კომ­პა­ნია შეც­დო­მას უშ­ვებს.

"რო­გორც ქარ­თველს, ქარ­თულ და უცხო­ურ ბა­ზარ­ზეც მაკ­ლია რე­ა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი ბრენ­დი. ღვი­ნის პრო­დუქ­ცი­ის ქარ­თუ­ლი ბრენ­დინ­გი. პი­რო­ბი­თად რომ ავი­ღოთ ხვან­ჭკა­რა, რო­გორც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხუთი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას (ხვან­ჭკა­რას) შო­რის სხვა­ო­ბას ვერ ვხე­დავ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და­ი­ნერ­გოს პრინ­ცი­პი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თი­თო­ე­ულ მწარ­მო­ე­ბელს ექ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ღვი­ნო", - ამ­ბობს ნიკო თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

გლე­ხე­ბის პრო­ტესტს ზურგს უმაგ­რებს ყუ­რძნის ბოლო სამი წლის ფასი, რის მი­ხედ­ვი­თაც 1 კგ ყუ­რძე­ნის ფასი ერთ ლარ­ზე დაბ­ლა არ ყო­ფი­ლა. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 1 კგ ყუ­რძნის სა­შუ­ა­ლო ფასი, სუბ­სი­დი­ის ჩათ­ვლით, წლე­ბის მი­ხედ­ვით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

2008 - სა­ფე­რა­ვი 65 თეთ­რი, რქა­წი­თე­ლი - 45 თეთ­რი

2009 - სა­ფე­რა­ვი 65 თეთ­რი, რქა­წი­თე­ლი - 50 თეთ­რი

2010 - სა­ფე­რა­ვი 65 თეთ­რი, რქა­წი­თე­ლი - 60 თეთ­რი

2011 - სა­ფე­რა­ვი 65 თეთ­რი, რქა­წი­თე­ლი - 75 თეთ­რი

2012- სა­ფე­რა­ვი 1 ლარი, რქა­წი­თე­ლი - 1 ლარი

2013- სა­ფე­რა­ვი 1,80 ლარი, რქა­წი­თე­ლი - 1 ლარი

2014 - სა­ფე­რა­ვი 2,50, რქა­წი­თე­ლი - 1,05 ლარი

სტა­ტის­ტი­კი­დან ჩანს, რომ ბოლო სამი წელი რქა­წი­თელ­ზეც და სა­ფე­რავ­ზეც ჩა­ბა­რე­ბის ფას­მა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა, წელს კი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 1კგ სა­ფე­რა­ვის ფას­მა 1,75 თეთ­რით და­იკ­ლო.

სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ასო­ცი­ა­ცია "ქარ­თულ ღვი­ნოს", რო­მე­ლიც 2010 წლის ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ. 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორტზე 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 12 მი­ლი­ო­ნი ლიტ­რი ღვი­ნო გა­ვი­და, რაც მსოფ­ლი­ოს სხვა ექ­სპორ­ტი­ორ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით არც ისე დიდი ციფ­რია. იმა­ვე წელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტი მოხ­და შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში: უკ­რა­ი­ნა, ყა­ზა­ხე­თი, ბე­ლო­რუ­სი, პო­ლო­ნე­თი, ლატ­ვია და ა.შ.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე, დო­კუ­მენ­ტის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს იმ პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის ექ­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს.

გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი პრობ­ლე­მე­ბი: ქვეყ­ნის და­ბა­ლი ცნო­ბა­დო­ბა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­ბა­ლი ცნო­ბა­დო­ბა, ერ­თი­ა­ნი მარ­კე­ტინ­გის ფი­ნან­სე­ბის არარ­სე­ბო­ბა, "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის" შე­სა­ხებ ერ­თი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა, მეღ­ვი­ნე­ე­ბის გულ­წრფე­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის არ­ქო­ნა, ექ­სპორ­ტის (გა­ყიდ­ვე­ბის) გა­მოც­დი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ბაზ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, არ­სე­ბულ ბაზ­რებ­ზე ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მის არარ­სე­ბო­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი (მა­ღა­ლი ფასი), სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არა­საკ­მა­რი­სი ხელ­შე­წყო­ბა ექ­სპორტზე და ა.შ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

ფოტო| და­ვით მძი­ნა­რიშ­ვი­ლი, REUTERS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ყველა ფაქტორი, რამაც "რთველი 2015" ხმაურიანი გახადა: სავალალო შეცდომები, რომელსაც გლეხები და ღვინის მარკეტოლოგები უშვებენ

ყველა ფაქტორი, რამაც "რთველი 2015" ხმაურიანი გახადა: სავალალო შეცდომები, რომელსაც გლეხები და ღვინის მარკეტოლოგები უშვებენ

"რთველი 2015" აქციების ფონზე მიმდინარეობს. მევენახეთა ნაწილი საკუთარი მოსავლის ჩაბარებას უფრო მაღალ ფასად ითხოვს. სუბსიდიის მიხედვით, 1 კგ რქაწითელში გლეხები 60 თეთრს მიიღებენ, 1 კგ საფერავში კი მთლიანად 75 თეთრს. ამას არ იზიარებენ აქციის მონაწილეები და ფასის აწევას ითხოვენ.

აქციის მიუხედავად მევენახეთა ნაწილი ყურძენს აბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" უკვე ორი დღეა, მევენახეების ყურძენს იბარებს: "რქაწითელს 70 თეთრად ვიბარებთ, საფერავი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ცოტა მივიღეთ, ისიც 85 თეთრად. ჯერ ჩვენი ყურძენი გვაქვს, თუმცა მევენახეების რაოდენობა დიდია", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ჩხაიძე.

უკვე ორი კვირაა გლეხებისგან ყურძნის მიღება დაწყებული აქვს შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიას". ლევან ყანჩაველის თქმით, რაც უფრო კარგ მდგომარეობაშია ყურძენი, ფასიც ამის მიხედვით განისაზღვრება, მისივე თქმით, საფერავს 70 თეთრად იბარებენ.

შ.პ.ს. ქინძმარაულის წარმომადგენლის, ჟიულენ რობიტაშვილის თქმით, ჩაბარებული პროდუქციიდან მეტწილად დასეტყვილი ყურძენია, რომელსაც მაქსიმუმ 40-45 თეთრად იბარებენ.

"აქციებს ვინ აწყობს მე არ ვიცი, მაგრამ ხალხი მაინც კმაყოფილია, მათ იციან, რომ ყურძენი დაზიანდა, გრადუსიც მაღალი არ არის და ა.შ. საფერავს ჯერჯერობით ჩვენსას ვამზადებთ, მაგრამ სტანდარტულ ყურძენს ვიბარებთ იმ ფასში, რაც გამოცხადებულია", - ამბობს ჟიულენ რობიტაშვილი.

მთავრობა ყურძნის ფასის შეცვლას არ აპირებს, რადგან მათი განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს ბიზნესის სუბსიდირების სახით და ახლა ფასები ღვინის ბიზნესმა უნდა დაარეგულიროს.

რა ფაქტორებმა განაპირობა, წინა წლების ფასებიდან გამომდინარე, წელს ყურძენზე ასეთი დაბალი ფასი და რამდენად ადეკვატურია ღვინის ქარხნების წლევანდელი საფასო პოლიტიკა, ამ საკითხებზე AMBEBI.GE "TMG"-ს მარკეტინგის უფროს კონსულტანტს, ნიკო თევდორაშვილს ესაუბრა.

ნიკო თევდორაშვილი:

ზოგადად, ბაზარზე ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება და ქარხნები თავის ბიზნეს-პოლიტიკას იმის შესაბამისად განსაზღვრავენ, თუ როგორია მოთხოვნა ყურძენზე და შესაბამისად, იციან, დაახლოებით რა ფასში გაიყიდება მათი წარმოებული ყურძენი. პირობითად რომ ავიღოთ შარშანდელი წელი, არც ევროპულ და ღვინის მწარმოებელ არც სხვა ქვეყნებში ყურძენზე მაღალი ფასი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალ ფასად მოხდა ყურძნის ჩაბარება. წელსაც, სავარუდოდ, ყურძნის ფასი სხვა ქვეყნებშიც იგივე იქნება. ეს პირდაპირ ბაზარზეა დამოკიდებული, თუ როგორია ყურძენზე მოთხოვნა.

მეორე მხრივ, გლეხების პოზიცია წმინდა არაბიზნესური მიდგომიდან გამომდინარეობს, ანუ საზოგადოებაში სავარაუდოდ, შემორჩენილია ის კომუნისტური კოლმეურნეობის პრინციპები, რის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია რაღაც პროდუქცია ჩაიბაროს. მაგ ლოგიკით საერთოდ ვერ ვხვდები თუ რატომ უნდა ჩაიბაროს ყურძენი და არა სხვა პროდუქტი, - ამბობს მარკეტინგის კონსულტანტი.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით ყურძენზე ფასის ცვლილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი ფაქტორი წინა წელს უხვი მოსავალი იყო, რის გამოც კომპანიებს ღვინო წელსაც აქვთ.

"ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენი ღვინის ერთ-ერთ მთავარ მიმღებ რუსეთის ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობაა, იგივე სიტუაციაა უკრაინულ ბაზარზეც. შესაბამისად, ის საწარმოები თვლიან, არ მიიღონ იმდენი ყურძენი, რომ უახლოესი ერთი ან ორი წლის განმავლობაში მათი რეალიზაცია ვერ მოახდინონ.

კიდევ ერთი ფაქტორი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან გლეხების მიმართ დაპირებები იყო, რომ ჩვენ ჩავიბარებთ ყურძენს, ყურადღებას მოგაქცევთ და ა.შ. ამგვარი მოლოდინები ფერმერებში ბიზნეს ორიენტირების და ბიზნესმენებად ჩამოყალიბების პროცესის შენელებას იწვევს.

გლეხს ყურძენი მოჰყავს, პომიდორი თუ ქლიავი, ის არის ჩვეულებრივი ბიზნესმენი, მან უნდა იფიქროს როგორც ბიზნესმენმა და გაითავისოს ის რისკები, რაც ყურძნის მოყვანას თან ახლავს. ნაკლებად მიმაჩნია, რომ ვინც ყურძენი მოიყვანა და დღეს ვერ აბარებს, მას არ შეეძლოს ყურძნის შენახვა და მომავალ წელს უკვე ღვინოს სახით გასაყიდად გატანა", - ამბობს ნიკო თევდორაშვილი.

მეღვინეობაში კიდევ ერთი პრობლემა ქართული ღვინის უცხოურ ბაზარზე გატანა და რეკლამირებაა. ამ დროს ბევრი კომპანია შეცდომას უშვებს.

"როგორც ქართველს, ქართულ და უცხოურ ბაზარზეც მაკლია რეალურად ქართული ბრენდი. ღვინის პროდუქციის ქართული ბრენდინგი. პირობითად რომ ავიღოთ ხვანჭკარა, როგორც მომხმარებელი ხუთი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას (ხვანჭკარას) შორის სხვაობას ვერ ვხედავ.

მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარზე დაინერგოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თითოეულ მწარმოებელს ექნება განსხვავებული პროდუქცია, განსხვავებული ფასეულობების მატარებელი ღვინო", - ამბობს ნიკო თევდორაშვილი.

გლეხების პროტესტს ზურგს უმაგრებს ყურძნის ბოლო სამი წლის ფასი, რის მიხედვითაც 1 კგ ყურძენის ფასი ერთ ლარზე დაბლა არ ყოფილა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2008 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 45 თეთრი

2009 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 50 თეთრი

2010 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 60 თეთრი

2011 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 75 თეთრი

2012- საფერავი 1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი

2013- საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი

2014 - საფერავი 2,50, რქაწითელი - 1,05 ლარი

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო სამი წელი რქაწითელზეც და საფერავზეც ჩაბარების ფასმა საგრძნობლად მოიმატა, წელს კი წინა წელთან შედარებით 1კგ საფერავის ფასმა 1,75 თეთრით დაიკლო.

საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული ასოციაცია "ქართულ ღვინოს", რომელიც 2010 წლის ინფორმაციას შეიცავს ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ. 2010 წელს საქართველოდან ექსპორტზე 40 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 12 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა, რაც მსოფლიოს სხვა ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარებით არც ისე დიდი ციფრია. იმავე წელს ქართული ღვინის ექსპორტი მოხდა შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ლატვია და ა.შ.

სამუშაო შეხვედრებზე, დოკუმენტის შექმნაში მონაწილე მხარეებმა ჩამოაყალიბეს იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უშლის ექსპორტის განვითარების პროცესს.

გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ქვეყნის დაბალი ცნობადობა, ქართული ღვინის დაბალი ცნობადობა, ერთიანი მარკეტინგის ფინანსების არარსებობა, "ქართული ღვინის" შესახებ ერთიანი შეთანხმებული ინფორმაციის არარსებობა, მეღვინეების გულწრფელი ერთიანობის არქონა, ექსპორტის (გაყიდვების) გამოცდილების ნაკლებობა, თანამედროვე განათლების კადრების ნაკლებობა, ბაზრების შესახებ ინფორმაციების ნაკლებობა, არსებულ ბაზრებზე ერთიანი მიდგომის არარსებობა, ტრანსპორტირების პრობლემები (მაღალი ფასი), სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ხელშეწყობა ექსპორტზე და ა.შ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ფოტო| დავით მძინარიშვილი, REUTERS

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია