მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სუპერმარკეტების მარკეტინგული ხრიკები დახლებზე? - იცოდე, რომ არ მოტყუვდე!
თბილისის სუპერმარკეტების მარკეტინგული ხრიკები დახლებზე? - იცოდე, რომ არ მოტყუვდე!

მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კე­ბი მომ­ხმა­რებ­ლის ქვეც­ნო­ბი­ერ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს და მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, ჩვენ­თან ეს სფე­რო არ რე­გუ­ლირ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით, რომ ზო­გი­ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დახლზე გან­თავ­სე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას სხვა ფასი აქვს, სა­ლა­როს­თან მი­სუ­ლებს კი რე­ა­ლუ­რად მე­ტის გა­დახ­და უწევთ.

წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცია დახლზე გაკ­რუ­ლი შტრი­ხკო­დის ქვეშ უნდა და­ლაგ­დეს, სა­დაც ამ პრო­დუქ­ცი­ის შტრი­ხკო­დი აწე­რია. თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. შე­დე­გი კი ასე­თია: მომ­ხმა­რე­ბელს ჰგო­ნია, რომ შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ტი აიღო, მაგ­რამ სა­ლა­როს­თან გა­ცი­ლე­ბით ძვირს იხ­დის. მო­ლა­რის გან­მარ­ტე­ბით, შეც­დო­მით სხვა ფასი და­ა­წე­რეს, ან ფას­დაკ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც დას­რულ­და და ფა­სე­ბის შეც­ვლა ვერ მო­ას­წრეს. ეს საკ­მა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი 30-40 თეთ­რის გამო პრო­დუქ­ცი­ას უკან არ აბ­რუ­ნებს და ყი­დუ­ლობს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პრო­დუქტს ფასი სა­ერ­თოდ არ აწე­რია, თუმ­ცა თვი­თონ პრო­დუქტს აქვს დაკ­რუ­ლი წებ­ვა­დი ქა­ღალ­დი, რო­მელ­საც ციფ­რე­ბი აწე­რია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­გორც წესი, ამ ციფ­რებს ფა­სად აღიქ­ვამს, თუმ­ცა სა­ლა­როს­თან სხვა ფა­სის გა­დახ­და უწევს.

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, თუკი პრო­დუქ­ცი­ის ფასი დახ­ლსა და სა­ლა­როს­თან ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა და რა უფ­ლე­ბე­ბი აქვს მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის დროს? ამ თე­მის ირ­გვლივ სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­ი­ძე გვე­სა­უბ­რა.

"პირ­ველ რიგ­ში მე­ნე­ჯე­რი უნდა ჩა­ვა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ფას­დაკ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც დას­რულ­და და არ იყოს გას­წო­რე­ბუ­ლი დახლზე ფასი, მაგ­რამ თუკი ეს სხვა­ო­ბა არ გას­წორ­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თოს. ეს არის ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, რა­საც ჰქვია მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს იქ­ნე­ბა ხა­რისხთან, თუ ფას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­დე­საც არის ფასს სხვა­ო­ბა, ეს არის მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი თუ შეგ­ნე­ბუ­ლად მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ფასს სხვა­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, ვი­ნა­ი­დან ეს არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. მომ­ხმა­რე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ხა­რის­ხის, უსაფრ­თხო­ე­ბის, შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის, პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და რა თქმა უნდა, ფა­სის შე­სა­ხებ. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მა­ღა­ზი­ას პრო­დუქ­ტის გან­თავ­სე­ბის ად­გილ­ზე მკა­ფი­ოდ უნდა ჰქონ­დეს მი­თი­თე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ფასი. ფა­სის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის იოლი უნდა იყოს.

თუკი მა­ღა­ზი­ა­ში­ვე აღ­მო­ა­ჩენთ, პრო­დუქტზე მი­თი­თე­ბუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თან­ხა გა­და­გახ­დე­ვი­ნეს, მა­ღა­ზი­ი­დან გა­უს­ვლე­ლად უნდა მო­ი­თხო­ვოთ გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. თუ ფას­თა სხვა­ო­ბას სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, პრო­დუქ­ცი­ის უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ, ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა კი სა­ლა­როს ქვი­თა­რი და მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქტზე მი­თი­თე­ბუ­ლი ფა­სის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თია", - გა­ნა­ცხა­და მა­დო­ნა კო­ი­ძემ.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რებს. ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ფა­სე­ბის სხვა­ო­ბა ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო, მე­ნე­ჯე­რე­ბი ხში­რი გა­და­ფა­სე­ბის გამო, ფა­სე­ბის შეც­ვლას ვერ ას­წრე­ბენ.

მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც დიდი გათ­ვლე­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი შრო­მის შე­დე­გია.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

თბილისის სუპერმარკეტების მარკეტინგული ხრიკები დახლებზე? - იცოდე, რომ არ მოტყუვდე!

თბილისის სუპერმარკეტების მარკეტინგული ხრიკები დახლებზე? - იცოდე, რომ არ მოტყუვდე!

მარკეტინგული ხრიკები მომხმარებლის ქვეცნობიერზე გავლენას ახდენს და მოქმედებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მოტყუება კანონით ისჯება, ჩვენთან ეს სფერო არ რეგულირდება. ბოლო პერიოდში სულ უფრო ბევრი ადამიანი აღნიშნავს უკმაყოფილებით, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში, ხშირ შემთხვევაში, დახლზე განთავსებულ პროდუქციას სხვა ფასი აქვს, სალაროსთან მისულებს კი რეალურად მეტის გადახდა უწევთ.

წესების შესაბამისად, პროდუქცია დახლზე გაკრული შტრიხკოდის ქვეშ უნდა დალაგდეს, სადაც ამ პროდუქციის შტრიხკოდი აწერია. თუმცა მომხმარებელი ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალს ყურადღებას არ აქცევს. შედეგი კი ასეთია: მომხმარებელს ჰგონია, რომ შედარებით იაფფასიანი პროდუქტი აიღო, მაგრამ სალაროსთან გაცილებით ძვირს იხდის. მოლარის განმარტებით, შეცდომით სხვა ფასი დააწერეს, ან ფასდაკლება იყო, რომელიც დასრულდა და ფასების შეცვლა ვერ მოასწრეს. ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი 30-40 თეთრის გამო პროდუქციას უკან არ აბრუნებს და ყიდულობს. არის შემთხვევები, როცა პროდუქტს ფასი საერთოდ არ აწერია, თუმცა თვითონ პროდუქტს აქვს დაკრული წებვადი ქაღალდი, რომელსაც ციფრები აწერია. მომხმარებელი, როგორც წესი, ამ ციფრებს ფასად აღიქვამს, თუმცა სალაროსთან სხვა ფასის გადახდა უწევს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი პროდუქციის ფასი დახლსა და სალაროსთან ერთმანეთს არ ემთხვევა და რა უფლებები აქვს მომხმარებელს პროდუქციის შეძენისა და მომსახურების დროს? ამ თემის ირგვლივ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე გვესაუბრა.

"პირველ რიგში მენეჯერი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. შესაძლებელია ფასდაკლება იყო, რომელიც დასრულდა და არ იყოს გასწორებული დახლზე ფასი, მაგრამ თუკი ეს სხვაობა არ გასწორდა, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს სრული უფლება აქვს შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ეს არის ფინანსური პოლიცია ან მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია. ეს არის ჩვეულებრივი კანონდარღვევა, რასაც ჰქვია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ხარისხთან, თუ ფასთან მიმართებაში, როდესაც არის ფასს სხვაობა, ეს არის მარკეტინგული ხრიკი თუ შეგნებულად მომხმარებლის მოტყუებისთვის დაწესებული ფასს სხვაობა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს, ვინაიდან ეს არის კანონდარღვევა. მომხმარებელს აუცილებლად უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, ხარისხის, უსაფრთხოების, შენახვის პირობების, პროდუქტის გამოყენებისა და რა თქმა უნდა, ფასის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, მაღაზიას პროდუქტის განთავსების ადგილზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის ფასი. ფასის გამოანგარიშება მომხმარებლისთვის იოლი უნდა იყოს.

თუკი მაღაზიაშივე აღმოაჩენთ, პროდუქტზე მითითებულისგან განსხვავებული თანხა გადაგახდევინეს, მაღაზიიდან გაუსვლელად უნდა მოითხოვოთ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. თუ ფასთა სხვაობას სახლში აღმოაჩინეთ, პროდუქციის უკან დასაბრუნებლად მტკიცებულება დაგჭირდებათ, ასეთი მტკიცებულება კი სალაროს ქვითარი და მაღაზიაში პროდუქტზე მითითებული ფასისთვის გადაღებული სურათია", - განაცხადა მადონა კოიძემ.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას განსხვავებული არგუმენტები აქვთ სუპერმარკეტების მენეჯერებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ფასების სხვაობა ტექნიკური შეცდომითაა განპირობებული. ისინი ამბობენ, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო, მენეჯერები ხშირი გადაფასების გამო, ფასების შეცვლას ვერ ასწრებენ.

მარკეტინგული ხრიკები თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დიდი გათვლებისა და ხანგრძლივი შრომის შედეგია.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ