ამერიკელი კონგრესმენი: უკრაინა და საქართველო არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები

ამერიკელი კონგრესმენი: უკრაინა და საქართველო არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები

უკრაინა და საქართველო ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ამერიკელი კონგრესმენი, "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი დევიდ პრაისი აცხადებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ორივე ქვეყანაში იმყოფებოდა.

მისივე განმარტებით, ამ ორმა ქვეყანამ საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი პატივი უნდა სცეს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ არჩევანს. "უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები. ორივე ქვეყანა სირთულეებს უპირისპირდება, ეკონომიკურსა და პოლიტიკურს, უკრაინაში ღია კონფლიქტია რუსეთთან, საქართველოში კი გაყინული კონფლიქტები და რუსეთის აგრესია იზრდება. ამიტომ, ჩვენი რწმენით, აქ მთავარია ამ ორი ქვეყნის უნარი საკუთარი მმართველობა გააძლიეროს, პოლიტიკური მმართველობის, პოლიტიკური რეფორმის წარმატება შეძლოს, რაც მოსახლეობას მისცემს ლეგიტიმურ ნდობას, ხედვას და რწმენას ჩაუსახავს განვითარებასთან დაკავშირებით", - აცხადებს დევიდ პრაისი.

ამასთან, დემოკრატი კონგრესმენი საქართველოსა და უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ იარაღის მიწოდება-არ მიწოდებაზე საუბარი.

"დახმარების ფორმებს, მიმართულებებს და რაოდენობას მუდმივად უნდა ვუბრუნდებოდეთ. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იარაღის მიწოდება-არ მიწოდებაზე საუბარი, უკრაინის შემთხვევაში, არამედ ბევრი სხვა რამ, რაც უნდა გააკეთოს ამერიკამ და ევროპამ-ტრეინინგების, რეკომენდაციების ჩათვლით. რაც, ერთი მხრივ, მხარდაჭერას და კარგ სიგნალს გააგზავნის, მეორე მხრივ, საქართველოს და უკრაინის მაგალითზე გაზრდის ქვეყნების უნარებს და გააუმჯობესებს მათი მომზადების დონეს. ჩვენ ევროპა ვერ გვიკარნახებს როგორი დახმარება უნდა გავგზავნოთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროებში კარგია თუ მათთან ვისაუბრებთ და ერთობლივ მიდგომას გამოვნახავთ, როცა შესაძლებელია," – განმარტავს დემოკრატი კონგრესმენი.

"ინტერპრესნიუსი"

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიღებულია

"უწიგნური, უვიცი და ბნელი..." - გიგა ბოკერია თეა წულუკიანზე

"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში