პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ვურჩევ, აუცილებლად ითამაშოს..." - ბახვა ბრეგვაძემ და გია ნიკოლაძემ "პალიტრა TV"-სგან ეგვიპტის საგზური მოიგეს
"ყველას ვურჩევ, აუცილებლად ითამაშოს..." - ბახვა ბრეგვაძემ და გია ნიკოლაძემ "პალიტრა TV"-სგან ეგვიპტის საგზური მოიგეს

"პა­ლიტ­რა TV"-ს მე­სა­მე სე­ზო­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შის "მი­მიხ­ვდის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძი­სა და გია ნი­კო­ლა­ძის წყვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ წა­მებ­ში აჯო­ბეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს - ლალი ტო­ტი­კაშ­ვილ­სა და შონ­ზოს, ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს.

ისე და­ემ­თხვა, რომ "მი­მიხ­ვდის" ზე­დი­ზედ, უკვე მე­ო­რედ, ტე­ლე­სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პერ­სო­ნა­ჟე­ბი იგე­ბენ. მე­ო­რე სე­ზონ­ზე გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი­სა და ჯანო იზო­რი­ას წყვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

AMBEBI.GE ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ამ შო­უ­ში, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, სა­ნამ ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, ვი­ცო­დი, რომ ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი­დან მსა­ხი­ობ­მა გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ან­მა ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად გა­ი­მარ­ჯვა. ეს წინა სე­ზონ­ზე იყო, თუმ­ცა თა­მა­შის წე­სე­ბი კარ­გად არ ვი­ცო­დი...

"მი­მიხ­ვდი" ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი და გა­სარ­თო­ბი თა­მა­შია და ყვე­ლას ვურ­ჩევ, აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შოს, ძა­ლი­ან კარგ დროს გა­ა­ტა­რე­ბენ.

- რა იყო თა­მა­ში­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სის­ხარ­ტე თუ ერუ­დი­ცია?

- ორი­ვე ერ­თად. თუმ­ცა, ალ­ბათ ცოტა ერუ­დი­ცი­აც, მე­ტად კი სის­ხარ­ტე. მთე­ლი თა­მა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყო.

- შენი პარტნი­ო­რი გია ნი­კო­ლა­ძე მრა­ვალ­მხრი­ვი შე­მოქ­მე­დია. თქვენ­მა წყვილ­მა ერ­თმა­ნეთს უპ­რობ­ლე­მოდ გა­უ­გეთ?

- გია ნი­კო­ლა­ძე ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რია, - ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს მარ­ტი­ვად გა­ვუ­გეთ, მა­ნამ­დე მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბით ვიც­ნობ­დი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რი აღ­მოჩ­ნდა და ამი­ტო­მაც გა­ვი­მარ­ჯვეთ.

მოკ­ლედ, კარ­გად შე­ვე­წყვეთ, გაგ­ვი­მარ­თლა კი­დეც, იღ­ბა­ლის გა­რე­შე ბუ­ნებ­რი­ვია ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დით. კარ­გა­დაც ვი­თა­მა­შეთ და სულ ეს იყო. ისე, კონ­კუ­რენ­ტე­ბიც ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და ამა­ნაც ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა.

- იქ­ნებ თა­მა­ში­დან რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ეპი­ზო­დი გა­იხ­სე­ნო?

- ყვე­ლა გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა სა­ხა­ლი­სო იყო, სულ ვი­ცი­ნო­დით, რის გა­მოც ხში­რად ვბჟირ­დე­ბო­დი კი­დეც. ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო ტური ყურ­სას­მე­ნე­ბით რომ ერ­თმა­ნეთს სი­ტყვებს ვუხ­სნი­დით, ის აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ყვე­ლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მახ­სენ­დე­ბა.

- ისე, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მაც კარ­გად ითა­მა­შეს და გა­მარ­ჯვე­ბამ­დე სულ ცოტა და­აკ­ლდათ.

- კი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვყავ­და და მათ­თან ერ­თად თა­მა­ში სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა უფრო მინ­დო­და.

- რითი და­გა­სა­ჩუქ­რეს?

- ეგ­ვიპ­ტე­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­ვი­გეთ, თან, ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბით, ჯერ არ წავ­სულ­ვართ და ამ ლა­მა­ზი დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას ოქ­ტო­ბერ­ში ვგეგ­მავ. ასე­ვე "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბიც მერ­გო.

- სა­ბო­ლო­ოდ, რა გაჩ­ვე­ნა ამ თა­მაშ­მა და რაში გა­მოს­ცა­დე სა­კუ­თა­რი თავი?

- სა­კუ­თა­რი თავი სის­წრა­ფე­სა და სის­ხარ­ტე­ში გა­მოვ­ცა­დე. ასე­ვე ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბაც შე­ვა­მოწ­მე და კი­დევ, დავ­რწმუნ­დი, რომ სა­შინ­ლად აზარ­ტუ­ლი ვარ და შე­დე­გით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი. ვენი, ვიდი, ვიცი (მი­ველ, ვნა­ხე და გა­ვი­მარ­ჯვე)...

- ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი?

- ძა­ლი­ან მალე და­ი­წყე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი, შემ­დე­გი კვი­რი­დან გა­და­ღე­ბებს და­ვი­წყებთ. გპირ­დე­ბით, რომ ახა­ლი სე­ზო­ნი კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მა­გა­რი იქ­ნე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ის ვიცი, რომ ამ სე­ზონ­ში ვიქ­ნე­ბი და ერ­თად ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ბედი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს საქ­მე და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ. ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ.

- ისე, ზე­დი­ზედ რო­გორ აე­წყო, რომ ამ სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი "მი­მიხ­ვდის" იგებთ...

- ის, რომ ორი სე­ზო­ნი "მი­მიხ­ვდი" "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის მსა­ხი­ო­ბებ­მა" მო­ვი­გეთ, ან სა­სი­ა­მოვ­ნო დამ­თხვე­ვაა, ან ის, რომ ამ სე­რი­ალს გა­მორ­ჩე­უ­ლად სხარ­ტი მსა­ხი­ო­ბე­ბი ჰყავს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ყველას ვურჩევ, აუცილებლად ითამაშოს..." - ბახვა ბრეგვაძემ და გია ნიკოლაძემ "პალიტრა TV"-სგან ეგვიპტის საგზური მოიგეს

"ყველას ვურჩევ, აუცილებლად ითამაშოს..." - ბახვა ბრეგვაძემ და გია ნიკოლაძემ "პალიტრა TV"-სგან ეგვიპტის საგზური მოიგეს

"პალიტრა TV"-ს მესამე სეზონის პოპულარული და აზარტული თამაშის "მიმიხვდის" გამარჯვებული ბახვა ბრეგვაძისა და გია ნიკოლაძის წყვილი აღმოჩნდა. მათ წამებში აჯობეს მოწინააღმდეგეებს - ლალი ტოტიკაშვილსა და შონზოს, ზურა გაჩეჩილაძეს.

ისე დაემთხვა, რომ "მიმიხვდის" ზედიზედ, უკვე მეორედ, ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟები იგებენ. მეორე სეზონზე გვანცა გიორგობიანისა და ჯანო იზორიას წყვილმა გაიმარჯვა.

AMBEBI.GE ბახვა ბრეგვაძეს დაუკავშირდა:

- ამ შოუში, რომელშიც ვმონაწილეობდი, სანამ ჩავერთვებოდი, ვიცოდი, რომ ჩვენი სერიალიდან მსახიობმა გვანცა გიორგობიანმა ჯანო იზორიასთან ერთად გაიმარჯვა. ეს წინა სეზონზე იყო, თუმცა თამაშის წესები კარგად არ ვიცოდი...

"მიმიხვდი" ძალიან აზარტული, მხიარული და გასართობი თამაშია და ყველას ვურჩევ, აუცილებლად ითამაშოს, ძალიან კარგ დროს გაატარებენ.

- რა იყო თამაშისას აუცილებელი, სისხარტე თუ ერუდიცია?

- ორივე ერთად. თუმცა, ალბათ ცოტა ერუდიციაც, მეტად კი სისხარტე. მთელი თამაში მობილიზებული და დაკვირვებული უნდა იყო.

- შენი პარტნიორი გია ნიკოლაძე მრავალმხრივი შემოქმედია. თქვენმა წყვილმა ერთმანეთს უპრობლემოდ გაუგეთ?

- გია ნიკოლაძე ყველაფერში ნიჭიერია, - ნიჭიერი ადამიანები კი ძალიან მიყვარს, ამიტომ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ, მანამდე მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. არაჩვეულებრივი პარტნიორი აღმოჩნდა და ამიტომაც გავიმარჯვეთ.

მოკლედ, კარგად შევეწყვეთ, გაგვიმართლა კიდეც, იღბალის გარეშე ბუნებრივია ვერაფერს გავხდებოდით. კარგადაც ვითამაშეთ და სულ ეს იყო. ისე, კონკურენტებიც ძლიერები იყვნენ და ამანაც ბევრი რამ განსაზღვრა.

- იქნებ თამაშიდან რაიმე სახალისო ეპიზოდი გაიხსენო?

- ყველა გადაცემის ჩაწერა სახალისო იყო, სულ ვიცინოდით, რის გამოც ხშირად ვბჟირდებოდი კიდეც. ყველაზე სახალისო ტური ყურსასმენებით რომ ერთმანეთს სიტყვებს ვუხსნიდით, ის აღმოჩნდა. თუმცა ყველა არაჩვეულებრივად მახსენდება.

- ისე, მოწინააღმდეგეებმაც კარგად ითამაშეს და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ.

- კი, ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავდა და მათთან ერთად თამაში საინტერესო იყო, ყველას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ბუნებრივია ჩვენი გამარჯვება უფრო მინდოდა.

- რითი დაგასაჩუქრეს?

- ეგვიპტეში არაჩვეულებრივი მოგზაურობა მოვიგეთ, თან, ძალიან კარგი პირობებით, ჯერ არ წავსულვართ და ამ ლამაზი დღეების გატარებას ოქტობერში ვგეგმავ. ასევე "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნებიც მერგო.

- საბოლოოდ, რა გაჩვენა ამ თამაშმა და რაში გამოსცადე საკუთარი თავი?

- საკუთარი თავი სისწრაფესა და სისხარტეში გამოვცადე. ასევე ჩემი მეხსიერებაც შევამოწმე და კიდევ, დავრწმუნდი, რომ საშინლად აზარტული ვარ და შედეგით ძალიან კმაყოფილი. ვენი, ვიდი, ვიცი (მიველ, ვნახე და გავიმარჯვე)...

- ახლა "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონისთვის როგორ ემზადები?

- ძალიან მალე დაიწყება ახალი სეზონი, შემდეგი კვირიდან გადაღებებს დავიწყებთ. გპირდებით, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო საინტერესო და მაგარი იქნება. ჯერჯერობით ის ვიცი, რომ ამ სეზონში ვიქნები და ერთად ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩემი პერსონაჟის ბედი. ძალიან მიყვარს ეს საქმე და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვარ.

- ისე, ზედიზედ როგორ აეწყო, რომ ამ სერიალის პერსონაჟები "მიმიხვდის" იგებთ...

- ის, რომ ორი სეზონი "მიმიხვდი" "ჩემი ცოლის დაქალების მსახიობებმა" მოვიგეთ, ან სასიამოვნო დამთხვევაა, ან ის, რომ ამ სერიალს გამორჩეულად სხარტი მსახიობები ჰყავს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება