პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენდჰაუსი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?
ენდჰაუსი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?

სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი, მსუ­ქა­ნი, ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი, კვერ­ცხის ფორ­მის თა­ვი­თა და იდე­ა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ულ­ვა­შით გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ერ­კი­ულ პუ­ა­რო და კა­პი­ტა­ნი ჰას­ტინგსი ზღვის­პი­რა ქა­ლაქ სენტ ლუში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­დი­ან. პირ­ვე­ლი­ვე დღეს სას­ტუმ­რო "მა­ჟეს­ტი­კის" ტე­რა­სა­ზე პუ­ა­როს ყურ­თან ფუტ­კა­რი ბზუ­ი­ლით ჩა­იფ­რენს და მა­შინ­ვე მო­სახ­ვევ­ში მომ­ხიბ­ლა­ვი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა - მად­მუ­ა­ზელ ნიკი ბაკ­ლი - ენდჰა­უ­სის მფლო­ბე­ლი, მხი­ა­რუ­ლი, უზ­რუნ­ვე­ლი და ცო­ტა­თი დაბ­ნე­უ­ლი... მალე მკვლე­ლო­ბაც მოხ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბაც გახ­ვრე­ტი­ლი შლა­პი­დან იწყე­ბა. სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი ხაზი კი სწო­რედ ენდჰა­უს­ზე გა­დის. ენდჰა­უ­სი - ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რას მდგა­რი სახ­ლი, რა საფრ­თხე იმა­ლე­ბა მის უწყი­ნარ ფა­სადს მიღ­მა? ვინ არი­ან სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი? ვინ არის მკვლე­ლი, რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი ვე­ქი­ლი, უმ­წეო "დე­დი­ლო", მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი თუ სტუმ­რე­ბი? რა სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავს იდუ­მა­ლი ლა­მაზ­მა­ნი ფრე­დე­რი­კა რა­ი­სი? ვინ აიღო რე­ვოლ­ვე­რი ნი­შა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­მა­ლა­ვი­დან? ყვე­ლა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად პუ­ა­რო გა­მო­ძი­ე­ბას იწყებს. რო­მან­ში რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი ერ­თდრო­უ­ლად ვი­თარ­დე­ბა და უც­ნა­უ­რად უკავ­შირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს - სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, ცნო­ბი­ლი მფრი­ნა­ვის და­ღუპ­ვა, ან­დერ­ძი, წე­რი­ლე­ბი, მეტ­სა­ხე­ლი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უმ­რავ­ლე­სო­ბას კარ­გად გახ­სოვთ ერ­კი­ულ პუ­ა­როს უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბე­ბი, მათ შო­რის, მისი გა­მო­ძი­ე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­აც - რო­გორც გან­მარ­ტავს, არ არის სა­ჭი­რო, თა­ვად ეძე­ბოს ნა­ფე­ხუ­რე­ბი თუ სხვა სამ­ხი­ლე­ბი, სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ბევ­რს ფიქ­რობს და საქ­მე­ებ­საც სწო­რედ ასე ხსნის... ამ­ჯე­რა­დაც ცნო­ბი­ლი დე­ტექ­ტი­ვი პუ­ა­რო გრან­დი­ო­ზულ ფი­ნა­ლურ სპექ­ტაკლს გა­ი­თა­მა­შებს - გარ­დაც­ვლი­ლით მთა­ვარ როლ­ში...

ალ­ბათ, ამ­ქვეყ­ნად მცი­რეა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლებ­ზეც ლე­გენ­და­რუ­ლი მა­ძებ­რის ერ­კი­ულ პუ­ა­რო­სა და ახი­რე­ბუ­ლი მის მარპლის უჩ­ვე­უ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მო­უხ­დე­ნია - აგა­თა კრის­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი დღემ­დე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის ლი­დე­რია და ეჭვგა­რე­შეა, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა კი­დევ არა­ერთ ას­წლე­ულს გა­უძ­ლებს!

ცნო­ბი­ლია, რომ აგ­ა­თას ლა­პა­რა­კი ბავ­შვო­ბი­დან­ვე არ უყ­ვარ­და და აზ­რე­ბის გად­მო­ცე­მა წე­რით უად­ვილ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ში­შის მომ­გვრე­ლი მო­თხრო­ბე­ბის გამო, პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მშობ­ლებ­მა და­უ­წუ­ნეს და პა­ტა­რა გო­გო­ნა­მაც თხზუ­ლე­ბე­ბის წე­რა­ზე ხელი დიდი ხნით აიღო... მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გახ­სე­ნე­ბა კი, მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც ცო­ლად სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს გაჰ­ყვა და სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნილს უამ­რა­ვი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­უჩ­ნდა. აგა­თა ამ­ბობ­და, რომ სი­უ­ჟე­ტებს ჭურ­ჭლის რე­ცხვი­სას, აბა­ზა­ნა­ში და ვაშ­ლე­ბის ჭა­მის დროს იგო­ნებ­და. პირ­ვე­ლი - მის გო­ნე­ბა­ში მო­რიგ მკვლე­ლო­ბას ბა­დებ­და, ვაშ­ლე­ბი კი სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას აჩ­ქა­რებ­დნენ.

მთე­ლი თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგა­თა კრის­ტიმ 78 დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი, 19 პი­ე­სა, ასე­ვე მო­თხრო­ბე­ბი და ლექ­სე­ბი და­წე­რა. ის 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აგა­თამ უკა­ნას­კნე­ლად წიგ­ნი "ფარ­და" გა­მოს­ცა, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას დიდ­ხანს აყოვ­ნებ­და, თით­ქოს გრძნობ­და, რომ ეს მისი რეკ­ვი­ე­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

2015 წელს "დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფალს" 125 წელი შე­უს­რულ­და, ამი­ტომ მსოფ­ლი­ომ 2015 წელი სწო­რედ აგ­ა­თას წლად გა­მო­ა­ცხა­და. მის იუ­ბი­ლეს არ­ერთ ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ვა­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი ამ თა­რი­ღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბა, მათ შო­რის სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა, მწერ­ლის ძეგლის გახ­სნა, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა და გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 11-20 სექ­ტემ­ბერს, რო­მე­ლიც აგ­ა­თას მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში, ინ­გლი­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ტორ­კი­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე იგეგ­მე­ბა აგ­ა­თას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბის მო­თხრო­ბა მკი­თხვე­ლი­სათ­ვის, მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ბე­ბის გან­ხილ­ვა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­რი­ე­რის გაც­ნო­ბა სტუმ­რე­ბი­სათ­ვის და სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იუ­წყე­ბი­ან, ფეს­ტი­ვა­ლი 10 000-მდე ადა­მი­ანს უპას­მინ­ძლებს, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ არა­ერთ ცნო­ბილ სა­ხეს.

მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოვ­ლე­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლო და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ც ჩა­ერ­თო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "პა­ლიტ­რა L"-მა 27 აპ­რილს აგა­თა კრის­ტის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დზე და­ი­წყო ხმის მი­ცე­მა, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში შე­ჯამ­და და აგა­თა კრის­ტის სა­უ­კე­თე­სო დე­ტექ­ტი­ვად "მკვლე­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ექ­სპრეს­ში" და­სა­ხელ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც აგ­ა­თას მკი­თხვე­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბი­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გამო, "პა­ლიტ­რა L"-მა გა­და­წყვი­ტა, დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ბრი­ტა­ნეთ­ში "დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ი­უ­ბი­ლეო სე­რი­ის გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა და მის დე­ტექ­ტი­ვებს პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოს­ცემს! ამ­ჯე­რად "პა­ლიტ­რა L"-მა უკვე მისი მე­ო­თხე წიგ­ნი, სწო­რედ "საფრ­თხე ენდჰა­უზ­ში" შეს­თა­ვა­ზა მკი­თხველს, რომ­ლის შე­ძე­ნაც უკვე დღე­ი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში. წიგ­ნი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 6,50 ლა­რად - გა­ი­ყი­დე­ბა, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად კი - 8,0 ლა­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფალ­მა" რო­მა­ნი 1935 წელს და­წე­რა, ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ დე­ტექ­ტივს - "საფრ­თხე ენდჰა­უზ­ში" - დრომ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. ის აგ­ა­თას შე­მოქ­მე­დე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის კვლავ ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ნა­წარ­მო­ე­ბად რჩე­ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ენდჰაუსი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?

ენდჰაუსი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?

საშუალოზე დაბალი, მსუქანი, ასაკოვანი მამაკაცი, კვერცხის ფორმის თავითა და იდეალურად მოწესრიგებული ულვაშით გამორჩეული გამომძიებელი ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასტინგსი ზღვისპირა ქალაქ სენტ ლუში დასასვენებლად ჩადიან. პირველივე დღეს სასტუმრო "მაჟესტიკის" ტერასაზე პუაროს ყურთან ფუტკარი ბზუილით ჩაიფრენს და მაშინვე მოსახვევში მომხიბლავი ქალიშვილი გამოჩნდება - მადმუაზელ ნიკი ბაკლი - ენდჰაუსის მფლობელი, მხიარული, უზრუნველი და ცოტათი დაბნეული... მალე მკვლელობაც მოხდება და გამოძიებაც გახვრეტილი შლაპიდან იწყება. სიუჟეტის მთავარი ხაზი კი სწორედ ენდჰაუსზე გადის. ენდჰაუსი - ქალაქის განაპირას მდგარი სახლი, რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა? ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები? ვინ არის მკვლელი, რესპექტაბელური ვექილი, უმწეო "დედილო", მოსამსახურეები თუ სტუმრები? რა საიდუმლოს მალავს იდუმალი ლამაზმანი ფრედერიკა რაისი? ვინ აიღო რევოლვერი ნიშაში მოთავსებული სამალავიდან? ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პუარო გამოძიებას იწყებს. რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ერთდროულად ვითარდება და უცნაურად უკავშირდება ერთმანეთს - სასიყვარულო სამკუთხედი, ცნობილი მფრინავის დაღუპვა, ანდერძი, წერილები, მეტსახელი... დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას კარგად გახსოვთ ერკიულ პუაროს უცნაური თვისებები, მათ შორის, მისი გამოძიების მეთოდოლოგიაც - როგორც განმარტავს, არ არის საჭირო, თავად ეძებოს ნაფეხურები თუ სხვა სამხილები, სავარძელში მოკალათებული ბევრს ფიქრობს და საქმეებსაც სწორედ ასე ხსნის... ამჯერადაც ცნობილი დეტექტივი პუარო გრანდიოზულ ფინალურ სპექტაკლს გაითამაშებს - გარდაცვლილით მთავარ როლში...

ალბათ, ამქვეყნად მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებზეც ლეგენდარული მაძებრის ერკიულ პუაროსა და ახირებული მის მარპლის უჩვეულო თავგადასავლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია - აგათა კრისტის დეტექტივები დღემდე მსოფლიო ბესტსელერების ლიდერია და ეჭვგარეშეა, რომ მისი შემოქმედება კიდევ არაერთ ასწლეულს გაუძლებს!

ცნობილია, რომ აგათას ლაპარაკი ბავშვობიდანვე არ უყვარდა და აზრების გადმოცემა წერით უადვილდებოდა, თუმცა, შიშის მომგვრელი მოთხრობების გამო, პირველი ნამუშევრები მშობლებმა დაუწუნეს და პატარა გოგონამაც თხზულებების წერაზე ხელი დიდი ხნით აიღო... მისი საყვარელი საქმიანობის გახსენება კი, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლად სამხედრო მოსამსახურეს გაჰყვა და სახლში მარტო დარჩენილს უამრავი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. აგათა ამბობდა, რომ სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას, აბაზანაში და ვაშლების ჭამის დროს იგონებდა. პირველი - მის გონებაში მორიგ მკვლელობას ბადებდა, ვაშლები კი სიუჟეტის განვითარებას აჩქარებდნენ.

მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში აგათა კრისტიმ 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე მოთხრობები და ლექსები დაწერა. ის 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ აგათამ უკანასკნელად წიგნი "ფარდა" გამოსცა, რომლის გამოქვეყნებას დიდხანს აყოვნებდა, თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისი რეკვიემი უნდა ყოფილიყო.

2015 წელს "დეტექტივების დედოფალს" 125 წელი შეუსრულდა, ამიტომ მსოფლიომ 2015 წელი სწორედ აგათას წლად გამოაცხადა. მის იუბილეს არერთ ქვეყანაში აღნიშვანენ განსაკუთრებულად. დიდ ბრიტანეთში კი ამ თარიღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის სასაჩუქრე წიგნების გამოცემა, მწერლის ძეგლის გახსნა, სხვადასხვა კონკურსის ჩატარება და გრანდიოზული საერთაშორისო ფესტივალი 11-20 სექტემბერს, რომელიც აგათას მშობლიურ მხარეში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტორკიში გაიმართება. ფესტივალზე იგეგმება აგათას საინტერესო ისტორიების მოთხრობა მკითხველისათვის, მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმობების განხილვა, ლიტერატურული კარიერის გაცნობა სტუმრებისათვის და სხვადასხვა გასართობი სახის ღონისძიებები. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ფესტივალი 10 000-მდე ადამიანს უპასმინძლებს, მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ არაერთ ცნობილ სახეს.

მსოფლიო მასშტაბის ლიტერატურულ მოვლენაში საქართველო და გამომცემლობა "პალიტრა L"-ც ჩაერთო. მოგეხსენებათ, "პალიტრა L"-მა 27 აპრილს აგათა კრისტის საუკეთესო რომანის გამოსავლენად სხვადასხვა ვებ-გვერდზე დაიწყო ხმის მიცემა, რომელიც სექტემბერში შეჯამდა და აგათა კრისტის საუკეთესო დეტექტივად "მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში" დასახელდა.

საქართველოშიც აგათას მკითხველების უპრეცედენტო რაოდენობისა და გამოხმაურების გამო, "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, დეტექტივების მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი შეეთავაზებინა. გამომცემლობამ ბრიტანეთში "დეტექტივების დედოფლის" ოფიციალური წარმომადგენლობისგან საქართველოში საიუბილეო სერიის გამოცემის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვა და მის დეტექტივებს პერიოდულად გამოსცემს! ამჯერად "პალიტრა L"-მა უკვე მისი მეოთხე წიგნი, სწორედ "საფრთხე ენდჰაუზში" შესთავაზა მკითხველს, რომლის შეძენაც უკვე დღეიდანაა შესაძლებელი წიგნების მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში. წიგნი ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 6,50 ლარად - გაიყიდება, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კი - 8,0 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ "დეტექტივების დედოფალმა" რომანი 1935 წელს დაწერა, ერთ-ერთ გამორჩეულ დეტექტივს - "საფრთხე ენდჰაუზში" - დრომ ვერაფერი დააკლო. ის აგათას შემოქმედების მოყვარულებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად რჩება!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია