საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა"
"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა"

ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა­ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მას­თან სა­ბა­ჟო­ზე არ­სებ­უ­ლი­­ ვი­თა­რე­ბა, უკ­რა­ი­ნის პრემ­ი­ერ-მი­ნის­ტრის გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და მის მიერ ოდე­სის ოლ­ქის­ სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელმ­ღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­და­ტუ­რებ­ზე უა­რის თქმა გა­აკ­რი­ტი­კა. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბებს თა­ვად ია­ცე­ნი­უ­კი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "არ ვა­პი­რებ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოხ­დო­მებს ვუ­პა­სუ­ხო". უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­ჩე­ნილ კონ­ფლიქტს ქარ­თვე­ლე­ბის გუნ­დის კი­დევ ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა­ და სა­ა­კაშ­ვილს კრი­ტი­კუ­ლი ტონი და­უ­წუ­ნა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" უკრ­ა­ინის ჯან­დაც­ვის ჯერ კი­დევ მოქ­მედ მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რებ­ით, უკრა­ინა­ში რე­ფორ­მე­ბი ნელი ტემ­პით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ა­კაშვ­ილი სის­წრა­ფეს არის შეჩ­ვე­უ­ლი და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სურ­ვი­ლე­ბი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის­ შესა­ძლ­ებ­ლო­ბებს არ ემ­თხვე­ვა. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­­­ქ­მე­დე­ბებს რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კში, ისე სხვა სა­ერ­თაშ­ორი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­შიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არა­ვის გამ­ოუ­ხა­ტავს.­ სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვიჩ­ნევ, რომ უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი­ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნაკ­ლებ კრი­ტი­კას იმ­სა­ხუ­რებს.

- მაშ, რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­და­ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ია­ცე­ნი­უკს?

- მათ შო­რის გა­უ­გებ­რო­ბა­ მოხ­და... პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მაა. გუ­ბერ­ნა­ტორს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძლ­ებ­ლო­ბე­ბი აქვს, რად­გან სა­ბა­ჟოც და პრო­კუ­რა­ტუ­რაც ცენ­ტრა­ლურ­ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ბა­ჟო­ზე ცვლი­ლე­ბებს ვერ ახორ­ცი­ე­ლებს.

- გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ სა­ა­კა­შვილს პორ­ტი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხ­ების სრუ­ლად კონტ­რო­ლის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებს, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ია­ცე­ნი­უ­კი­ არ აძ­ლევს. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ე­რი გახ­დეს?

- პორტთან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა, რო­დე­საც ბა­ზარ­ზე იაფი გა­დამზ­იდა­ვი შე­მო­ვი­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამას ავი­ა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც მოჰ­ყვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ბი­ცი­ებს, პი­რად სა­უ­ბარ­შიც აცხა­დებს, რომ პრე­მი­ე­რო­ბის ამ­ბი­ცია არა აქვს. იუ­რი­დი­უ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რით ხდე­ბა. პრე­მი­ე­რის და­ნიშ­ვნა­საც პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა, თუ დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლს­­­­­ პრე­მი­ე­რად არ წა­რადგ­ენენ, მხო­ლოდ პე­ტი­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბას ვერ და­ი­კა­ვებს.

- უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­თა და ზო­გა­დად,­ უცხო­ე­ლე­ბის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ფიქ­რობთ, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­მიე­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას რადა მხარს არ და­უ­ჭერს?

- არ ვიცი, რამ­დე­ნად დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს სა­ა­კაშ­ვილს რა­და­ში. ისე კი, პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე დიდი ფრაქ­ცია ჰყავს, სი­დი­დით მე­ო­რე ფრაქ­ცია "სა­ხალ­ხო ფრონტს" კი ია­ცე­ნი­უ­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე უცხო­ე­ლე­ბი არ უნდა ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ აქ ლი­ტვე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი­ და ამე­რი­კე­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა"

"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა"

ოდესის ოლქის გუბერნატორმა­ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან საბაჟოზე არსებ­უ­ლი­­ ვითარება, უკრაინის პრემ­ი­ერ-მინისტრის გატარებული რეფორმები და მის მიერ ოდესის ოლქის­ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმ­ღვანელების კანდიდატურებზე უარის თქმა გააკრიტიკა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს თავად იაცენიუკი ასე გამოეხმაურა: "არ ვაპირებ სააკაშვილის გამოხდომებს ვუპასუხო". უკრაინის ხელისუფლებაში გაჩენილ კონფლიქტს ქართველების გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექ­სანდრე კვიტაშვილი გამოეხმაურა­ და სააკაშვილს კრიტიკული ტონი დაუწუნა. "კვირის პალიტრა" უკრ­ა­ინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს ესაუბრა:

- საქართველოს­თან შედარებ­ით, უკრა­ინაში რეფორმები ნელი ტემპით ხორციელდება, სააკაშვ­ილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის­ შესა­ძლ­ებ­ლობებს არ ემთხვევა. უკრაინის ხელისუფლების მო­­­ქ­მედებებს როგორც მსოფ­ლიო ბანკში, ისე სხვა საერთაშ­ორისო ორგანიზაციებშიც ყოველდღი­ურ რეჟიმში აკვირდებიან, მაგ­რამ უკმაყოფილება არავის გამ­ოუხატავს.­ სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ უკრაინის ცენტრალური­ ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს.

- მაშ, რატომ დაუპირისპირდა­ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს?

- მათ შორის გაუგებრობა­ მოხდა... პრობლემა საქართველოსგან განსხვავებული სისტემაა. გუბერნატორს შეზღუდული შესაძლ­ებლობები აქვს, რადგან საბაჟოც და პროკურატურაც ცენტრალურ­ ხელისუფლებას ექვემდებარება. შეზღუდული შესაძლებლობების გამო სააკაშვილი საბაჟოზე ცვლილებებს ვერ ახორციელებს.

- გაჩნდა ვერსია, რომ სააკა­შვილს პორტიდან შემოსული თან­ხ­ების სრულად კონტ­როლის სურვილი ამოძრავებს, რის შესაძლებ­ლობასაც იაცენიუკი­ არ აძლევს. რამ­დენად რეალურია, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდეს?

- პორტთან დაკავშირებით პრობლემა რეალურად შეიქმნა, როდესაც ბაზარზე იაფი გადამზ­იდავი შემოვიდა. მოგეხსენებათ, ამას ავიაციის სამსახურის უფროსის გათავისუფლებაც მოჰყვა.

რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციებს, პირად საუბარშიც აცხადებს, რომ პრემიერობის ამბიცია არა აქვს. იურიდიულად უკრაინაში მთავრობის ფორმირება პარლამენტის მხარდაჭერით ხდება. პრემიერის დანიშვნასაც პარლამენტის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუ დეპუტატები სააკაშვი­ლს­­­­­ პრემიერად არ წარადგ­ენენ, მხოლოდ პეტიციის საფუძველზე თანამდებობას ვერ დაიკავებს.

- უკრაინელი დეპუტატების ნაწილი სააკაშვილითა და ზოგადად,­ უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკმაყოფილოა. ფიქრობთ, რომ უკრაინის პრემიე­რად სააკაშვილის დანიშვნას რადა მხარს არ დაუჭერს?

- არ ვიცი, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს რადაში. ისე კი, პრეზიდენტს პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს, სიდიდით მეორე ფრაქცია "სახალხო ფრონტს" კი იაცენიუკი ხელმძღვანელობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე უცხოელები არ უნდა ინიშნებოდნენ, მაგრამ აქ ლი­ტველები, პოლონელები­ და ამერიკელებიც მუშაობენ.

იხილეთ გაგრძელება

"გიორგის მამა კარგად არის, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ბებია კი, სამწუხაროდ,  გარდაიცვალა" -  რას აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი

ფერადი შავი პარასკევი სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“

"475 - აჭარა, 793 - იმერეთ, 371 - სამეგრელო-ზემო სვანეთი" - როგორია Covid 19-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით