მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი ტესტი, რომელიც შეგვატყობინებს თუ რამდენი წელი სიცოცხლე დარჩა ადამიანს, მეცნიერებისთვის უკვე ცნობილია მრავალი ფაქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის და დღეგრძელობისათვის.
”თქვენ არ გჭირდებათ გენეტიკური ტესტის გაკეთება იმისთვის, რომ გაიგოთ თუ რა უნდა ქნათ, რომ ჯანმრთელი იყოთ. ქცევის ანალიზით ჩვენ უკვე შეგვიძლია ამის დადგენა”, - ამბობს თომას პერლზი, ბოსტონის სამედიცინო ცენტრის მკურნალი გერიატრი.
პერლზმა შექმნა ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც აანალიზებს პაციენტის ოჯახის სამედიცინო ისტორიას, მავნე ჩვევებს, სამუშაო გრაფიკს და ა.შ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პროგრამა განსაზღვრავს სიკვდილის დაახლოებით თარიღს, რის შემდეგაც იძლევა რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც ადამიანი მოახერხებს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას.