სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა ნონას ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, ჩახუტება სჭირდება - დედა სიდონია სკანდალურ ვიდეომიმართვაზე მისი ფოტოს დართვას აპროტესტებს
დედა ნონას ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, ჩახუტება სჭირდება - დედა სიდონია სკანდალურ ვიდეომიმართვაზე მისი ფოტოს დართვას აპროტესტებს

დედა სი­დო­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ეხ­მა­უ­რე­ბა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, სა­თა­უ­რით, "დე­დაო ნონა ამ­ხელს მო­ძღვრებს მო­ნაზვნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში", "youtube"-ზე 9 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მამ ნი­უ­სი გა­ავ­რცე­ლა, მა­სა­ლას კი შეც­დო­მით დედა ნო­ნას ნაც­ვლად, დედა სი­დო­ნი­ას ფოტო და­ურ­თო. დედა სი­დო­ნია სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებს.

"ორი დღის უკან ელექტრო­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ვინ­მე დედა ნო­ნას ვი­დეო მი­მარ­თვა, რო­მელ­საც დარ­თუ­ლი აქვს ჩემი ფოტო.

პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნავ რომ, სრუ­ლი­ად ვე­მიჯ­ნე­ბი მი­მარ­თვის ში­ნა­არს და, მე­ო­რე, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მინ­და ვა­სო­ცირ­დე­ბო­დე ასე­თი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას­თან, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ ჩემი ფო­ტო­ე­ბის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა უწყობს ხელს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­რკო­ლე­ბას და ასო­ცი­რე­ბას იწ­ვევს!

თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ჩემი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი ფო­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბა. უფ­ლე­ბას ვი­ტო­ვებ, დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად მივ­მარ­თო სა­მარ­თლებ­რივ გზას.

პა­ტი­ვის­ცე­მით დედა სი­დო­ნია

ად­ვო­კა­ტი: დიმა გა­ბუ­ნია

ფო­ტოგ­რა­ფი: დათო ქო­რი­ძე", - წერს მო­ნა­ზო­ნი.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში დედა სი­დო­ნია სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტის სა­ფუძ­ველს კი­დევ ერთხელ აკონ­კრე­ტებს:

"ჩვენ დედა ნო­ნას არ ვე­ხე­ბით არა­ნა­ი­რად, რა თქმა უნდა მის ნათ­ქვამს აქვს მი­ზე­ზე­ბი და ხე­ლის კვრა კი არა, მიდ­გო­მა და ჩა­ხუ­ტე­ბა სჭირ­დე­ბა. მე ჩემი ფო­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ჩემი ფო­ტოს და ვი­დე­ო­დან პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად ამოკ­რე­ფი­ლი სა­თა­უ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა­ზე მაქვს პრო­ტეს­ტი", - წერს დედა სი­დო­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დედა ნონას ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, ჩახუტება სჭირდება - დედა სიდონია სკანდალურ ვიდეომიმართვაზე მისი ფოტოს დართვას აპროტესტებს

დედა ნონას ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, ჩახუტება სჭირდება - დედა სიდონია სკანდალურ ვიდეომიმართვაზე მისი ფოტოს დართვას აპროტესტებს

დედა სიდონია "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომიმართვას ეხმაურება. ვიდეომიმართვა, სათაურით, "დედაო ნონა ამხელს მოძღვრებს მონაზვნების გაუპატიურებაში", "youtube"-ზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა. ვიდეომიმართვის შესახებ ერთ-ერთმა ინტერნეტ-გამოცემამ ნიუსი გაავრცელა, მასალას კი შეცდომით დედა ნონას ნაცვლად, დედა სიდონიას ფოტო დაურთო. დედა სიდონია სწორედ აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.

"ორი დღის უკან ელექტრონულ მედიაში გავრცელდა ვინმე დედა ნონას ვიდეო მიმართვა, რომელსაც დართული აქვს ჩემი ფოტო.

პირველ რიგში აღვნიშნავ რომ, სრულიად ვემიჯნები მიმართვის შინაარს და, მეორე, კატეგორიულად არ მინდა ვასოცირდებოდე ასეთი არასასიამოვნო შინაარსის განცხადებასთან, რასაც სამწუხაროდ ჩემი ფოტოების უნებართვოდ გამოყენება უწყობს ხელს და საზოგადოებაში დაბრკოლებას და ასოცირებას იწვევს!

თხოვნა იქნება, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი ფორმით ჩემი გამოსახულებით არსებული ფოტოს გამოყენება. უფლებას ვიტოვებ, დარღვეული უფლებების აღსადგენად მივმართო სამართლებრივ გზას.

პატივისცემით დედა სიდონია

ადვოკატი: დიმა გაბუნია

ფოტოგრაფი: დათო ქორიძე", - წერს მონაზონი.

პოსტის კომენტარებში დედა სიდონია საკუთარი პროტესტის საფუძველს კიდევ ერთხელ აკონკრეტებს:

"ჩვენ დედა ნონას არ ვეხებით არანაირად, რა თქმა უნდა მის ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, მიდგომა და ჩახუტება სჭირდება. მე ჩემი ფოტოს გამოყენებაზეა საუბარი, ჩემი ფოტოს და ვიდეოდან პროვოკაციულად ამოკრეფილი სათაურის ერთობლიობაზე მაქვს პროტესტი", - წერს დედა სიდონია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია