სილამაზის 10 საიდუმლო ოდრი ჰეპბერნისგან

სილამაზის 10 საიდუმლო ოდრი ჰეპბერნისგან

გასულ კვირას, 9 სექტემბერს საერთაშორისო სილამაზის დღე აღინიშნა. ამ დღის პატივსაცემად წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ყველაზე თვალისმომჭრელი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის სილამაზის 10 საიდუმლოს.

1. იმისთვის, რომ ტუჩები მიმზიდველი გახდეს, წარმოთქვით კეთილი სიტყვები.

2. იმისთვის, რომ თვალები ლამაზი გქონდეთ, ასხივეთ სიკეთე.

3. იმისთვის, რომ სხეული ფორმაში იყოს, გაუყავით საკვები მშივრებს.

4. იმისთვის, რომ თმები ლამაზად ბზინავდეს, მიეცით ბავშვს მასთან მოფერების უფლება.

5. თავდაჯერებულობისთვის - გააცნობიერე, რომ მარტო არ ხარ.

6. ადამიანები ნივთებზე მეტად საჭიროებენ რესტავრაციას და პატიებას. არასოდეს არავინ არ ”გადააგდოთ”.

7. თუ დახმარების ხელი დაგჭირდათ, ის ყოველთვის გექნებათ - საკუთარი ხელი. როდესაც ასაკი მოგემატებათ, მიხვდებით, რომ ორი ხელი გაქვთ: ერთი - რომ საკუთარ თავს დაეხმაროთ და მეორე - სხვების დასახმარებლად.

8. ქალის სილამაზე არა ტანსაცმელში, ტანადობასა და ვარცხნილობაში, არამედ თვალებშია. თვალები გულის კარიბჭეა, სადაც სიყვარული ცხოვრობს.

9. ქალის სილამაზე გარეგნობაში არაა, ნამდვილი სილამაზე ქალის სულშია. იმ მზრუნველობაშია, რომელსაც სიყვარულით ჩუქნის სხვებს.

10. ქალის სილამაზე ასაკთან ერთად მატულობს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება